ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2016
ძალის დაკარგვა 30.08.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2016 წლის 27 მაისი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ატესტაციის ჩატარების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ, უზრუნველყოს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ატესტაციის ტესტირების ეტაპის ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ატესტაციის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების /შემდგომში დაწესებულების/ ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ატესტაციის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაქმებულის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
2. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
ბ) დასაქმებული, 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
გ) კანდიდატი, დასაკავებელ თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
3. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის თანამშრომლები, რომლებიც არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირში ეწევიან პედაგოგიურ, სახელოვნებო, სპორტულ, მეთოდურ და სამეცნიერო საქმიანობას;
ბ) დასაქმებული, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;
გ)ტექნიკური და დამხმარე პერსონალი.
4. დასაქმებული, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
5. დასაქმებული, რომელსაც საატესტაციო პერიოდში შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენისთანავე.
მუხლი 3🔗.
ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზნებია:
ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) დასაქმებულის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) დასაქმებულის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
დ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ე) დასაქმებულის პროფესიული ზრდის სტიმულირება.
მუხლი 4🔗.
ატესტაციის პრინციპები
ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) კანონიერებას;
ბ) სამართლიანობას;
გ) საჯაროობას;
დ) გამჭვირვალობას;
ე) არადისკრიმინაციულობას;
ვ) ობიექტურობას;
ზ) მიუკერძოებლობას;
თ) კოლეგიალურობას.
მუხლი 5🔗.
ატესტაციის ჩატარების დრო
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელებისათვის ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომელთათათვის ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. ატესტაციას დაქვემდებარებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი პირი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. ატესტაციას დაქვემდებარებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომელთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს განმახორციელებელი პირი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
5. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელების ატესტაციას ატარებს ხონის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში –
კომისია), რომლის თავმჯდომარესაც ნიშნავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომელთა ატესტაციას ატარებს შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში –
კომისია).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კომისიის თავმჯდომარეს, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით, ნიშნავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება დაინიშნოს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ წარდგენილი პირი.
5. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე.
6. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
7. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
8. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და, ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები.
9. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში პროფესიული კავშირების წევრისა და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დარღვევის აღმოჩენისას, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.
11. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შეფასება.
12. პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
კომისიის წევრის აცილება
1. კომისიის წევრი ვალდებულია ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას ატესტაციას დაქვემდებარებული პირების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 8🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და შესაბამისი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირთან წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დახასიათებას წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით. წინასწარ განსაზღვრულ ფორმას ავსებს და წარადგენს ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელ პირთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირიც.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი ან/და შესაბამისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი.
4. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება.
5. ტესტირების ეტაპზე დადგენილ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობის ვერგადალახვის შემთხვევაში ატესტაციას დაქვემდებარებული პირის მიმართ კომისიას გამოაქვს ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
6. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს დასაქმებულის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
7. ატესტაციის დროს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელშიც ატესტაციას დაქვემდებარებული პირი მუშაობს.
8. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი იღებს ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 9🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისია ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით.
3. კომისია აფასებს დასაქმებულს, საჭიროების შემთხვევაში ისმენს დასაქმებულის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას;
გ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
მუხლი 10🔗.
ატესტაციის შედეგები
1. კომისია ვალდებულია, თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებებთან ერთად ერთვის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 სამუშაო დღეში.
4. კომისია ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს ან დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს, ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას, დასაქმებულის პირად საქმეში ასახვით, დასაქმებულის დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან დასაქმებულის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
6. კომისია, ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციისა და მისი შედეგების შესახებ.
მუხლი 11🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ან ატესტაციის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნეს საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ, წერილობითი ფორმით ატესტაციის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 12🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ –
სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.