უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-867/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-867/ო

2016 წლის 25 მაისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის  შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:            

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება: შპს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა) ნაცვლად, დაფიქსირდეს  შპს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ (მისამართი: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №4).

2. გაიცეს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №4) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

3. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

4.   ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ დირექტორის ნ. კვანტალიანის განცხადებები №54712,  20.05.2016 წ.  და №56187,  24.05.2016წ;  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ №14007548/3,  26.09.2014წ.  

 

სააგენტოს უფროსი                                                                              გია თვალავაძე