სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№49/30-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოების „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ სამეთვალყურეო საბჭო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე (1) მუხლის საფუძველზე იწვევს სააქციო საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში, სააქციო საზოგადოების სხდომათა დარბაზში, 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 17 მაისი.

დღის წესრიგი:

1. სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის საქმიანობის შეფასება (მომხსენებელი გიორგი მახარაძე).

2. სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნის და საქართველოს საფონდო ბირჟის დატოვების შესახებ (მომხსენებელი გიორგი მაჭავარიანი).

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“ 2016 წლის 17 მაისის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2016 წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 74-ა T: 2220718 დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრის“ოფისი.

სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე    მ. ასათიანი