სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოვალეა:
ა) უზრუნველყოს დაცვის ღონისძიებები დასაცავი პირის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;
ბ) ჩაატაროს ოპერატიულ-ტექნიკური შემოწმება დასაცავი პირების მუდმივი და დროებითი ყოფნის ადგილებში და დაცვის ობიექტებზე, ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
განსაკუთრებულ ვითარებაში ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;
ე) გადაწყვიტოს სამსახურის კადრებით უზრუნველყოფის საკითხი;
ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) განახორციელოს ღონისძიებები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად;
თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.