1. კომერციული ბანკების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) ან შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია კომერციული ბანკების ისეთი გაყოფა ან შერწყმა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.
2. ეროვნული ბანკი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განიხილავს კომერციული ბანკების შერწყმის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4189
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
კანონი
№439
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7130 – ვებგვერდი, 21.09.2020