1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 3712 მუხლით დადგენილი წესით.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან აღნიშნული იურიდიული პირი ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ამ ვალდებულების შესრულებამდე იურიდიული პირი ლიცენზირებული კომერციული ბანკის მსგავსად ემორჩილება კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის

კანონი
№1895
- ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

თავი II1

კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.