„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ 28.12.2005
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე 1 კვირით ადრე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის ოქმთან ერთად, სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.“.
2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. იუსტიციის მსმენელის სტატუსი
იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის დამადასტურებელი მოწმობა.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
„მუხლი 181. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები
1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები.
2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.
3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება, თუ ისინი არაზუსტია, განახლებული არ არის, არასრულია ან მათი შეგროვება და დამუშავება კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განხორციელდა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სკოლაში სწავლების ფორმები
სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, საღამოს სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.“.
5. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის შედგენა
1. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.
2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.“.
6. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება
1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს:
ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას;
გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას;
დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას;
ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას;
ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას;
თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას.
2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:
„მუხლი 311. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი
1. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ ამ სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის წესდებით დადგენილი წესით.“.
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაიცეს იმ პირზედაც, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი გაიარა და იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილ იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ქუთაისი, 8 თებერვალი 2017 წ. N261-IIს |