სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.06.2016
ძალაში შესვლა 01.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №242
სარეგისტრაციო კოდი 080240000.10.003.019307
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2016
matsne.gov.ge 2,301 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.2016 მიღება
01.06.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 92% 04.03.2021 „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 20.09.2022 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 12.06.2019 „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 12.03.2024 „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 02.10.2024

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №242 2016 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართისა და საქართველოს საჰაერო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. კონტროლის მიზნები და ამოცანები 1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში - ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის  დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ (შემდგომში - სახელმწიფო პროგრამა) დადგენილი მოთხოვნების შესრულების  კონტროლის ღონისძიებებს. 2. ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სახელმწიფო პროგრამით და საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა: ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სისტემის დადგენით; ბ) კონტროლის ღონისძიებების შემსრულებელი  სუბიექტების მოვალეობების განსაზღვრით; გ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელების პრინციპების, პროცედურებისა და მეთოდების დადგენით; დ) საავიაციო უშიშროების  მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენით,   ნაკლოვანებების სწრაფად აღმოსაფხვრელად. 3. ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ამოცანებია: ა) სახელმწიფო პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება ხარისხის კონტროლის  ღონისძიებების მეშვეობით; ბ)  საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების ეფექტიანობის შემოწმება და შეფასება; გ) სახელმწიფო პროგრამის  ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის შენარჩუნება.  მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამაში გამოყენებულ  ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსითა და სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗.  ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო 1. საავიაციო უშიშროების სფეროში ხარისხისა და ავიასაწარმოების შიდა ხარისხის კონტროლზე ზედამხედველობას  ახორციელებს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). 2.   კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს: ა)    სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს; ბ)   სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით,  ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულებას; გ) რისკის შეფასების საფუძველზე, კონტროლის ღონისძიებების წლიური გეგმის შემუშავებას; დ) უშიშროების სფეროში სრულმასშტაბიანი და საინსპექციო შემოწმებების ჩატარებას, უშიშროების მდგომარეობის მიმოხილვასა და  საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდას; ე) ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირისათვის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაციის მინიჭებას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანების  შესაბამისად;   ვ) კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისათვის სააგენტოს კვალიფიცირებული ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საჭირო რაოდენობას; ზ) შემოწმების ობიექტების მიერ შემოწმების შედეგების მიხედვით შემუშავებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის გეგმების შეთანხმებასა და მისი შესრულების კონტროლის დაწესებას; თ)  ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის  შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადებას; ი)   საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით  ნაკისრი  ვალდებულებებიდან გამომდინარე,  პრიორიტეტების გათვალისწინებით,   ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და ავიასაწარმოების ინფორმირებას განხორციელებული ცვლილებების შესახებ; კ)  კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფას. 3. სააგენტო შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დამატებითი კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების  მექანიზმს ინფორმაციის ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა: მგზავრები, ეკიპაჟის წევრები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და სხვა. 4. სააგენტო ახორციელებს მიღებული ინფორმაციის ანალიზს და აუცილებლობის შემთხვევაში იღებს ზომებს საავიაციო უშიშროების  სფეროში   დადგენილი დონის  შესანარჩუნებლად. 5. სააგენტო ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში უფლებამოსილია,  მიიღოს გადაწყვეტილება  პირის/ავიასაწარმოს სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერების,  სერტიფიკატით/მოწმობით და/ან სერტიფიკატის/მოწმობის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის, სერტიფიკატის/მოწმობის გაუქმების ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ,  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ შემოწმების ობიექტზე დაფიქსირებული ნაკლოვანების საფუძველზე. 6. სააგენტო ახორციელებს ხარისხის კონტროლის ფარგლებში  შესრულებული ღონისძიებების   შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების დოკუმენტირებას და მის შემდგომ ანალიზს სახელმწიფო პროგრამის  სრულყოფის მიზნით.  ასევე უზრუნველყოფს გამოვლენილი  ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზების დადგენას და  ახორციელებს  ნაკლოვანებების აღმოფხვრის კონტროლს. 7.  სააგენტო ადგენს წლიურ ანგარიშს, სადაც ასახული იქნება წლის განმავლობაში ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განხორციელებული ხარისხის კონტროლის ღონისძიებების რაოდენობა და ტიპი,  მათ შორის,  აღმოფხვრილი და აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებების მითითებით. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას  ხარისხის კონტროლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების შესახებ. მუხლი 4🔗. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. სამოქალაქო ავიაციის  სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს ახორციელებენ სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინპექტორები და ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირები. 2. სააგენტო/ავიასაწარმო  უზრუნველყოფს ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების  შერჩევასა და მომზადებას. 3. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მომზადება-გადამზადების პროგრამა გაწერილია  სააგენტოს დირექტორის  ნორმატიული აქტით. 4. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს:  ა) საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება; ბ) საავიაციო უშიშროების  სფეროში ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით (შემდგომში - ჩიკაგოს კონვენცია) განსაზღვრული  სტანდარტებისა და  რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა; გ) ICAO-ის მიერ შემუშავებული სწავლების პროგრამის სპეციალიზებული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 5. ავიასაწარმო უზრუნველყოფს ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის მომზადებასა და მინიმუმ  3  წელიწადში ერთხელ გადამზადებას. სწავლება  უნდა განხორციელდეს ICAO-ის  საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ აღიარებულ/სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში. 6. ავიასაწარმოს  არ აქვს უფლება, დაასაქმოს პირი ერთდროულად  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირისა და საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე. მუხლი  5🔗.  სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტები 1. ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ კონტროლს ექვემდებარება შემდეგი ობიექტები:   ა) საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების  ექსპლუატანტები,  უცხო სახელმწიფოების აეროდრომის ექსპლუატანტები, საიდანაც/სადაც სრულდება/უნდა შესრულდეს ფრენები საქართველოში/საქართველოდან შესაბამისი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების წინასწარი თანხმობით; ბ)  საქართველოში რეგისტრირებელი საჰაერო ხომალდების  ექსპლუატანტები; გ) უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველები/ექსპლუატანტები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს აეროპორტებში; დ) სხვა ავიასაწარმოები, მოიჯარეები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტზე. 2.  იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან, ვალდებულნი არიან, დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს/ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელ პირებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინონ საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ასევე: ა) არ მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს/ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელ პირებს; ბ) კონტროლის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, შეიმუშაონ ნაკლოვანებების  აღმოფხვრის ღონისძიებათა გეგმა ვადების მითითებით და წარუდგინონ სააგენტოს/ავიასაწარმოს შესათანხმებლად; გ) ნაკლოვანების  აღმოფხვრის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები შეასრულონ სრულად მითითებულ ვადებში; დ) კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის მხრიდან ხარისხის კონტროლის ვადაზე ადრე ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყონ სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების  მივლინებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება. მუხლი 6🔗. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირის ძირითადი ამოცანები ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირის ძირითადი ამოცანებია: ა) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა; ბ) ხარისხის კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტზე საჭირო ინფორმაციის შეგროვება,  დაკვირვების, გასაუბრების, დოკუმენტების შესწავლის მეშვეობით; გ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების ჩატარების შესახებ ანგარიშის შედგენა; დ) გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრის პროცესის კონტროლში მონაწილეობა. მუხლი 7🔗. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირის უფლებები  და მოვალეობები 1. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს საჰაერო კოდექსით. 2.   ავიასაწარმოს  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია: ა) შევიდეს ავიასაწარმოს/აეროპორტის  იმ ზონასა და ობიექტში, რომლის შემოწმებაც განსაზღვრულია  ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებების გეგმით და რომელსაც ავიასაწარმო იყენებს  თავისი საქმიანობის განსახორციელებლად; ბ) ავიასაწარმოსაგან  მოითხოვოს და მიიღოს ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებებთან და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის  საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტები, მონაცემები და მასალები; გ) შესამოწმებელი ობიექტის  თანამშრომელს მოსთხოვოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ცნობები და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უშიშროების ზომებისა და პროცედურების შეფასებაში; დ) დააფიქსიროს წერილობით, ამასთანავე ფოტო, აუდიო და ვიდეოტექნიკის საშუალებით,  ზონები, პროცესები, პროცედურები ან ობიექტები, რომლებიც დაქვემდებარებული არიან კონტროლის ღონისძიებებს.  3.  კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი და ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი ვალდებულნი არიან: ა) იცოდნენ და შეასრულონ აეროდრომის ექსპლუატანტის, ავიაგადამზიდველების/ექსპლუატანტების და სხვა ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.  დაიცვან  სასაშვო დაშვების დადგენილი წესი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონტროლის პროცესი მოითხოვს სხვაგვარი ქმედების განხორციელებას; ბ)  დაიცვან საავიაციო უშიშროების  სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; გ) კონტროლის ღონისძიებების დამთავრების შემდეგ აცნობონ  კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის ხელმძღვანელობას შემოწმების შედეგები.  მუხლი  8🔗.  კონტროლის ღონისძიებების სახეები  1. სააგენტო სახელმწიფო პროგრამის შესრულების ხარისხის კონტროლს ახორციელებს კონტროლის ღონისძიებების შემდეგი სახეებით: ა) სრულმასშტაბიანი შემოწმება - ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის, აეროდრომის ექსპლუატანტის ან სხვა ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ყველა ასპექტის შემოწმება, სახელმწიფო პროგრამისა და საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;  ბ) საინსპექციო შემოწმება - ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის, აეროდრომის ექსპლუატანტის ან სხვა ავიასაწარმოს  მიერ გატარებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების და პროცედურების ერთი ან რამდენიმე ასპექტის შემოწმება, მათი შესრულების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით; გ) საავიაციო უშიშროების სისტემის მიმოხილვა - საავიაციო უშიშროების სფეროში შეფასების საფუძველზე იმ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების მოწყვლადობის გამოვლენა,  რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად, სხვა საჭიროებების  გამოვლენა  და ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით,  რეკომენდაციების შეთავაზება; დ) საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდა - საავიაციო უშიშროების ერთ-ერთი ზომის ეფექტურობის ფარული ან ღია შემოწმება იმიტირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების საშუალებით. საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის განხორციელებისათვის საჭირო საგნებსა და მოწყობილობებს  განსაზღვრავს სააგენტო.  2. საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის განხორციელების უფლებამოსილება აეროდრომის ექსპლუატანტს გააჩნია, მხოლოდ  სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად. მუხლი 9🔗. საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის განხორციელების პრინციპები 1.  საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლი ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) უნივერსალურობა - ავიასაწარმოების, საავიაციო უშიშროების  სისტემის შემოწმება ხორციელდება  წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული პროცედურების/წესების მიხედვით; ბ)  გამჭვირვალობა - კონტროლის განხორციელების  მეთოდოლოგია ეცნობება ყველა ავიასაწარმოს; გ)  დროულობა - შემოწმების შედეგები მზადდება და წარედგინება შემოწმებას დაქვემდებარებულ ობიექტებს  დადგენილ ვადებში;  დ) ყოვლისმომცველი ხასიათი -  შემოწმება სრულად უნდა მოიცავდეს  სახელმწიფო პროგრამისა და საავიაციო უშიშროების სხვა ნორმატიული  აქტებით გათვალისწინებულ  მოთხოვნებს; ე)   სისტემურობა, თანმიმდევრობა და ობიექტურობა -  საავიაციო უშიშროების სფეროში ჩატარებულ შემოწმებებს ექნება სისტემური, თანმიმდევრული და ობიექტური ხასიათი. შემოწმების ფარგლების, სიღრმის და ხარისხის ერთგვაროვნება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი ხარისხი  მიღწეული იქნება  ხარისხის კონტროლის განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების გზითა და სტანდარტიზებული შემოწმების საკონტროლო  ბარათების  გამოყენებით; ვ)   სამართლიანობა - შემოწმებები განხორციელდება იმ სახით, რომ ავიასაწარმოებს   ჰქონდეთ  შემოწმების პროცესზე დაკვირვების, შენიშვნების გამოთქმის და შემოწმებაზე რეაგირების საშუალება; ზ)  ხარისხი - სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს  განახორციელებენ სპეციალურად მომზადებული და სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირები; თ)     კონფიდენციალურობა - შემოწმებისას მიღებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია დაცული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კონტროლსა და ავიასაწარმოების შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (შემოწმების საკონტროლო ბარათები, შემოწმების შედეგების ანგარიში,  შემოწმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტი ან მისი ასლი) დაცული იქნება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. მუხლი 10🔗.  სააგენტოს მიერ კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა 1. ხარისხის კონტროლის ღონისძიებების გეგმა და შემოწმების სიხშირე განისაზღვრება სააგენტოს მიერ რისკის შეფასების საფუძველზე. 2. ხარისხის კონტროლის ღონისძიებების წლიურ გეგმას ამტკიცებს სააგენტო. 3.  ხარისხის კონტროლის ღონისძიებები  შეიძლება იყოს როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური. 4. გეგმური სრულმასშტაბიანი შემოწმებისა და გეგმური საინსპექციო შემოწმების თაობაზე ავიასაწარმოს/პირს ეცნობება 2  კვირით ადრე. 5. შესამოწმებელი ობიექტის წარმომადგენლის განცხადებას შემოწმების ვადების გადადების თაობაზე იხილავს სააგენტო. განცხადებაში აღნიშნული და საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული უნდა იყოს შემოწმების გადადების მიზეზები. მუხლი 11🔗. ავიასაწარმოებში საავიაციო უშიშროების  სფეროში შემოწმების ჩატარების გეგმა  1. ავიასაწარმოში საავიაციო უშიშროების  სფეროში შემოწმების ჩატარების დაგეგმვის მიზანია საავიაციო უშიშროების  სფეროში შემოწმების პროცესის ეტაპების თანმიმდევრული განხორციელება. 2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები/ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირები  ადგენენ კონკრეტული ხარისხის კონტროლის ღონისძიების  გეგმას,  რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) შემოწმების ჩატარების ვადებს; ბ) შემოწმების მიზნებს; გ) შემოწმების შედეგების დასკვნითი განხილვის ჩატარების  ვადებს; დ)  შემოწმების ჩასატარებლად აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას. მუხლი 12🔗. შემოწმების შედეგების  კატეგორიები 1. შემოწმების შედეგები კლასიფიცირდება  6 კატეგორიად: ა) კატეგორია   1 -  დადგენილ მოთხოვნებთან  სრული შესაბამისობა; ბ) კატეგორია 2 - დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მაგრამ გაუმჯობესების საჭიროება; გ) კატეგორია  3 - დადგენილ  მოთხოვნებთან შეუსაბამობა; დ) კატეგორია  4 - დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა სერიოზული დარღვევებით; ე) კატეგორია 5 - დადგენილი ზომა/პროცედურა შემოწმების პროცესში დოკუმენტურად და/ან ფაქტობრივად ვერ დადასტურდა გარკვეული მიზეზის ან გარემოების გამო; ვ) კატეგორია 6 - დადგენილი ზომა/პროცედურა  არ გამოიყენება  ავიასაწარმოს მიერ. 2.  შემოწმების შედეგზე, რომელსაც ენიჭება მე-2 კატეგორია, სააგენტოს მიერ გაიცემა რეკომენდაცია დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის   მისაღწევად. 3.  შემოწმების შედეგზე,  რომელსაც ენიჭება მე-3 კატეგორია, სააგენტოს მიერ გაიცემა რეკომენდაცია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად და ავიასაწარმოს ეძლევა ვადა ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. 4. თუ ავიასაწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მოხერხდა მე-3  კატეგორიით შეფასებული ნაკლოვანების აღმოფხვრა, სააგენტო უფლებამოსილია, დააკისროს ავიასაწარმოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 5.   მე-4 კატეგორიით შეფასებული ნაკლოვანების გამოვლენისას სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება  პირის/ავიასაწარმოს სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერების,  სერტიფიკატით/მოწმობით და/ან სერტიფიკატის/მოწმობის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის, სერტიფიკატის/მოწმობის გაუქმების ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მუხლი 13🔗. დასკვნითი განხილვა 1. შემოწმების დასრულების შემდეგ  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორ(ებ)ი ობიექტის ხელმძღვანელთან ერთად ატარებს/ატარებენ  დასკვნით განხილვას შემოწმების შედეგების, დასკვნებისა და რეკომენდაციების განსახილველად. 2.  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორ(ებ)ი/ხარისხის შიდა კონტროლის  განმახორციელებელი პირ(ებ)ი ობიექტს აცნობებს/აცნობებენ შემდგომი ღონისძიებების,  მათ შორის,  ნაკლოვანებების  აღმოფხვრის  ღონისძიებების გეგმის მომზადების აუცილებლობისა და შესათანხმებლად მისი წარდგენის ვადების შესახებ.   მუხლი 14🔗.  შემოწმების შედეგების ანგარიში 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში ყოველი შემოწმების დასკვნითი დოკუმენტებია:   ა) პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებული, წარდგენილი მასალები; ბ) შევსებული და ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირებისა და  შემოწმებული ობიექტის უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი შემოწმების საკონტროლო ბარათები; გ) შემოწმების შედეგების ანგარიში. 2. შემოწმების შედეგების ანგარიში არის წერილობითი დოკუმენტი დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც წარედგინება ობიექტს შემოწმების დამთავრების შემდეგ. 3. შემოწმების შედეგების ანგარიშის  ფორმას განსაზღვრავს სააგენტო/ავიასაწარმო. 4. შემოწმების შედეგების ანგარიშის მიღებიდან  5 დღეში შემოწმებულ ავიასაწარმოს უფლება აქვს წარადგინოს შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებით შესაძლოა მოხდეს ანგარიშის გადასინჯვა. 5. სააგენტო უფლებამოსილია, არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად. მუხლი 15🔗. ნაკლოვანებების  აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმა 1. შემოწმების დასრულების შემდეგ შესაბამისი ავიასაწარმო ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში შეიმუშაოს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა გეგმა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაციის გასატარებელი ან დაწყებული ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების, ნაკლოვანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ, აგრეთვე განმარტება, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ესა თუ ის კონკრეტული ღონისძიება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმაში. 2. ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმა უნდა ეფუძნებოდეს შემოწმების შედეგების ანგარიშს. 3. შემოწმების შემდგომ ხორციელდება ობიექტის მიერ შემუშავებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმის შესრულების  კონტროლი. მუხლი 16🔗. შემდგომი შემოწმება 1. შემდგომი შემოწმება ტარდება ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმის შესრულების კონტროლის მიზნით. 2. თუ შემდგომი შემოწმების შედეგად გამოვლინდება ობიექტის მიერ სახელმწიფო პროგრამით ან საავიაციო უშიშროების  სფეროში კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დარღვევები, დგება ახალი შემოწმების შედეგების ანგარიში. მუხლი 17🔗. ხარისხის კონტროლის ღონისძიებების ჩატარების რიგითობა ხარისხის კონტროლის ღონისძიებების  ჩატარების რიგითობა დგინდება: ა) სააგენტოს მიერ განხორციელებული რისკის შეფასების საფუძველზე; ბ) კონკრეტულ ობიექტზე შექმნილი ვითარებით გამოწვეული შემოწმების დაუყოვნებლივ ჩატარების აუცილებლობით; გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ სხვა სახელმწიფოს მიერ გამოთქმული შეშფოთების საფუძველზე; დ)  ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 18🔗. შიდა კონტროლი 1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლი ხორციელდება ისევე, როგორც  სააგენტოს მიერ განხორციელებული მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი. 2. ავიასაწარმოები, საკუთარი უშიშროების პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულნი არიან, შეიმუშაონ და განახორციელონ შიდა კონტროლის ღონისძიებები, აგრეთვე კონტროლის განხორციელების წლიური გეგმები სააგენტოსთან შეთანხმებით. 3. საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიასაწარმოების  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ უნდა შემოწმდეს როგორც ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახური, ასევე ის საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომებს, ამ ავიასაწარმოსათვის ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 19🔗. შიდა კონტროლის შესრულების ანგარიშვალდებულება 1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ობიექტების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებებს, ადგენენ წლიურ ანგარიშს, მათი შესრულების შედეგების თაობაზე კალენდარული წლის განმავლობაში, სადაც ასახული უნდა იყოს წლის განმავლობაში   განხორციელებული ხარისხის კონტროლის ღონისძიებების რაოდენობა და ტიპი,  მათ შორის, აღმოფხვრილი და აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებების მითითებით. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების  ხარისხის შიდა კონტროლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების შესახებ. 2. ავიასაწარმოების შიდა კონტროლის წესის შესრულების წლიური ანგარიში სააგენტოს  წარედგინება მომდევნო წლის 31 იანვრამდე.