სს „მაცივარკომბინატის“ აქციონერების მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „მაცივარკომბინატის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
სააქციო საზოგადოება „მაცივარკომბინატის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 245418347) აქციონერების მორიგი საერთო კრება მოწვეულია 2016 წლის 30 ივნისს, კომპანიის ოფისში, ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის 127-ში, დღის 14 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „მაცივარკომბინატის“ 2015 სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშის შესახებ (მომხსენებელი – დირექტორი გიორგი ფუტკარაძე);
2. სს „მაცივარკომბინატის“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციის ნომინალური ღირებულების შესახებ (მომხსენებელი გიორგი ფუტკარაძე);
3. სს „მაცივარკომბინატის“ ახალი წესდების შესახებ (მომხსენებელი გიორგი ფუტკარაძე);
4. სს „მაცივარკომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და წევრების არჩევის შესახებ (მომხსენებელი გიორგი ფუტკარაძე);
5. 2016 წლისათვის სს „მაცივარკომბინატის“ აუდიტორის არჩევის შესახებ (მომხსებელი გიორგი ფუტკარაძე).
საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 08 ივნისი და, შესაბამისად, კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.
დღის წესრიგის პირველ და მე-3 საკითხებთან დაკავშირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება და წესდების ახალი რედაქციის პროექტი განთავსებულია კომპანიის ოფისში.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული, ტელ.: (32) 2226418, ან მის წარომადგენლობაში ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ. 37, ოფისი 19; ტელ.: 599158806.
კრებაში მონაწილეობისათვის გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ოფისში; ტელ.: 599717058.
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 11 საათიდან.
რეკომენდაციები კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით
საკითხი პირველი: დამტკიცდეს სს „მაცივარკომბინატის“ 2015 წლის ფინანსური ანგარიში;
საკითხი მეორე: სს „მაცივარკომბინატის“ ერთი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის ნომინალური ღირებულება 1 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 1 ლარით. 1 დოლარის ნომინალური ღირებულების 1 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია გადაიცვალოს 1 ლარის ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივ სახელობით აქციაზე;
საკითხი მესამე: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რიცხვი განისაზღვროს სამით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ დავით ფუტკარაძე, ამირან აბაშიძე, გიორგი ფუტკარაძე.
საკითხი მეოთხე: მიღებულ იქნეს საზოგადოების ახალი წესდება;
საკითხი მეხუთე: საზოგადოების 2016 წლის აუდიტორად არჩეულ იქნეს შპს „კალოიანი და აუდიტკომპანია“.
დირექტორი გიორგი ფუტკარაძე