⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.03.2018)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.06.2016
ძალაში შესვლა 01.06.2016
ძალის დაკარგვა 30.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №237
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019302
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,196 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.2016 მიღება
01.06.2016 ძალაში შესვლა
30.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურება იურიდიული პირები
ლაზერით მომსახურება 1 წუთი -  0.8 ₾
სამგანზომილებიანი ბეჭდვა Uprint Se Plus 1 კუბური სანტიმეტრი - 1 ₾
სამგანზომილებიანი ბეჭდვა Objet 1 კუბური სანტიმეტრი - 2 ₾
სამგანზომილებიანი ბეჭდვა Felix 1 კუბური სანტიმეტრი - 0.8 ₾
პროგრამირებადი ჩარხი 1 წუთი - 1 ₾
სამგანზომილებიანი სკანირება 1 წუთი - 0.8 ₾
ბრტყელ ზედაპირზე  ულტრაიისფერი ტექნოლოგიით საბეჭდი პრინტერი 1 გრამი საღებავი - 1.5 ₾
ვაკუუმფორმირების დანადგარი 1 წუთი -  0.8 ₾
საბეჭდი პლოტერი 1 გრამი საღებავი - 1.5 ₾
სასერი პლოტერი 1 წუთი -  0.8 ₾
თერმოგადატანა 1 წუთი - 1 ₾
ფაბლაბის ტექნიკურ ჯგუფთან ერთჯერადი  კონსულტაცია 60 ₾
აპარატურის გარეშე 500 ლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №237 2016 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5  მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2  პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების  და  ტექნოლოგიების  სააგენტოს  მიერ  ტექნოლოგიურ პარკში გაწეული  მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების განსაზღვრის  წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების განსაზღვრის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო    ეს წესი (შემდგომში - წესი)  განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიური პარკის სივრცეში გაწეული მომსახურების სახეებს, საფასურს და საფასურისაგან გათავისუფლების პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება         ამ დადგენილების მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:   ა)  ტექნოლოგიური პარკი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ ქ. თბილისში, ინოვაციების ქუჩა 7-ში შექმნილი სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირს  აწვდის  ამ დადგენილებით  განსაზღვრულ მომსახურებას; ბ) ტექნოლოგიური პარკის წევრობა - სტატუსი, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს  ტექნოლოგიური პარკის მომსახურება; გ) ტექნოლოგიური პარკის წევრი  -  ნებისმიერი პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გაივლის რეგისტრაციას;   დ) ბიზნესინკუბატორი - სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც  უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას; ე) ბიზნესინკუბატორის წევრობა - ერთწლიანი სტატუსი, რომელიც ენიჭება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბიზნესინკუბატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირს;  ვ)  მომსახურების საფასური - საფასური, რომელსაც პირი იხდის ამ  წესით დადგენილი ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ; ზ) ფაბლაბი (Fab Lab) - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას. თავი II ტექნოლოგიური პარკის წევრობა მუხლი 3🔗. ტექნოპარკის წევრის სტატუსი 1. ტექნოპარკის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი. 2. ტექნოპარკის წევრის სტატუსი პირს ანიჭებს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ საჯარო ღონისძიებებში,  ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის უფლებას, ბიბლიოთეკითა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის უფლებას, მაღალტექნოლოგიური კომპანიების შოურუმების გამოყენების უფლებას, საერთო სამუშაო სივრცის (co-working space) და შეხვედრების ოთახების გამოყენების უფლებას. 3. ტექნოპარკის წევრის სტატუსის მოპოვება ხდება ტექნოლოგიური პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://techpark.ge) რეგისტრაციის გზით, რაც დასტურდება შესაბამისი ბარათით, რომელსაც სააგენტო გადასცემს პირს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ ტექნოლოგიურ პარკში პირველი ვიზიტისას. 4. ტექნოპარკის წევრის სტატუსის მიღება არის უფასო. 5. სააგენტო უფლებამოსილია, პირს შეუწყვიტოს ტექნოპარკის წევრის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს ტექნოლოგიურ პარკში სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების/ქცევის წესებს და მომსახურებისათვის დადგენილ პირობებს. თავი III  ბიზნესინკუბატორი მუხლი 4🔗. ტექნოლოგიური პარკის  მომსახურება ბიზნესინკუბატორის წევრებისათვის  სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტექნოლოგიური პარკის ბიზნესინკუბატორის კონკურსში გამარჯვებულ პირებს ენიჭებათ ბიზნესინკუბატორის წევრის სტატუსი, რაც უზრუნველყოფს მათ  შემდეგი მომსახურებით: ა) ვირტუალური ინკუბატორის მომსახურება  -   ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მომსახურების გარდა, ვირტუალური ბიზნესინკუბატორის წევრობა პირს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს ტექნოპარკში ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მომსახურებით, სატრენინგო ოთახებითა და  საკონფერენციო დარბაზით;   ბ) ინკუბატორის მომსახურება - ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების გარდა, ინკუბატორის წევრობა დამატებით ანიჭებს პირს უფლებას, ისარგებლოს რეზერვირებული სამუშაო სივრცით. თავი IV  ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბის მომსახურების  პირობები მუხლი 5🔗. ფაბლაბის მომსახურება და საფასური ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბში მიიღოს შემდეგი ფასიანი მომსახურება: მომსახურება იურიდიული პირები ფიზიკური პირები სტუდენტები ლაზერით მომსახურება 1 წუთი -  0.8 ₾ 1 წუთი - 0.8 ₾ 1 წუთი - 0.5 ₾ სამგანზომილებიანი ბეჭდვა Uprint Se Plus 1 კუბური სანტიმეტრი - 1 ₾ 1 კუბური სანტიმეტრი -  1 ₾ 1 კუბური სანტიმეტრი - 0.5 ₾ სამგანზომილებიანი ბეჭდვა Objet 1 კუბური სანტიმეტრი - 2 ₾ 1 კუბური სანტიმეტრი - 2 ₾ 1 კუბური სანტიმეტრი - 1 ₾ სამგანზომილებიანი ბეჭდვა Felix 1 კუბური სანტიმეტრი - 0.8 ₾ 1 კუბური სანტიმეტრი - 0.8 ₾ 1 კუბური სანტიმეტრი - 0.5 ₾ პროგრამირებადი ჩარხი 1 წუთი - 1 ₾ 1 წუთი - 0.7 ₾ 1 წუთი - 0.5 ₾ სამგანზომილებიანი სკანირება 1 წუთი - 0.8 ₾ 1 წუთი - 0.8 ₾ 1 წუთი - 0.5 ₾ ბრტყელ ზედაპირზე  ულტრაიისფერი ტექნოლოგიით საბეჭდი პრინტერი 1 გრამი საღებავი - 1.5 ₾ 1 გრამი საღებავი - 1.5 ₾ 1 გრამი საღებავი - 0.8 ₾ ვაკუუმფორმირების დანადგარი 1 წუთი -  0.8 ₾ 1 წუთი - 0.8 ₾ 1 წუთი - 0.5 ₾ საბეჭდი პლოტერი 1 გრამი საღებავი - 1.5 ₾ 1 გრამი საღებავი - 1.5 ₾ 1 გრამი საღებავი - 0.8 ₾ სასერი პლოტერი 1 წუთი -  0.8 ₾ 1 წუთი - 0.8 ₾ 1 წუთი - 0.5 ₾ თერმოგადატანა 1 წუთი - 1 ₾ 1 წუთი - 0.8 ₾ 1 წუთი - 0.5 ₾ ფაბლაბის ტექნიკურ ჯგუფთან ერთჯერადი  კონსულტაცია 60 ₾ 35 ₾ 25 ₾. მუხლი 6🔗. ფაბლაბით სარგებლობის პირობები და შეღავათები  სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვების და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და სტარტაპი ინოვაციურ იდეებზე სამუშაოდ. თავი V ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო ოთახით სარგებლობის პირობები მუხლი 7🔗. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება 1. ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება გულისხმობს საკონფერენციო დარბაზისა და შესაბამისი აპარატურის გამოყენების უფლებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების და ასევე ტექნოლოგიური პარკისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ტექნოლოგიური პარკისთვის  პრიორიტეტულ სფეროებს განსაზღვრავს სააგენტო. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ღონისძიების ჩატარებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. 3. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზატორობით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის.  მუხლი 8🔗.  საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის  საფასურია: სამუშაო დღეები 9 საათიდან -16 საათამდე სამუშაო დღეები 9 საათიდან - 24 საათამდე უქმე და არასამუშაო დღეები 9 საათიდან -16 საათამდე უქმე და არასამუშაო დღეები 9 საათიდან - 24 საათამდე აპარატურის გარეშე 500 ლარი 800 ლარი 1000 ლარი 1250  ლარი აპარატურით 1500 ლარი 2300 ლარი 2500 ლარი 3000 ლარი. მუხლი 9🔗. სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება 1. ტექნოლოგიური პარკის სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ სატრენინგო ოთახით, მასში განთავსებული ინვენტარითა და აპარატურით დროებით სასყიდლიან და მიზნობრივ გამოყენებას, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს სატრენინგო ოთახით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, სატრენინგო ოთახის სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ტრენინგების ჩატარებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. მუხლი 10🔗. სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური 1. სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით, სამუშაო დღეებში - 50 ლარი, ხოლო უქმე დღეებში - 100 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში  საფასურის  მაქსიმალური  ოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას.   2. პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით, სამუშაო დღეებში - 100 ლარი, ხოლო უქმე დღეებში - 150 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. 3. iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით, სამუშაო დღეებში - 150 ლარი, ხოლო უქმე დღეებში - 200 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. მუხლი 11🔗. ანგარიშსწორების ფორმა წინამდებარე წესით დადგენილი მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.