მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.06.2016
ძალაში შესვლა 01.06.2016
ძალის დაკარგვა 29.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 080240000.10.003.019306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 11,941 სიტყვა · ~60 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.2016 მიღება
01.06.2016 ძალაში შესვლა
29.12.2023 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (15)
ავიაგადამზიდველის მასალები - მასალები, რომელთა გამგზავნი და მიმღები
არის ავიაგადამზიდველი და/ან გამოიყენება ავიაგადამზიდველის პირადი მიზნებისთვის
მუხლი 2
ავიაგადამზიდველის ფოსტა - ფოსტა, რომლის გამგზავნი და მიმღები
არის ავიაგადამზიდველი
მუხლი 2
ამოუცნობი ბარგი
ბარგი, რომელიც გადმოტვირთულ იქნა აეროპორტში საბარგო საჭდით ან მის გარეშე და არ იქნა მიღებული მგზავრის მიერ ან არ მომხდარა მისი იდენტიფიცირება მგზავრთან
მუხლი 2
არათანმხლები ბარგი
ბარგი, რომელიც გადაიზიდება როგორც ტვირთი სხვა ან იმავე საჰაერო ხომალდით, რომელზეც იმყოფება მისი მფლობელი პირი
მუხლი 2
ბარგის დახარისხების ადგილი
ადგილი, სადაც ხორციელდება გადასაზიდი ბარგის დანაწილება რეისების მიხედვით
მუხლი 2
ბარგის შესანახი ადგილი
ადგილი, სადაც ინახება დარეგისტრირებული, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი, საჰაერო ხომალდში ჩასატვირთად გაგზავნამდე, აგრეთვე ადგილი, სადაც ინახება შეცდომით ჩამოტვირთული ბარგი, მისი დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე, მოთხოვნამდე ან ამოღებამდე
მუხლი 2
ბაქანი
მგზავრების ჩასხდომის ან გადმოსხდომის, ფოსტის ან ტვირთის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის, საწვავით უზრუნველყოფის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების მიზნებისათვის   აეროდრომზე გამოყოფილი მიწის ფართობი
მუხლი 2
გალერეა
დერეფანი მიწის ზედაპირზე, მის ქვემოთ ან ზემოთ, რომელიც აკავშირებს საჰაერო ხომალდების სადგომს და აეროპორტის ტერმინალის შენობას
მუხლი 2
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი
ობიექტი, რომლის ფუნქციონირების დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას
მუხლი 2
გაუთვალისწინებელ  ვითარებაში მოქმედებების  პრაქტიკული სწავლება -  სწავლება, რომელიც
წარმოადგენს იმიტირებულ სრულმასშტაბიან ან არასრულმასშტაბიან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.  სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების  მიზანია სხვადასხვა სახის საფრთხის პირობებში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ადეკვატურობის განსაზღვრა, ხოლო არასრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების  მიზანია გაუთვალისწინებელი ვითარების დროს  საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებებთან, ორგანიზაციებსა და ავიასაწარმოებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების, ასევე გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ცალკეული კომპონენტების ადეკვატურობის  განსაზღვრა, ისეთის,  როგორიცაა საკომუნიკაციო სისტემები და სხვა
მუხლი 2
მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ქმედება, რომელიც
არის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება
მუხლი 2
მაღალი რისკის ტვირთი/ფოსტა
ტვირთი/ფოსტა, რომელიც მიღებულია უცნობი გამგზავნისაგან ან ტვირთი/ფოსტა, რომელსაც აღენიშნება არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ამასთანავე:
მუხლი 2
არსებობს ინფორმაცია, რომ ტვირთი/ფოსტა
წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისათვის, ან
მუხლი 2
ტვირთის/ფოსტის სახეობა ისეთია, რომ სტანდარტული უშიშროების ზომები არ
არის საკმარისი გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების  გამოსავლენად; შენიშვნა: ნებისმიერი  ტვირთი/ფოსტა, რომელზეც არსებობს ინფორმაცია, რომ საფრთხის შემცველია,  ითვლება მაღალი რისკის ტვირთად/ფოსტად.
მუხლი 2
პოტენციურად დამრღვევი მგზავრი - იძულებით გადასაყვანი პირი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოში შესვლის უფლება (INAD) ან
არის დეპორტირებული (DEPO, DEPA, DEPU) ან ბრალდებული/მსჯავრდებული
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №241 2016 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი მე-17 დანართისა და საქართველოს საჰაერო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა.   მუხლი 2🔗 დაევალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა  და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეიმუშაონ და ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ „მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციის სფეროში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმა“ 2017 წლის პირველ იანვრამდე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა თავი I მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დანიშნულება, მიზნები და ამოცანები მუხლი 1🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანები 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში - სახელმწიფო პროგრამა) არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის   მიზანია  მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მიწისზედა მომსახურე პერსონალის, მოსახლეობის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის (მათ შორის, ფრენების) განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელების მიზნით. 2. სახელმწიფო პროგრამა განსაზღვრავს: ა) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებსა და ამოცანებს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და განვითარების კუთხით; ბ) პრევენციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს,  მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით, არასანქცირებული იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო საგნებისა და მოწყობილობების საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთას; გ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთა შორის  ქმედებების კოორდინაციას, მათ უფლებამოსილებებსა და დასახული ამოცანების შესრულების მეთოდებს. 3. სახელმწიფო პროგრამა შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში - ჩიკაგოს კონვენცია), მისი მე-17 დანართის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  ოფიციალური გამოცემის Doc 8973, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc 30 შესაბამისად. 4. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში, სავალდებულოა იმ სახელმწიფო უწყებებისათვის, ფიზიკური და  კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობა, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან. თავი II ტერმინთა განმარტებები მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. სახელმწიფო პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტი -  საქართველოში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის გადამყვან-გადამზიდველი, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდით კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლება, გაცემული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;  ბ) აეროდრომის ექსპლუატანტი - საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას, გააჩნია აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი და მოწმობა აეროდრომის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე; გ) აეროპორტის მარაგი - აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოსაყენებელი ყველა საშუალება და აეროპორტის სავაჭრო ობიექტებში გასაყიდად განკუთვნილი პროდუქცია (მათ შორის, სითხეები, აეროზოლები, გელები  და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტები); დ) აეროპორტის მოიჯარეები - პირები, რომლებსაც აეროდრომის ექსპლუატანტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე  აქვთ აეროპორტის ტერიტორიაზე განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება; ე) ავიაგადამზიდველის მასალები - მასალები, რომელთა გამგზავნი და მიმღები  არის ავიაგადამზიდველი და/ან გამოიყენება ავიაგადამზიდველის პირადი მიზნებისთვის; ვ) ავიაგადამზიდველის ფოსტა - ფოსტა, რომლის გამგზავნი და მიმღები არის ავიაგადამზიდველი; ზ) ამოუცნობი ბარგი – ბარგი, რომელიც გადმოტვირთულ იქნა აეროპორტში საბარგო საჭდით ან მის გარეშე და არ იქნა მიღებული მგზავრის მიერ ან არ მომხდარა მისი იდენტიფიცირება მგზავრთან; თ) ანკეტური მონაცემების შემოწმება - პირის,  ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, გამცილებლის გარეშე დაშვების და/ან საავიაციო უშიშროების სამსახურში დასაქმების მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელიც ითვალისწინებს მისი კრიმინალური წარსულის გამოვლენას და სხვა პირადი მონაცემების დადგენას/იდენტიფიცირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;           ი) არათანმხლები ბარგი – ბარგი, რომელიც გადაიზიდება როგორც ტვირთი სხვა ან იმავე საჰაერო ხომალდით, რომელზეც იმყოფება მისი მფლობელი პირი; კ) არაკონტროლირებადი ზონა - ავიასაწარმოს ტერიტორია და მიმდებარე შენობა-ნაგებობები, სადაც შეზღუდვის გარეშე დაიშვებიან როგორც მგზავრები, ასევე სხვა პირები. აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში  არ ხორციელდება დაშვებაზე კონტროლი; ლ) ბარგის დახარისხების ადგილი – ადგილი, სადაც ხორციელდება გადასაზიდი ბარგის დანაწილება რეისების მიხედვით; მ) ბარგის შესანახი ადგილი – ადგილი, სადაც ინახება დარეგისტრირებული, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი, საჰაერო ხომალდში ჩასატვირთად გაგზავნამდე, აგრეთვე ადგილი, სადაც ინახება შეცდომით ჩამოტვირთული ბარგი, მისი დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე, მოთხოვნამდე ან ამოღებამდე; ნ) ბაქანი – მგზავრების ჩასხდომის ან გადმოსხდომის, ფოსტის ან ტვირთის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის, საწვავით უზრუნველყოფის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების მიზნებისათვის   აეროდრომზე გამოყოფილი მიწის ფართობი; ო) ბორტკვება - კვების პროდუქტები, სასმელები, მშრალი პროდუქტების მარაგი და კვებასთან დაკავშირებული მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდზე მგზავრებისა და ეკიპაჟის  მომსახურების მიზნით; პ) გადასატანად აკრძალული საგნები - საგნები, რომლებიც საავიაციო უშიშროების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია როგორც მოწყობილობები და ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს, შენობა-ნაგებობებს ან მოსახლეობას; ჟ) გალერეა – დერეფანი მიწის ზედაპირზე, მის ქვემოთ ან ზემოთ, რომელიც აკავშირებს საჰაერო ხომალდების სადგომს და აეროპორტის ტერმინალის შენობას; რ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის ფუნქციონირების დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას; ს) გაუთვალისწინებელ  ვითარებაში მოქმედების გეგმა  -  მოქმედების პროაქტიული გეგმა, რომელიც მოიცავს  საფრთხის სხვადასხვა დონის შესაბამისად განსახორციელებელ ზომებს,  რისკის შეფასებას და შეფასების საფუძველზე გასატარებელ ზომებს, რომელიც შემუშავებულია   სხვადასხვა სახის შემთხვევების თავიდან აცილებისა და  უარყოფითი შედეგების შესუსტების მიზნით, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, ყველა მონაწილე უწყების, ორგანიზაციისა და ავიასაწარმოს მიერ განსახორციელებელ მოქმედებებსა და კოორდინაციის საკითხებს; ტ) გაუთვალისწინებელ  ვითარებაში მოქმედებების  პრაქტიკული სწავლება -  სწავლება, რომელიც წარმოადგენს იმიტირებულ სრულმასშტაბიან ან არასრულმასშტაბიან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.  სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების  მიზანია სხვადასხვა სახის საფრთხის პირობებში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ადეკვატურობის განსაზღვრა, ხოლო არასრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების  მიზანია გაუთვალისწინებელი ვითარების დროს  საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებებთან, ორგანიზაციებსა და ავიასაწარმოებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების, ასევე გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ცალკეული კომპონენტების ადეკვატურობის  განსაზღვრა, ისეთის,  როგორიცაა საკომუნიკაციო სისტემები და სხვა; უ) გაფრენის დარბაზი - სივრცე, რეგისტრაციის ადგილებსა და კონტროლირებად ზონას შორის; ფ) დაშვების კონტროლი - ზომების ერთობლიობა, რომლის საშუალებით ხორციელდება პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება და შემოწმება,  კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების მიზნით; ქ) თანმდევი საშუალებები - ფრენისას, მგზავრების მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საგანი, გარდა ბორტკვებისა და საბორტო მარაგისა, ჟურნალ-გაზეთები, ყურსასმენები, აუდიო და ვიდეოფირები, ბალიშები და პლედები, პირველადი მოხმარების  ნივთები და სხვა; ღ) თანმქონი ნივთები -  ნივთები, ხელბარგის გარდა, რომლებიც თან აქვთ სხეულზე და ტანსაცმელში მგზავრებს და მგზავრის სტატუსის არმქონე პირებს (მათ შორის: საათი, საფულე, მობილური ტელეფონი, ქამარი და ა.შ.); ყ) კონტროლი საავიაციო  უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით - პრევენციული ზომები, რომლებიც ხორციელდება იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, საჰაერო ხომალდზე  დაშვების აღკვეთის მიზნით, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება  მართლსაწინააღმდეგო ქმედების  განსახორციელებლად; შ) კონტროლირებადი ზონა - ავიასაწარმოს პერიმეტრის შიდა სამუშაო ფართობი, მიმდებარე ტერიტორია და შენობები ან/და მათი ნაწილი, რომელში დაშვებაც კონტროლდება; ჩ) მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ქმედება, რომელიც  არის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ც) მაღალი რისკის ტვირთი/ფოსტა – ტვირთი/ფოსტა, რომელიც მიღებულია უცნობი გამგზავნისაგან ან ტვირთი/ფოსტა, რომელსაც აღენიშნება არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ამასთანავე: ც.ა) არსებობს ინფორმაცია, რომ ტვირთი/ფოსტა წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისათვის, ან ც.ბ) ტვირთს/ფოსტას აღენიშნება  მისთვის  არადამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც  იწვევს ეჭვს, ან ც.გ) ტვირთის/ფოსტის სახეობა ისეთია, რომ სტანდარტული უშიშროების ზომები არ არის საკმარისი გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების  გამოსავლენად; შენიშვნა: ნებისმიერი  ტვირთი/ფოსტა, რომელზეც არსებობს ინფორმაცია, რომ საფრთხის შემცველია,  ითვლება მაღალი რისკის ტვირთად/ფოსტად. ძ) მგზავრის სტატუსის არმქონე პირები - ავიასაწარმოების პერსონალი, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, სასაზღვრო, საბაჟო კონტროლის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ვიზიტორები, აეროპორტის სავაჭრო ობიექტების პერსონალი და სხვა პირები, რომელთაც გააჩნიათ უფლებამოსილება, იმყოფებოდნენ აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში; წ) პირადი შემოწმება - პირის გულდასმით შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში; ჭ) პოტენციურად დამრღვევი მგზავრი - იძულებით გადასაყვანი პირი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოში შესვლის უფლება (INAD) ან არის დეპორტირებული (DEPO, DEPA, DEPU) ან ბრალდებული/მსჯავრდებული; ხ) რეგისტრაციის ადგილი - რეგისტრაციისათვის საჭირო საშუალებებისა და მოწყობილობების განთავსების ადგილი;  ჯ) რეგულირებადი მიმწოდებელი - იურიდიული პირი, რომელიც საავიაციო უშიშროების დადგენილი ზომების დაცვით ახორციელებს ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის, მათ შორის,  სითხეების, აეროზოლების, გელებისა და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტების  მიწოდებას საჰაერო ხომალდზე; ჰ) საავიაციო უშიშროება - მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვა, რომელიც მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების  ერთობლიობით; ჰ​1) საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარი პუნქტი - კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის, შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სპეციალურად აღჭურვილი შესასვლელი, რომლის მეშვეობითაც წარმოებს ფიზიკური პირების და/ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლი, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით (ეს ტერმინი არ მოიცავს სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს); ჰ​2) საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის სატესტო ობიექტი -  იმიტირებული იარაღი ან იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის განხორციელების დროს; ჰ​3) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური  მოწყობილობა - სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებლად ან სისტემის შემადგენლობაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; ჰ​4) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობის სატესტო ობიექტი - კონკრეტული ტექნიკური მოწყობილობისათვის განკუთვნილი, დადგენილი სტანდარტის ობიექტი, რომლის მეშვეობით ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობის სისტემატური შემოწმება, ტექნიკური გამართულობის დადგენის მიზნით; ჰ​5) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა - საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ზომების, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების, პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების, გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების, საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებების  ამსახველი წერილობითი დოკუმენტი. პროგრამა ექვემდებარება გადახედვას და განახლებას, საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტებში მოთხოვნების ცვლილებებისა და ავიასაწარმოს მიერ ახალი პროცედურების დანერგვის შესაბამისად; ჰ​6) საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი - საჰაერო ხომალდზე მყოფი მგზავრის ბარგი, რომელიც დარეგისტრირებულია მის მიერ და მიიღება საჰაერო ხომალდზე საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდად; ჰ​7) საბორტო მარაგი - ფრენისას მგზავრებისა და ეკიპაჟის  მომსახურებასთან დაკავშირებული  საქონელი (მათ შორის, გასაყიდად განკუთვნილი), საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის საჭირო მასალები (საწვავი, საპოხი საშუალებები და სხვა), საჰაერო ხომალდის ბორტზე გასაყიდი საქონელი; ჰ​8)  სადგომი - საჰაერო ხომალდის სადგომად ბაქანზე გამოყოფილი მონაკვეთი; ჰ​9) საერთაშორისო რეკომენდებული პრაქტიკა - ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან წესების მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც რეკომენდებულია ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროებისა და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად; ჰ​10) საერთაშორისო სტანდარტი - ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან წესების მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროებისა და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად; ჰ​11) სამგზავრო დოკუმენტი - პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის; ჰ​12) სასაშვო სისტემა - კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების  დაშვების მიზნით შემუშავებული ბარათების ან სხვა სახის სისტემა, რომლის მიზანია დასაშვები პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება და დაშვების გამარტივება; ჰ​13) სატვირთო ტერმინალი -  საწარმო, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ავიაგადამზიდველთა სატვირთო მოცულობების დაჯავშნას/რეალიზაციას, ტვირთის მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას, გაცემას, შენახვას; ჰ​14) სახიფათო ტვირთი - ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9284 –AN /905 („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში ან კლასიფიცირდება ამ დოკუმენტის შესაბამისად; ჰ​15) საჰაერო დაცვის ოფიცერი - საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ან ექსპლუატანტის/ავიაგადამზიდველის  რეგისტრაციის სახელმწიფოების მთავრობ(ებ)ის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე  პირი, რომელიც ფრენის დროს უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი პირების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აღნიშნულს არ განეკუთვნებიან ოფიციალური პირების დაცვის თანამშრომლები; ჰ​16) სტერილური ზონა - აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცული ზონა მგზავრთა შემოწმების პუნქტიდან  საჰაერო ხომალდამდე, რომელშიც დაშვება მკაცრად კონტროლდება; ჰ​17) ტვირთი - საჰაერო ხომალდით გადასაზიდი ნებისმიერი ქონება, გარდა ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ბარგისა და  შეცდომით მიწოდებული ბარგისა; ჰ​18) ტრანზიტული მგზავრი/ბარგი - მგზავრი/ბარგი, რომელიც დაფრენის შუალედური აეროპორტიდან მგზავრობას/გადაზიდვას აგრძელებს იმავე რეისით, რომლითაც ჩამოფრინდა/გადაიზიდა; ჰ​19) ტრანსფერული მგზავრი/ბარგი - მგზავრი/ბარგი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტში აღნიშნულ დაფრენის შუალედურ აეროპორტში მგზავრობის გასაგრძელებლად უნდა გადაჯდეს/გადაიტვირთოს ერთი რეისიდან მეორეზე; ჰ​20) ტრანსფერული ტვირთი/ფოსტა - ტვირთი/ფოსტა, რომელიც შუალედურ აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ, დანიშნულების აეროპორტში გაგზავნის მიზნით,  გადაიტვირთება ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორეზე; ჰ​21) ფოსტა - მსოფლიო საფოსტო კავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საფოსტო სამსახურების მიერ გაგზავნილი და მათთვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილები და სხვა ნივთები; ჰ​22)  შეზღუდული   დაშვების  დაცული ზონა -კონტროლირებადი ზონის ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია მაღალი რისკის ზონად (აეროპორტის შემთხვევაში - ზონა, რომელიც განკუთვნილია გამფრენი მგზავრებისათვის შემოწმების პუნქტიდან საჰაერო ხომალდამდე, აგრეთვე ბაქანი, ბარგის დახარისხების ზონები, სატვირთო ტერმინალები და საწყობები, ფოსტის დახარისხების ცენტრები,  კონტროლირებად ზონაში განლაგებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების ზონები, საჰაერო ხომალდის დასუფთავების, საბორტო კვების ობიექტებისათვის განკუთვნილი  შენობა-ნაგებობები და სხვ.); ჰ​23) შემოწმება (სკრინინგი) - საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით,  ტექნიკური ან სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული შემოწმება, იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით; ჰ​24) შემოწმების ოპერატორი - საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი, რომელიც ახორციელებს შემოწმებას  ტექნიკური  ან  სხვა საშუალებების გამოყენებით,  იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, გადასატანად აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით; ჰ​25) შეცდომით მიწოდებული ბარგი  - მგზავრების ან ეკიპაჟისაგან გაუფრთხილებლობით დაშორებული ბარგი; ჰ​26) ცნობილი მიმწოდებელი - იურიდიული პირი, რომელიც უშიშროების დადგენილი ზომების დაცვით ახორციელებს აეროპორტის მარაგის, მათ შორის, სითხეების, აეროზოლების, გელებისა და არასანქცირებული  გახსნისაგან დაცული პაკეტების მიწოდებას აეროპორტის კონტროლირებად ზონაში, გარდა საჰაერო ხომალდისა; ჰ​27) ხელბარგი - მგზავრის პირადი ნივთები, რომელიც გადაიზიდება საჰაერო ხომალდის სალონით; ჰ​28) ICAO- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. 2. ამ სახელმწიფო პროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი III სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამინისტროთა (უწყებათა, საწარმოთა) უფლებამოსილება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში მუხლი 3🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხების სახელმწიფო მართვა სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც ხელმძღვანელობს  ამ  დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით და შეიმუშავებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პოლიტიკას, ასევე,  კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მისი შესრულების ზედამხედველობას. მუხლი 4🔗. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე  უფლებამოსილი ორგანო 1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას უზრუნველყოფს  სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). 2. ფრენების უსაფრთხოდ  განხორციელების, რეგულარულობის შენარჩუნებისა და საავიაციო უშიშროების  ეფექტიანობის  უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში:  ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს; ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობასა და  მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლს;   გ) მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის თანახმად,   სამოქალაქო ავიაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, საფრთხის დონის განსაზღვრის მიზნით, აწარმოებს რისკის შეფასებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მიერ  განხორციელებული საფრთხის შეფასების საფუძველზე; დ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან, სახელმწიფოს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რისკის შეფასების საფუძველზე, შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო პროგრამასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე და უზრუნველყოფს  ავიასაწარმოების ინფორმირებას განხორციელებული ცვლილებების შესახებ;   ე) განსაზღვრავს საფრთხის დონეს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში, მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, უზრუნველყოფს კონკრეტული საფრთხის დონის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას,   მომატებული საფრთხის შემთხვევაში, ამ ღონისძიებების სწრაფი ამოქმედების  მიზნით;   ვ) სახელმწიფო უწყებებს, ავიასაწარმოებს და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან, აწვდის ინფორმაციას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში არსებული ნაკლოვანებებისა და სირთულეების შესახებ და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგენს მათი აღმოფხვრის გზებსა და მეთოდებს; ზ)  ახორციელებს ზედამხედველობას  აეროპორტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კომიტეტის საქმიანობაზე; თ) გასცემს საავიაციო უშიშროების მასწავლებლის მოწმობებს; ი) ახორციელებს შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას; კ) თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO), სხვა სახელმწიფოებთან და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას; ლ) ითანხმებს   ავიასაწარმოების მიერ სააგენტოში წარდგენილ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამებს და ასევე ამ პროგრამებში შესატან ცვლილებებს; მ) ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე განხორციელებული  მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს ახორციელებს საპასუხო მოქმედებების  ოპერატიულ ხელმძღვანელობას; ნ) უწევს კონსულტაციებს კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს (შემდგომში - ოპერატიული შტაბი); ო) მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს  აწვდის საჭირო ინფორმაციას  დაინტერესებულ სახელმწიფოებსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო  ორგანიზაციას. მუხლი 5🔗. აეროდრომის ექსპლუატანტი 1. საქართველოს საერთაშორისო და  ადგილობრივი  დანიშნულების სამოქალაქო  აეროპორტ(ებ)ში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი აეროდრომის ექსპლუატანტი. 2. საქართველოს იმ საერთაშორისო და ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო აეროპორტებში, სადაც საავიაციო უშიშროება ხორციელდება აეროდრომის ექსპლუატანტთან გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე, კოორდინაციაზე, ამ პროგრამის და საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებელია ხელშეკრულებით განსაზღვრული, საავიაციო უშიშროების განმახორციელებელი პირი. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს აღნიშნული ხელშეკრულება. 3. აეროდრომის ექსპლუატანტი, საავიაციო უშიშროებას უზრუნველყოფს ღონისძიებათა კომპლექსით, რომელიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების სამსახურის შექმნას, აეროპორტების, საჰაერო ხომალდებისა და აეროპორტის ტერიტორიაზე განლაგებული სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვას, სასაშვო სისტემის შემუშავებას და დანერგვას, დაშვების კონტროლს აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ცნობილი/რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის არმქონე საწარმოს მიერ მიწოდებული აეროპორტის მარაგის შემოწმებას. 4. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების,  თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ბორტკვების, თანამდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალების/ფოსტის შემოწმებას, თუ აღნიშნული  გათვალისწინებულია   ავიასაწარმოსთან დადებული ხელშეკრულებით.  5.  აეროდრომის ექსპლუატანტი, საავიაციო უშიშროების  უზრუნველყოფის  მიზნით, ვალდებულია: ა) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, შექმნას საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტი; ბ)  ახალი სამსახურების და ტექნიკური საშუალებების პროექტირების/შექმნის ან/და სამსახურების რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის, ტექნიკური საშუალებების გადაიარაღებისას გაითვალისწინოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს და დაამტკიცოს აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა სააგენტოსთან შეთანხმებით; დ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის განსახორციელებლად უზრუნველყოს აეროდრომი  საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური მოწყობილობებით; ე) უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების სამსახური, ფუნქციონირებისათვის  საჭირო  მატერიალური და ადამიანური რესურსებით; ვ) აეროპორტების  დაპროექტების ან/და რეკონსტრუქციის დროს გაითვალისწინოს საავიაციო უშიშროების  ასპექტები; ზ) შეითანხმოს  აეროდრომების განლაგების რაიონში შენობების, ნაგებობების და სხვა ობიექტების  მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტები, საავიაციო უშიშროების ასპექტების გათვალისწინების მიზნით; თ) დანიშნოს  საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც    პასუხისმგებელია, აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამის შემუშავებასა და ამ პროგრამის მოთხოვნათა შესრულების კოორდინაციაზე; ი) დანიშნოს საავიაციო  უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი/შექმნას სამსახური; კ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები; ლ) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და პერსონალის  ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მ) უზრუნველყოს  აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის შექმნა, აღჭურვა და მართვა;        ნ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს თარჯიმნის გამოყოფა/მოწვევა. 6. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით, აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის უფლება-მოვალეობებს სააგენტოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროდრომის ექსპლუატანტი. 7. აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათ განხორციელებაში მონაწილეთა ვალდებულებებს. 8. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების პროგრამის შესაბამისი ნაწილების მიწოდება დაინტერესებული  იურიდიული პირებისათვის/ ავიასაწარმოებისათვის, მათ შორის უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებისათვის. 9. აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს აეროპორტის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით საავიაციო უშიშროების ნორმების, წესების და პროცედურების შესრულებას. 10. აეროდრომის ექსპლუატანტს არ აქვს უფლება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაასაქმოს პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიღებისა და შერჩევის პროცედურები, გავლილი შესაბამისი  მომზადება, არ გააჩნია სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 6🔗. ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტი 1. საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველები/ ექსპლუატანტები, ასევე  უცხო ქვეყნის ის ავიაგადმზიდველები, რომლებიც ასრულებენ რეგულარულ ფრენებს საქართველოდან/საქართველოში,   ასევე ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო სამუშაოებს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე  და საერთო დანიშნულების ავიაციაში ჩართული ავიასაწარმოები, ვალდებულნი არიან შეიმუშავონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა არ მოეთხოვებათ საერთო დანიშნულების ავიაციაში ჩაბმულ იმ ავიასაწარმოებს, რომლებიც თავისი საქმიანობისათვის გამოიყენებენ  5700 კგ-ზე ნაკლები მასის საჰაერო ხომალდებს და არ დაფრინავენ საქართველოს სამოქალქო აეროპორტებიდან. 3. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათ განხორციელებაში მონაწილეთა ვალდებულებებს. 4. ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტი, ვალდებულია: ა) დანიშნოს: ა.ა) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი; ა.ბ) საავიაციო უშიშროების  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი; ბ) უზრუნველყოს: ბ.ა) საჰაერო ხომალდის დაცვა; ბ.ბ)  საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების განხორციელება; ბ.გ)   მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების,  თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის,  ავიაგადამზიდველის მასალების/ფოსტის,  ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის არმქონე საწარმოს მიერ მიწოდებული საბორტო მარაგის მიმართ უშიშროების  ზომების განხორციელება; ბ.დ) პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება; ბ.ე) პერსონალის  ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ.ვ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები. 5. ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტი, საავიაციო უშიშროების ნორმების, წესების და პროცედურების მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს საკუთარი ძალებით ან აეროდრომის ექსპლუატანტთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 6. ავიაგადამზიდველს/ექსპლუატანტს არ აქვს უფლება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაასაქმოს პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიღებისა და შერჩევის პროცედურები, გავლილი შესაბამისი  მომზადება, არ გააჩნია სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ ავიასაწარმოზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ავიაგადამზიდველზე. მუხლი 7🔗. საერთო დანიშნულების ავიაცია  1. საერთო დანიშნულების ავიაციაში ჩაბმულ  საწარმოებზე, რომლებიც სარგებლობენ 5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდ(ებ)ით, ასევე იმ  საწარმოებზე, რომლებიც სარგებლობენ 5700 კგ-ზე ნაკლები ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით საერთო დანიშნულების ავიაციაში, მაგრამ ფრენენ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებიდან, ვრცელდება  იგივე მოთხოვნები, რაც ზოგადად ავიაგადამზიდველზე. 2. საერთო დანიშნულების ავიაციის საწარმომ, რომლის საჰაერო ხომალდ(ებ)ის  მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 5700 კგ-ს და არ ახორციელებს ფრენებს საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებიდან, უნდა უზრუნველყოს: ა) საჰაერო ხომალდის დაცვა; ბ) საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის წევრების, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის  გაფრენისწინა შემოწმება; გ) ეკიპაჟის წევრების ანკეტური მონაცემების შემოწმებისა და საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საერთო დანიშნულების ავიაციის საწარმო  საავიაციო უშიშროების ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი ძალებით ან  აეროდრომის ექსპლუატანტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების სადგომები სათანადოდ უნდა იყოს დაცილებული იმ საჰაერო ხომალდების სადგომებიდან, რომლებიც ასრულებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს. 5. უნდა გამოირიცხოს საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისა და მგზავრების კომერციული დანიშნულების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებთან და მგზავრებთან შერევა, ამასთან მათი შემოწმება უნდა განხორციელდეს განცალკევებით. 6. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრების და მგზავრების მიყვანა საჰაერო ხომალდის ბორტზე უნდა განხორციელდეს აეროდრომის ექსპლუატანტის  საავიაციო უშიშროების თანამშრომლების თანხლებით. 7. ფრენის შესრულებისას ისეთი ობიექტიდან, სადაც არ არის საავიაციო უშიშროების სამსახური, საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის, მგზავრების, ხელბარგის, ბარგის, ბორტკვების, საბორტო მარაგის, თანამდევი საშუალებების შემოწმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველის  საავიაციო უშიშროების სამსახური. ასეთის არარსებობის შემთხვევაში - საჰაერო ხომალდის მეთაური ან ეკიპაჟის რომელიმე წევრი. ამასთან, საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს: ა) სამუხრუჭე და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობების დაყენება; ბ) საჰაერო ხომალდების კარების, ლუქების, საწვავგასამართი მილყელის ხუფების დაკეტვა და დაბლოკვა (დალუქვა); გ) საჰაერო ხომალდების სიახლოვიდან ტრაპებისა და კიბეების, ამწევი და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოცილება; დ) საჰაერო ხომალდთან დაშვების მუდმივი კონტროლი. 8. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის მეთაურს უფლება აქვს უშიშროების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს განკარგულებები საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი ყველა პირის მიმართ, ამასთან, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან მის განკარგულებებს და თავიანთი მოქმედებებით საფრთხეს უქმნიან ბორტზე არსებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან საჰაერო ხომალდის ეკიპაჟსა და ფრენის უსაფრთხოებას. საჰაერო ხომალდის მეთაურს უფლება აქვს უახლოეს აეროპორტში/აეროდრომზე დაფრენისთანავე ჩამოსვას ასეთი პირები და გადასცეს შესაბამის ორგანოებს. 9. ფრენისას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის მეთაური და ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან გადასცენ შესაბამისი კოდური სიგნალი, ინფორმაცია მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, მოსახმობი ნიშნები, ადგილსამყოფელი (კოორდინატები), სიმაღლე, ფრენის კურსი, მონაცემები დარჩენილი საწვავის შესახებ და იმოქმედონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. 10. საერთო დანიშნულების ავიაციაში გამოყენებული საჰაერო ხომალდის მეთაური ან საწარმოს ხელმძღვანელი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ წარადგენენ წერილობით ანგარიშს სააგენტოში. მუხლი  8🔗.  საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანო 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანო ვალდებულია: ა) შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა; ბ) დანიშნოს: ბ.ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი; ბ.ბ) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი; გ) განახორციელოს:  გ.ა) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები; გ.ბ) საკუთარი  ობიექტებისა და საშუალებების დაცვა; დ) შეიმუშაოს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  დაშვებაზე კონტროლი; ე) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს არა აქვს უფლება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაასაქმოს პირი, რომელსაც არა აქვს გავლილი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიღებისა და შერჩევის პროცედურები, გავლილი შესაბამისი  მომზადება, არ გააჩნია სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 9🔗. საერთო მოთხოვნები სხვა ავიასაწარმოების მიმართ 1. ავიასაწარმო (საავიაციო სასწავლო დაწესებულების გარდა) ვალდებულია: ა) შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა; ბ)  დანიშნოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი პირი; გ) განახორციელოს:  გ.ა) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები;  გ.ბ) საკუთარი  ობიექტებისა და საშუალებების დაცვა; გ.გ) შეიმუშაოს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  დაშვებაზე კონტროლი; დ) უზრუნველყოს: დ.ა) პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება; დ.ბ) ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთისა და ფოსტის მიმართ  კონტროლი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით. 3. რეგულირებადი მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის უშიშროების ზომების განხორციელება. 4. ცნობილი მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აეროპორტის მარაგის კონტროლი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით. 5. ავიასაწარმოს არ აქვს უფლება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაასაქმოს პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიღებისა და შერჩევის პროცედურები, გავლილი შესაბამისი მომზადება, არ გააჩნია სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 10🔗. აეროპორტის მოიჯარეები 1. აეროპორტის თითოეული მოიჯარე,  რომლის ტერიტორიის გავლითაც შესაძლებელია მოხდეს წვდომა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ვალდებულია   მისი ტერიტორიიდან დაშვების კონტროლის განხორციელებაზე. 2. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია აეროპორტის ტერიტორიაზე დაიცვას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის წესები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურს. 3. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია  უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და იმ პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც აქვთ წვდომა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში. 4. ამ მუხლის  პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახული უნდა იყოს აეროდრომის ექსპლუატანტსა და მოიჯარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. მუხლი 11🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად შეიმუშავებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმას (შემდგომში - კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმა) - რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობას და  მიმართულია სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ; ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ქმნის ოპერატიულ შტაბს, გარდა „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევისა; გ) საქართველოს აეროპორტებში განთავსებულ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში აწარმოებს მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების საპასპორტო კონტროლს; დ) რეაგირებას ახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ  სამართალდარღვევებზე; ე) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აეროპორტის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის მიზნით. მუხლი 12🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს: ა)  სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებულ პირთა  და მისაღებ კანდიდატთა ანკეტური მონაცემების შემოწმებას სანდოობისა და საიმედოობის დადგენის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და იღებს სათანადო ზომებს,  გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და მითითებებს  მართლსაწინააღმდეგო ქმედების, მოქმედების ან უმოქმედობის თავიდან აცილების მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის მიზნით; ე) რეაგირებას  მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე. 2. საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, საჰაერო ხომალდის ბორტზე ან აეროპორტში მძევლების აყვანის და სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფს: ა) შუამავლის წარგზავნას მძევლებთან დაკავშირებით ტერორისტებთან მოლაპარაკების საწარმოებლად; ბ) ტერორისტების გაუვნებელყოფის მიზნით სპეციალიზებული ჯგუფის მომზადებას; გ) სათანადო სპეციალისტების ოპერატიულ წარგზავნას ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით. 3. ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებები  ვალდებულნი არიან მიაწოდონ  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და მის შეფასებას, აგრეთვე ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას  სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უფლებამოსილია, შექმნას ან მოიწვიოს ოპერატიული შტაბი. მუხლი 13🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ა) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ერთობლივი ბაზირების აეროდრომებზე სამხედრო ნაწილების მიერ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესრულებას; ბ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის პროცესში მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ა) სხვა სამინისტროებთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო თანამშრომლობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცენტრალური დარგობრივი ორგანოს ფუნქციებს იმ საერთაშორისო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, რომლებიც ეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან  დაკავშირებული სიტუაციების საერთაშორისო დონეზე დარეგულირებას. მუხლი 15🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახური: ა) მგზავრების, მათი ბარგის, ხელბარგის, აგრეთვე ტვირთისა და ფოსტის საბაჟო კონტროლის პროცესში ებრძვის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ საგადასახადო სამართალდარღვევებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებას. მუხლი  16🔗. საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზარალებულთათვის    სამედიცინო დახმარების  აღმოჩენას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV კოორდინაცია და კავშირი მუხლი 17🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კოორდინაცია საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კოორდინირებული განხორციელების მიზნით იქმნება: ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი; ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტების კომიტეტები. მუხლი 18🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი (შემდგომ – ეროვნული კომიტეტი) იქმნება ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესრულების ეროვნულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო პროგრამის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებისა და საფრთხის სახეობების ცვალებადობის გათვალისწინებით. 2. ეროვნული კომიტეტი არის უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო. ეროვნული კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების მასშტაბების, როლისა და ამოცანების გათვალისწინებით. 3. ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეროვნული კომიტეტის წევრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა  უწყებების  პასუხისმგებელი პირები. მუხლი 19🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის კომიტეტი 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს ყველა აეროპორტში იქმნება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის კომიტეტი (შემდგომში – აეროპორტის კომიტეტი). 2. აეროპორტის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი და საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, აეროპორტის საბაჟო-გამშვები პუნქტის  ხელმძღვანელი, აეროდრომის ექსპლუატანტის საავარიო-სამაშველო სამსახურის უფროსი, საქართველოში რეგისტრირებული იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტ(ებ)ის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ(ებ)ი, რომლებიც რეგულარულად იყენებენ კონკრეტულ აეროპორტს; საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ქვედანაყოფების მეთაურები (ერთობლივი ბაზირების აეროდრომების შემთხვევაში), საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი. 3. აეროპორტის კომიტეტს თავმჯდომარეობს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი. 4. საჭიროების შემთხვევაში, აეროპორტის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული პირები და სპეციალისტები. 5. აეროპორტის კომიტეტს აქვს დებულება, რომელსაც შესაბამის უწყებებთან და სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს აეროპორტის კომიტეტის თავმჯდომარე. 6. აეროპორტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფო პროგრამის დებულებების შესასრულებლად აეროპორტში განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაცია; ბ) აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესრულების კონტროლი; გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე აეროპორტის პერსონალისა და აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის კონკრეტული მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირების მომზადების ორგანიზაცია. 7. აეროპორტის კომიტეტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო პროგრამისა და თავისი დებულების შესაბამისად. 8. აეროპორტის კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობენ ან იმყოფებიან აეროპორტის ტერიტორიაზე. მუხლი 20🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კავშირი 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან კავშირს და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ სააგენტოს, აეროდრომის და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები ან  სხვა უფლებამოსილი პირები. 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი. 3. აკრძალულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. მუხლი 21🔗.  სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამართლებრივი ბაზის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის მეთოდების და საშუალებების სრულყოფის მიზნით, სააგენტო თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან. 2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ნორმებისა და პრაქტიკის კოორდინირებული შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სხვა სახელმწიფოებს მათივე თხოვნით, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, წერილობით გადასცემს სახელმწიფო პროგრამის  „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“,   „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების  პროგრამის“  შესაბამის  დებულებებს.  3. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სპეციალური ზომები, რომელთა მიღების შესახებ სააგენტოს თხოვნით მიმართავს სხვა სახელმწიფო, ხორციელდება პრაქტიკული შესაძლებლობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრება განსახორციელებელი მოქმედებები,  საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადაცემაზე სააგენტოს, აეროდრომის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის უფლებამოსილი პირები, უშიშროების სპეციალური ზომების პარამეტრები და დამატებითი ხარჯების დაფინანსების წყარო. 4. საქართველო თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავების, ახალი მეთოდების დანერგვის, სწავლების ეფექტიანობის ამაღლებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვა საკითხებში. 5.   სააგენტოსთვის ცნობილი  ინფორმაცია   სხვა სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ  დიპლომატიური არხებით სააგენტოს მიერ  გადაეცემა შესაბამის სახელმწიფოს. 6. სააგენტო  უზრუნველყოფს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს კანონით  საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის დაცვას და მის ხელმისაწვდომობას უფლებამოსილი პირებისათვის. სხვა სახელმწიფოსათვის/სახელმწიფოდან გადაცემის/მიღების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან, გაცვლასა და გაგზავნასთან დაკავშირებული საკითხები დაუყოვნებლივ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. მუხლი 22🔗. ICAO-სთან კავშირი 1. საქართველო, ჩიკაგოს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ICAO-სთან რეგულარულ კავშირს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, მათ შორის პერსონალის მომზადებისა და უშიშროების უზრუნველმყოფი სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებში. 2. ჩიკაგოს კონვენციის 38-ე მუხლის თანახმად, სააგენტო უზრუნველყოფს  ICAO-ს ინფორმირებას მე-17 დანართის მოთხოვნებთან არსებული განსხვავებების შესახებ, დადგენილი წესით, აწვდის ინფორმაციას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მოთხოვნებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის შესრულების თაობაზე. 3. ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC-8973 განსაზღვრული საპატაკო ფორმის მიხედვით  საქართველო უგზავნის ICAO-ს წერილობით ანგარიშს სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედებ(ებ)ის შესახებ. 4. ICAO-სთან თანამშრომლობას საავიაციო უშიშროების კუთხით  უზრუნველყოფს სააგენტო. თავი V აეროპორტების, სანავიგაციო საშუალებებისა და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურების, საჰაერო ხომალდების დაცვა მუხლი 23🔗.  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები 1. საქართველოს სამოქალაქო აეროპორტში სააგენტოს მიერ განხორციელებული რისკის შეფასების საფუძველზე გამოიყოფა კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები. 2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები განისაზღვრება და აღიწერება ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. 3. შეზღუდული დაშვების დაცული ზონების ყველა ხელმისაწვდომი პუნქტი უნდა კონტროლდებოდეს ან/და იყოს დაკეტილი. ასეთ ზონებში საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარი პუნქტების რაოდენობა დაყვანილ უნდა იქნეს მინიმუმამდე. 4. სტერილური და შეზღუდული დაშვების სხვა ზონები, რომლებიც მუდმივად არ კონტროლდება, გამოყენების წინ განსაკუთრებულად მოწმდება. 5.  სტერილურ ზონაში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლის ყოფნაც ამ ზონაში აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე. მუხლი  24🔗. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვა და დაშვების კონტროლი 1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები უნდა იყოს დაცული არასანქცირებული შეღწევისაგან როგორც ფიზიკური საშუალებების, ისე საავიაციო უშიშროების სამსახურის პერსონალის გამოყენებით. 2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები არაკონტროლირებადი ზონისაგან გამოიყოფა პერიმეტრული შემოღობვით. მოთხოვნები პერიმეტრული შემოღობვისა  და  დაცვის დამატებითი საშუალებებისადმი დადგენილია სააგენტოს მიერ შემუშავებული წესით. 3. პერიმეტრულ შემოღობვაზე  არაკონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან  განთავსებული უნდა  იყოს გამაფრთხილებელი ანშლაგები. 4. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონა შეიძლება განისაზღვროს ბუნებრივი საზღვრით, ცალკე მდგომი ზღუდით ან კედლით, შენობების გარე კედლით ან მისი გამყოფი ტიხრით, რაც ქმნის დაცულ ზონაში შეღწევის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ ბარიერებს. 5. დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა: ზონის პერიმეტრზე დამცავი სიგნალიზაციის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის, დამცავი განათების დამონტაჟება, აგრეთვე საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების პატრულირება. 6. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონის პერიმეტრი მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს. 7. აეროპორტის ან აეროპორტის ფარგლებს გარეთ მდებარე ობიექტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვება ხორციელდება სპეციალურად მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტის (შემდგომ - სგპ) გავლით, რომელიც აღიჭურვება პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების  შემოწმებისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო საშუალებებით. 8. ავიასაწარმო განსაზღვრავს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების  შემოღობვაში საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარი პუნქტ(ებ)ის მდებარეობას და უზრუნველყოფს მათ საიმედო დაცვას. 9. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს სასაშვო სისტემის დანერგვა პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებისათვის, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში არასანქცირებული დაშვების  თავიდან აცილების მიზნით.  10.  ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების კონტროლი და უზრუნველყოს ამ ზონებისა და მისი დაცვის საშუალებების  გამართულ  მდგომარეობაში შენარჩუნება. 11.  აეროპორტის  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან: ა) მგზავრები,  მოქმედი  სამგზავრო დოკუმენტისა და ჩასხდომის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში; ბ) მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი მოქმედი საშვის წარმოდგენის საფუძველზე; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი მოქმედი საშვის წარმოდგენის საფუძველზე. 12. ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან ავიასაწარმოს პერსონალი და ავტოსატრანსპორტო საშუალებები, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მხოლოდ შესასვლელი მოქმედი საშვის წარმოდგენის საფუძველზე. 13.  საშვი აძლევს პირს/ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ იმ ზონებში დაშვების უფლებას, რომელიც საშვით არის განსაზღვრული. 14. პირებს, რომლებსაც ეძლევათ უფლება  გადაადგილდნენ ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის თანხლების გარეშე, გავლილი უნდა ჰქონდეთ საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი და მათი ანკეტური მონაცემები უნდა იყოს შემოწმებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 15. პირთა ანკეტური მონაცემები მოწმდება  არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ. ანკეტური მონაცემების შემოწმებას უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შემოწმების ორგანიზებას უზრუნველყოფს პირის დამსაქმებელი. 16. ფიზიკური პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საშვთა გაცემას უზრუნველყოფს: ა) სააგენტო – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისათვის, სააგენტოს თანამშრომლებისა და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის; ბ) აეროდრომის ექსპლუატანტი - ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა,  მგზავრის სტატუსის არმქონე სხვა პირებისა  და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. 17.  აეროპორტის  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვების დამზადება და გაცემა  ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე. 18. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე პიროვნების მუდმივი საშვის  გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონით ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“  განსაზღვრული ბინადრობის მოწმობის  საფუძველზე. 19.  საშვების გაყალბებისაგან დამცავი კოდური სისტემის გათვალისწინებით საშვის დამამზადებელმა უნდა უზრუნველყოს გაცემული საშვების დაცვის ყველა დადგენილი კოდური სისტემით აღჭურვა.  20. მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, მათი თანმქონი ნივთები  უნდა შემოწმდეს, აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესვლამდე. 21. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათში არსებული საგნები უნდა შემოწმდეს, აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესვლამდე. 22. საგანგებო სიტუაციისას საძიებო-სამაშველო სამსახურების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების, მართლსაწინაღმდეგო ქმედების დროს  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი  უწყებების წარმომადგენლები და სატრანსპორტო საშუალებები, აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან საშვის გარეშე,  აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 23. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები კონტროლირებად ტერიტორიაზე სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასაროლი იარაღით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 24.  უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებთან შეთანხმებით გაცემული საშვით. 25.    სხვა უწყებების/საწარმოების წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, უწყების/საწარმოს ხელმძღვანელობის წინასწარი განაცხადისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გაიცემა დროებითი ან ერთჯერადი საშვი. სასაზღვრო ზონაში შესასვლელად საჭიროა შეთანხმება სასაზღვრო კონტროლის ორგანოებთან. 26. მუდმივი და დროებითი/ერთჯერადი საშვები სასაზღვრო და საბაჟო ზონაში დაშვებისათვის გაიცემა მხოლოდ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით. 27. ყველა პირი, რომელიც იმყოფება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ვალდებულია მიიმაგროს საშვი გარე ტანსაცმლის თვალსაჩინო ადგილზე. 28. საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარ პუნქტში სტენდზე გამოიკვრება მოქმედი საშვებისა და მათზე ხელმოწერის უფლების მქონე პირების ხელმოწერის ნიმუშები. 29. მგზავრებს ეძლევათ იმ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესვლის უფლება, რომლებიც განსაზღვრულია საჰაერო ხომალდში ჩასხდომისათვის გამოსაყენებლად, იმ პირობით, თუ მათ აქვთ საჰაერო ხომალდზე ჩასხდომისათვის საჭირო დოკუმენტები:  სამგზავრო დოკუმენტი და ჩასხდომის ბარათი, გაცემული ავიაგადამზიდველის მიერ (ჩასხდომის ბარათში ნაჩვენები უნდა იყოს დარეგისტრირებული მგზავრის გვარი). 30. ადგილობრივ ფრენებზე  სტერილურ ზონაში და საჰაერო ხომალდში ჩასასხდომად მგზავრების გადაადგილების კონტროლი უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების სამსახურების თანამშრომლების, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე – მათთან ერთად სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოების წარმომადგენლების მიერ. 31. ავიასაწარმო უზრუნველყოფს, რომ კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების ზონებში შესასვლელი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კლასის მართვის მოწმობა და „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ შესაბამისად გაცემული მოწმობა,  და ისინი გაცნობილი იყვნენ აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციას. 32. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ერთჯერადი საშვები გაიცემა წინასწარი განაცხადის გარეშე. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს აუცილებლობის შემთხვევაში აცილებს  საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. 33.    საძიებო-სამაშველო სამსახურების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ  დადგენილი წესით. 34. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის შესრულებაში ჩაბმული ძალების და საშუალებების აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვების წესი განისაზღვრება აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით. 35. ავტოსატრანსპორტო საშუალების საშვები სასაზღვრო ზონაში დაშვებისათვის გაიცემა მხოლოდ სასაზღვრო კონტროლის ორგანოსთან შეთანხმებით. 36. დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა ზონის პერიმეტრზე დამცავი სიგნალიზაციის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის, დამცავი განათების დამონტაჟება, აგრეთვე საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების პატრულირება. 37. ყველა  კარი, კიბე და ტელესკოპური ტრაპი, რომელიც იძლევა წვდომას შეზღუდული დაშვების დაცულ ზონასთან უნდა იყოს ჩაკეტილი. ავარიული გასასვლელის კარი, რომელიც არ იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა იყოს  ხმოვანი და მხედველობითი სიგნალიზაციით აღჭურვილი. 38. აეროპორტის დაპროექტების, მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციისას, აეროპორტის უშიშროების უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით იქმნება შესაბამისი ჯგუფი აეროპორტის კომიტეტის წევრების, შესაბამისი სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კერძო ექსპერტების, საინჟინრო-ტექნიკური თანამშრომლებისა და საკონსულტაციო ფირმების წარმომადგენლების შემადგენლობით. მუხლი 25🔗. საჰაერო ხომალდების დაცვის ღონისძიებები 1. საჰაერო ხომალდი დაცული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. 2. საჰაერო ხომალდის საავიაციო უშიშროებას უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი). 3. ყველა  სამოქალაქო საჰაერო ხომალდი ექვემდებარება გაფრენისწინა შემოწმებას. 4. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ტრანზიტული მგზავრის მიერ დატოვებული ნებისმიერი ნივთი შესაბამისი წესების დაცვით იხსნება  საჰაერო ხომალდიდან. 5. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშავოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინის დაცვის ზომები არასანქცირებული დაშვების თავიდან აცილების მიზნით. 6. აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში საჰაერო ხომალდთან/ხომალდიდან პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლს, საჰაერო ხომალდზე არასანქცირებული წვდომის გამორიცხვის მიზნით  ახორციელებს  აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური. 7. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო ხომალდზე თავდასხმა  ხმელეთზე: ა) ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ოპერატიულ შტაბს, აეროდრომის ექსპლუატანტის ხელმძღვანელობას, სააგენტოს და ავიაგადმზიდველს; ბ) უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის შემოწმება საჰაერო ხომალზე არსებული არასანქცირებული იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო საგნებისა და მოწყობილობების გამოვლენის მიზნით. უნდა განხორციელდეს შემოწმების შესახებ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის წინასწარი ინფორმირება; გ) უნდა გატარდეს სხვა  დამატებითი ზომები საჰაერო ხომალდის დასაცავად  აეროპორტში, აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში  მოქმედებების გეგმის შესაბამისად. 8. მიწისზედა მომსახურე პერსონალის დაშვება საჰაერო ხომალდთან შეიძლება შეიზღუდოს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელების პერიოდში. მუხლი  26🔗.  ავიასაწარმოების, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი ობიექტების და საშუალებების დაცვა 1. ავიასაწარმოების  მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს სამეთვალყურეო პუნქტები, საწვავ-გასამართი სადგურები, საჰაერო ხომალდის საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალების და ფოსტის შემოწმების პუნქტები, შემოწმებული ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალების და ფოსტის  შენახვის ადგილები, საშუალებები, მათ შორის: კავშირგაბმულობის საშუალებები, ძალოვანი ტრანსფორმატორები, კვების ძირითადი და სათადარიგო წყაროები, საწვავ-გასამართი სისტემები, საავიაციო კრიტიკული ინფორმაციის სისტემები, მათი სერვერები, სანავიგაციო საშუალებები, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემები, რომლებიც განლაგებული არიან როგორც აეროპორტის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, განეკუთვნებიან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს და მათი დაცვა უნდა განხორციელდეს აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების ანალოგიურად. 2. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და საშუალებების მფლობელები უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ პირობებში მათი დაცვის გეგმების შემუშავებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტისა და საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, რეზერვების არსებობას და გამოყენებას, მათ შეცვლას ან ალტერნატიული მომსახურების მიწოდებას. 3.  აეროპორტის ტერმინალის  არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონები  უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების და საავიაციო უშიშროების სამსახურის  მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ,  როგორც დაკვირვების ფარული, ისე ღია მეთოდების გამოყენებით ამ ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციით განსაზღვრული მიზნებისათვის. 4.  ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის გამოყენებისას თვალსაჩინო ადგილზე კეთდება განცხადება ასეთი სისტემის გამოყენების თაობაზე. 5. აეროპორტის ტერმინალში  განსაზღვრული პერიოდულობით გადაიცემა ინფორმაცია უსაფრთხოების წესების თაობაზე, რომელთა შესრულება სავალდებულოა როგორც მგზავრებისათვის, ისე სხვა პირებისათვის. 6. სამგზავრო ბილეთების გასაყიდი სააგენტოები/სალაროები და მგზავრთა რეგისტრაციის სხვა ზონების დაპროექტებისა და აღჭურვისას უნდა გამოირიცხოს სამუშაო ზონებში მგზავრებისა და მოქალაქეების დაშვება. 7. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სადგომ(ებ)ი უნდა განთავსდეს აეროპორტის ტერმინალის  შენობიდან სულ მცირე 50 მეტრის დაშორებით. 8. აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ უნდა ხორციელდებოდეს აეროპორტის კონტროლირებადი ზონის მომიჯნავე არაკონტროლირებადი ტერიტორიის მუდმივი ზედამხედველობა, რათა გამოირიცხოს ამ ზონებიდან საჰაერო ხომალდისკენ საგნების გატყორცნის  ან არასანქცირებული დაშვების შესაძლებლობა. 9.  უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბარგი/საგანი განიხილება როგორც საეჭვო და მის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურს. 10. უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ბარგთან/საგანთან მოპყრობის წესს განსაზღვრავს აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა. 11. მოქალაქეების მიერ გამოყენებული შემნახველი საკნები პროექტდება ისე, რომ საკანში შენახული საგნის აფეთქების შემთხვევაში, მინიმუმამდე შემცირდეს აფეთქების შედეგი და მომსახურე პერსონალის არყოფნისას შესაძლებელი გახდეს საკნის საიმედო დაცვა. ყველა საგანს საკანში შესანახად მოთავსებამდე ამოწმებენ აეროდრომის ექსპლუატანტის საავიციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ხელით ან რენტგენული დანადგარით. 12. თუ საჰაერო ხომალდიდან ჩამოტვირთული ბარგი არ იქნა მოთხოვნილი მგზავრის მიერ, ტარდება შესაბამისი ზომები მფლობელის დასადგენად, ხოლო თუ მფლობელი ვერ დადგინდა, ბარგი შემოწმების შემდეგ თავსდება დაცულ  სათავსში, რომელიც აღჭურვილი იქნება სიგნალიზაციით ან სადღეღამისო დაცვით მფლობელისთვის გადაცემამდე ან მის განადგურებამდე აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის თანახმად. მუხლი 27🔗.  სახელმწიფო პროგრამის გავრცელება ამ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებზე. თავი VI მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე  პირების, თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის, ავიადამზიდველის მასალების/ფოსტის შემოწმება მუხლი  28🔗. მგზავრების, მათი ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე  პირებისა და  მათი თანმქონი ნივთების შემოწმება 1. საჰაერო ხომალდზე  იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ფეთქებადი ნივთიერებების და მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად გამოსაყენებელი სხვა სახიფათო ნივთების და მოწყობილობების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების ყველა მგზავრი, მათი ხელბარგი, მგზავრის სტატუსის არმქონე პირი, მათი თანმქონი ნივთები უნდა შემოწმდეს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მოხვედრამდე. 2.  თუ მგზავრი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, ავიაგადამზიდველს უფლება აქვს გააუქმოს მასთან დადებული გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება. 3. საავიაციო უშიშროების სამსახურმა უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  შესაბამის სამსახურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ საჰაერო ხომალზე დაშვებაზე მათ მიერ შემოწმებაზე უარის თქმის ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა მიზეზის გამო. 4. მგზავრის პირადი შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მგზავრის თანხმობით. 5. მგზავრები, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად შემოწმებას გადიან „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის“ და აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. 6. შემოწმებას არ ექვემდებარებიან: ა) საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც მიემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით; ბ) საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობის და პარლამენტის თავმჯდომარეები, სამეფო ოჯახის წევრები. 7. შემოწმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი ან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ხელშეკრულების  საფუძველზე. 8. უნდა ხორციელდებოდეს მგზავრების, მათი ხელბარგის და თანმქონი ნივთების დაცვა მათი შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე. 9. შემოწმებული მგზავრების, მათი ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებისა და თანმქონი ნივთების შეუმოწმებელ მგზავრებთან, მათ ხელბარგთან, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებსა და თანმქონ ნივთებთან შერევის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე,  უნდა განხორციელდეს მათი განმეორებითი შემოწმება. მუხლი 29🔗.  ტრანზიტული/ტრანსფერული მგზავრების შემოწმება 1. ტრანსფერული/ტრანზიტული მგზავრები, მათი ხელბარგი და თანმქონი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას, შემოწმებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შუალედური დაფრენის აეროპორტში  ტრანზიტული მგზავრები არ ტოვებენ  საჰაერო ხომალდს. 2. უნდა ხორციელდებოდეს  შემოწმებული ტრანსფერული /ტრანზიტული მგზავრების, მათი ხელბარგის და თანმქონი ნივთების დაცვა მათი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე. 3. ტრანზიტულ მგზავრებს შეიძლება მიეცეთ უფლება დარჩნენ საჰაერო ხომალდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრების გადმოსვლა აუცილებელია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიზეზების გამო ან უშიშროების თვალსაზრისით საჰაერო ხომალდის შესამოწმებლად. 4. შუალედურ აეროპორტში ჩამოსვლისას მგზავრს უფლება არა აქვს შეწყვიტოს დანიშნულების პუნქტამდე მგზავრობა, თუ საჰაერო ხომალდიდან არ ჩამოიტვირთება მისი ხელბარგი და ბარგი. მუხლი 30🔗. იარაღის (საბრძოლო მასალის) გადაზიდვა 1. პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ იარაღის გადაზიდვა, გააჩნიათ ამ იარაღის გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია, გაფრენისწინა შემოწმებისას ვალდებულნი არიან ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩააბარონ იარაღი. 2. იარაღის გადაზიდვისას  დაინტერესებული მხარე 24 საათით ადრე აცნობებს ავიაგადამზიდველს/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელიც თავის მხრივ   ვალდებულია, აცნობოს საჰაერო ხომალდის მეთაურს. 3. ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღი უნდა მოთავსდეს საჰაერო ხომალდის იმ ნაკვეთურში, რომელთანაც მთელი ფრენის განმავლობაში წვდომა არ ექნება საჰაერო ხომალდზე მყოფ არცერთ პირს. 4.  გაფრენისწინა შემოწმების დროს ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის (საბრძოლო მასალის) წარმოდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი მგზავრს უმოწმებს იარაღის (საბრძოლო მასალის) შენახვისა და ტარების ნებართვას, საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის (საბრძოლო მასალის) შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლების დამადასტურებელ საბუთებს, ამასთანავე, სპეციალურად გამოყოფილ სათავსში ახორციელებს იარაღის (საბრძოლო მასალის) სპეციალურ დათვალიერებას, რაც აღინიშნება საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში იარაღის (საბრძოლო მასალის) მიღების აქტში. იარაღი უნდა იყოს განმუხტული და განცალკევებული ვაზნებისაგან. იგი გადაიზიდება  დალუქულ მდგომარეობაში. 5. საჰაერო ხომალდის სალონით იარაღის გადაზიდვა აკრძალულია. მუხლი 31🔗.  პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანა 1. შესაბამისი ორგანო ახორციელებს პოტენციურად დამრღვევ  მგზავრებთან დაკავშირებული რისკის შეფასებას. იგი ვალდებულია, დადგენილი წესით აცნობოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს პოტენციურად დამრღვევი მგზავრის გადაყვანის შესახებ. 2. საჰაერო ხომალდზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ავიაგადამზიდველის/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების პროგრამა უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანისათვის აუცილებელ ზომებსა და პროცედურებს. 4. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, კონტროლის განხორციელების მიზნით უნდა ხორციელდებოდეს ავიაგადამზიდველისა და საჰაერო ხომალდის მეთაურის წინასწარი ინფორმირება  პოტენციურად დამრღვევი მგზავრების და  მათი რაოდენობის შესახებ. 5. კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ აღიარებული პირი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას, საჰაერო ხომალდზე დაიშვება თანმხლებ პირთან ერთად. 6. ხომალდის მეთაურს აქვს უფლება უარი განაცხადოს პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანაზე, თუ მათი რაოდენობა აღემატება ავიაგადამზიდველის დამრღვევი მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული პროცედურით დადგენილ რაოდენობას ან  არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  კონკრეტული  ფრენის უსაფრთხოებას შეიძლება შეექმნას საფრთხე. 7. პოტენციურად დამრღვევი მგზავრის გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება  მგზავრის შემოწმების ანალოგიურად. მუხლი 32🔗.  საჰაერო დაცვის ოფიცერი 1. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებზე საჰაერო  დაცვის ოფიცრის  ყოფნის შესახებ, გადაწყვეტილება შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიური არხებით მოთხოვნის შემთხვევაში  თანხმდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემს სააგენტოს და აეროდრომის ექსპლუატანტს. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს აეროპორტის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაცვის თანამშრომლის მოქმედებათა კონტროლს. ასეთი კონტროლის წესები დეტალურად განისაზღვრება აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში, საჰაერო მიმოსვლის სფეროში მთავრობათაშორისი ორმხრივი ხელშეკრულების მოთხოვნათა  გათვალისწინებით. მუხლი 33🔗. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება და დაცვა 1. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე უნდა განისაზღვროს, როგორც თანმხლები ან არათანმხლები ბარგი და შემოწმდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით. 2. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დამტკიცებული  წესით. 3.  საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, მისი შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდის გამგზავრებამდე. ის ბარგი, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.  4. ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს ბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენისა და ავტორიზაციის პროცედურის განხორციელება, რომელიც მოიცავს მგზავრის მის კუთვნილ ბარგთან იდენტიფიკაციას. იმ მგზავრის ბარგის გადაზიდვა, რომელიც არ გამოცხადდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ბარგი წარმოადგენს არათანმხლებ ბარგს და შემოწმებულია საავიაციო უშიშროებისთვის, დადგენილი წესით. 5. ტრანზიტული ბარგი, რომელიც რჩება საჰაერო ხომალდზე და  დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან, თავისუფლდება ხელახალი შემოწმების პროცედურისაგან. 6. ტრანსფერული ბარგი უნდა შემოწმდეს საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისათვის გათვალისწინებული   მოთხოვნების სრული დაცვით. მუხლი 34🔗. ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის  მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/ფოსტის შემოწმება 1. ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანამდევი საშუალები, საბორტო/აეროპორტის  მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/ფოსტა საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვამდე ექვემდებარება შემოწმებას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.   2.  ტვირთს, ფოსტას, კურიერულ და სასწრაფო გზავნილებს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ამოწმებს სააგენტოს მიერ სერთიფიცირებული  საავიაციო სატვირთო ტერმინალის  საავიაციო უშიშროების სამსახური. 3. ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს: ა) იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული ტვირთის/ფოსტის  სახეობის გათვალისწინებით; ბ) შესაბამისი სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და შესაბამისი დადგენილი მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის/ფოსტის ეფექტურ შემოწმებას. 4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ჯგუფის სპეციალისტი ტვირთის/ფოსტის სხვადასხვა მეთოდებით  შემოწმების შემდეგ ვერ რწმუნდება, რომ ტვირთი/ფოსტა არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ასეთი სახის ტვირთი/ფოსტა არ გადაიზიდება საჰაერო ხომალდით. 5. ტვირთის/ფოსტის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესით. 6. ავიაგადამზიდველმა არ უნდა მიიღოს საჰაერო ხომალდზე გადასაზიდად ტვირთი/ფოსტა,  თუ არ დასტურდება, რომ მის მიმართ სატვირთო ტერმინალის მიერ გატარებულია საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომები. 7.  სატვირთო ტერმინალმა უნდა უზრუნველყოს შემოწმებულ ტვირთზე/ფოსტაზე ბეჭდური ან ელექტრონული  ფორმის უშიშროების დეკლარაციის წარმოება, რომელიც ადასტურებს უშიშროების ზომების დაცულობას მთელი ტრანსპორტირების მანძილზე და განსაზღვრავს ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობას. უშიშროების დეკლარაცია დგება იმ პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ტვირთის/ფოსტის უშიშროების ზომების გატარებაზე. მასზე წვდომა მთელი ტრანსპორტირების მანძილზე აქვს ტრანსპორტირების პროცესში  ჩართულ ყველა მხარეს. უშიშროების დეკლარაციის ფორმას განსაზღვრავს  სააგენტო ნორმატიული აქტით. 8. მაღალი რისკის ტვირთი/ფოსტა  ექვემდებარება  დამატებით შემოწმებას. მაღალი რისკის ტვირთის/ფოსტის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 9. ტრანსფერული ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს ტვირთის/ფოსტის შემოწმებისათვის გათვალისწინებული   მოთხოვნების სრული დაცვით საჰაერო ხომალდზე დატვირთვამდე. 10.  ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საბორტო/აეროპორტის მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/ფოსტა უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან,  მისი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდის გაფრენამდე. 11. ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საბორტო/აეროპორტის  მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/ფოსტა, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით. 12. სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების მქონე დიპლომატიური ვალიზები (დიპლომატიური ფოსტა) არ მოწმდება, თუ ისინი დალუქულია და პირი, რომელსაც ეს ვალიზები გადააქვს, წარადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამ ვალიზების გადატანის უფლების დამადასტურებელ შესაბამის საბუთს. დიპლომატიური ფოსტის გახსნა ან შეყოვნება დაუშვებელია. 13. დიპლომატიური კურიერები და მათი პირადი ბარგი არ თავისუფლდება საავიაციო უშიშროების შემოწმებისგან და უნდა გაიარონ შემოწმება სხვა მგზავრების ანალოგიურად. 14. ბორტკვების, თანამდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/ფოსტის შემოწმებას უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახური ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ავიასაწარმოს ან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური    ხელშეკრულების საფუძველზე. 15. აეროპორტის მარაგის შემოწმებას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური  ან ცნობილი მიმწოდებელის საავიაციო უშიშროების სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე. 16. ბორტკვების, თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/ფოსტის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 17. საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ავიაგადამზიდველის მასალები და ფოსტა მოწმდება ტვირთისა და ფოსტის ანალოგიურად. 18.  საჰაერო ხომალდის სალონით გადასაზიდი ავიაგადამზიდველის მასალები და ფოსტა მოწმდება ხელბარგის ანალოგიურად. 19. ავიაგადამზიდველის მასალები და ფოსტა დაცული უნდა იყოს არასანქცირებული წვდომისგან შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდის გაფრენამდე. 20. ავიაგადამზიდველის მასალები და ფოსტა, რომელიც არ ტოვებს აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, საჰაერო ხომალდის სათადარიგო ნაწილები, რომელიც გადაიზიდება ავიაგადამზიდველის მასალების სახით და მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით, თავისუფლდება შემოწმებისაგან.  21.  სათადარიგო ნაწილები საჰაერო ხომალდზე დატვირთვამდე, უნდა ინახებოდეს არასანქცირებული წვდომისაგან დაცულ სათავსში, საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდით ან 24 საათის განმავლობაში, რომელიც უფრო ხანგრძლივია. 22. კონტროლის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ასახული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, აეროდრომის ექსპლუატანტის და სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამებში. მუხლი 35🔗. სამოქალაქო ავიაციის დაცვა  კიბერსაფრთხეებისგან 1. სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციის სისტემებს მიეკუთვნება ისეთი სისტემები, როგორიცაა  კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების სისტემები, საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემები, ვიდეოკონტროლის ჩაკეტილი სისტემები, მგზავრთა რეგისტრაციის ავტომატიზირებული სისტემები, დაჯავშნის ავტომატიზირებული სისტემები,  მგზავრისადმი ბარგის კუთვნილების დადგენის სისტემები, ბარგის შემოწმების სისტემები, ისეთი ტექნიკური მოწყობილობები, როგორიცაა რენტგენური დანადგარები, თაღური მეტალმძებნები, ასეფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემები (EDS), საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემები, საჰაერო ხომალდზე არსებული კომპიუტერული სისტემები და სხვა სისტემები, რომელთა ფუნქციონირების შეფერხებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას.  2. ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციის სისტემებისა და საკომუნიკაციო სისტემების დაცვა კიბერსაფრთხეებისაგან. დაცვის ზომები უნდა  აისახოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. 3. კიბერსაფრთხეებისაგან დაცვის წესი მოცემულია  სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ნორმატიულ აქტში. 4. ავიასაწარმო ვალდებულია, საავიაციო უშიშროების დაცვის ღონისძიებების ფარგლებში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა კიბერსაფრთხეების დაცვასთან დაკავშირებით. თავი VII საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობები და საშუალებები მუხლი 36🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისა და საშუალებების შესყიდვები 1. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა შეიცავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისა და საშუალებების სახეობების, რაოდენობის და ადგილმდებარეობის დეტალურ აღწერილობას. 2. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების, საშუალებების და სატესტო ობიექტების  შესყიდვა ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებით. ასეთ მოწყობილობებსა და საშუალებებს განეკუთვნება: ა) პირებისა და ხელბარგის შესამოწმებელი  მოწყობილობები და საშუალებები; ბ) ბარგის შესამოწმებელი  მოწყობილობები და საშუალებები; გ) ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/ფოსტის შესამოწმებელი მოწყობილობები და საშუალებები; დ) ვიდეოკონტროლის ჩაკეტილი სისტემა; ე) საჰაერო ხომალდის დაცვის მოწყობილობები და საშუალებები; ვ) აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების პერიმეტრის დაცვის მოწყობილობები და საშუალებები; ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების შესამოწმებელი სატესტო ობიექტი; თ) სხვა მოწყობილობები და საშუალებები. მუხლი 37🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაცია და მომსახურება 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობის ტიპებს,  ტექნიკურ და მუშა მახასიათებლებს, აღმოჩენის მინიმალურ პარამეტრებს, ტექნიკური მოწყობილობების სატესტო ობიექტის ტექნიკურ და მუშა მახასიათებლებს განსაზღვრავს სააგენტო.  2. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ ტექნიკურ მოწობილობას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტიპის სატესტო ობიექტი, რომლის გამოყენებით უნდა განხორციელდეს ტექნიკური მოწყობილობის სისტემატური ტესტირება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 3. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატანტი შეიმუშავებს პროფილაქტიკურ-ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის გრაფიკს, რათა შენარჩუნებულ იქნეს მოწყობილობის მუშაობის ეფექტიანობა. 4. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად გამოყენებული/გამოსაყენებელი მოწყობილობის ექსპლუატანტს უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული და შესაბამისად სერტიფიცირებული პერსონალი ამ მოწყობილობისათვის საჭირო ტექნიკური მომსახურების გასაწევად. თავი VIII საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი მუხლი 38🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს მიეკუთვნება ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფაში. ეს პირები არიან: ა) პერსონალი, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის  ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებებს; ბ)  შემოწმების ოპერატორები; გ) საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ცვლის უფროსები;  დ) ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირები; ე) მასწავლებლები, რომლებიც ახორციელებენ სწავლებას საავიაციო უშიშროების სფეროში; ვ) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები და ავიასაწარმოს ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირები. 2. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს პერსონალის შერჩევა, მათ შორის პირის ანკეტური მონაცემების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა-კონკრეტული საქმიანობის შესრულების მიზნით, მომზადება    საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალიწინებული წესით. 3. პირს არა აქვს უფლება განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის ფუნქციები, თუ მას არ აქვს გავლილი მიღებისა და შერჩევის პროცედურები, გავლილი შესაბამისი  მომზადება და არ გააჩნია სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. შემოწმების ოპერატორები ექვემდებარებიან სერტიფიცირებას სააგენტოს მიერ. 5. ავიასაწარმოსა და სასწავლო დაწესებულების მიერ უნდა ხორციელდებოდეს სწავლების ჩანაწერების შენახვა. შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული  „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების  პროგრამით“. 6. ავიასაწარმო/სასწავლო დაწესებულება უფლებამოსილია საავიაციო უშიშროების მასწავლებლად დაასაქმოს მხოლოდ ის პირი, რომელსაც აქვს საავიაციო უშიშროების სფეროში არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება, გავლილი აქვს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორებისათვის განკუთვნილი მომზადების კურსი  ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში და მასზე სააგენტოს მიერ გაცემულია მასწავლებლის სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მასწავლებლის პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს 3  წელიწადში ერთხელ. 7. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირად ინიშნება  პირი საავიაციო უშიშროების სფეროში არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილებით,  საავიაციო უშიშროების შესაბამისი მომზადების კურსის გავლის შემდეგ.  მომზადება შეიძლება მოხდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების  სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში. პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს 2  წელიწადში ერთხელ. 8. საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი პასუხისმგებელია ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავებაზე და ამ  პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელებაზე, პერსონალის მომზადების ორგანიზებაზე, ავიასაწარმოში შესაბამისი პერსონალის ანკეტური მონაცემების წარმოებაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა სააგენტოს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს ავიასაწარმოში ხარისხის შიდა კონტროლის   ღონისძიებები. მუხლი 39🔗. საავიაციო უშიშროების საკითხებში  მომზადება 1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულ შემდეგ პირებს გავლილი უნდა ჰქონდეთ   საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი: ა) სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები; ბ) საიმიგრაციო და სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლები; გ) აეროდრომის ექსპლუატანტის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი; დ) ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის ხელმძღვანელი პირები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და საჰაერო ხომალდის  ეკიპაჟის წევრები; ე) სატვირთო ტერმინალების და ცნობილი ტვირთგამგზავნის ხელმძღვანელი პირები და  პერსონალი; ვ) საწვავ-გასამართი საწარმოს ხელმძღვანელი პირები და პერსონალი; ზ) საპროტოკოლო და განსაკუთრებული მნიშვნელობის მგზავრების მომსახურების სააგენტოების ხელმძღვანელი პირები და პერსონალი; თ) რეგულირებადი/ცნობილი მიმწოდებლის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი  აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები; ი)  აეროდრომის მოიჯარე საწარმოების პერსონალი; კ)  დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი; ლ) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ხელმძღვანელი პირები და პერსონალი; მ) საერთო დანიშნულების ავიაციისა და საავიაციო სამუშაოების განმხორციელებელი ავიასაწარმოების ხელმძღვანელი პირები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და საჰაერო ხომალდის  ეკიპაჟის წევრები; სხვა პირები, რომელთაც აქვთ აეროპორტის კონტროლირებადი შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში თანხლების  გარეშე  გადაადგილების უფლება. 2. საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლა სავალდებულოა ორ წელიწადში ერთხელ. სწავლება შეიძლება განხორციელდეს როგორც  სააგენტოს მიერ აღიარებულ/სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, ასევე ავიასაწარმოში, საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.  3. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს იმ პერსონალის მომზადება, რომელსაც ესაჭიროება საავიაციო უშიშროების სპეციალიზირებული სწავლება. 4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში  საავიაციო უშიშროების საკითხებში  მომზადების წესი განისაზღვრება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების  პროგრამით“. მუხლი  40🔗. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი 1.  სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი ხორციელდება  „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა)  მიხედვით. 2. სააგენტო რისკის შეფასების საფუძველზე უზრუნველყოფს კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას და მისი განხორციელების სიხშირეს. 3. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის მიზნით, ნაკლოვანებების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები  სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ახორციელებენ ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის: სრულმასშტაბიან  შემოწმებას, საინსპექციო შემოწმებას, მიმოხილვებს და საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდას. 4. სრულმასშტაბიანი შემოწმების, საინსპექციო შემოწმების, მიმოხილვების და საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო ნორმატიული აქტით. 5. საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის სატესტო ობიექტის სახეობას განსაზღვრავს სააგენტო ნომატიული აქტით. 6. ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ხორციელდება  იმ ავიასაწარმოებისა და იურიდიული პირებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე. 7. საგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადებას „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების  პროგრამის“ მოთხოვნების თანახმად.  8. სააგენტო შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფს  დამატებითი კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების  მექანიზმს ინფორმაციის ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: მგზავრები, ეკიპაჟის წევრები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და სხვა. 9. სააგენტო ახორციელებს ხარისხის კონტროლის ფარგლებში  შესრულებული ღონისძიებების   შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების დოკუმენტირებას და მის შემდგომ ანალიზს სახელმწიფო პროგრამის  სრულყოფის მიზნით.  ასევე უზრუნველყოფს გამოვლენილი  ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზების      დადგენას და  ახორციელებს  ნაკლოვანებების აღმოფხვრის კონტროლს. 10. სააგენტო ადგენს წლიურ ანგარიშს, სადაც ასახული იქნება წლის განმავლობაში ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განხორციელებული ხარისხის კონტროლის ღონისძიებების რაოდენობა და ტიპი,  მათ შორის აღმოფხვრილი და აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებების მითითებით. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას  ხარისხის კონტროლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების შესახებ. თავი IX საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების  მართვა მუხლი 41🔗. საერთო დებულებები 1. ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის  მე-5 თავის („მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საპასუხო მოქმედებების მართვა“) შესაბამისად, საქართველო ვალდებულია: ა)  საჰაერო ხომალდზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების  განხორციელების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის არსებობისას,  მიიღოს ყველა საჭირო ზომა საჰაერო ხომალდის   დასახმარებლად, კერძოდ, უზრუნველყოს ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებების განხორციელება და ასეთი საჰაერო ხომალდის საქართველოს ტერიტორიიდან აფრენის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში მოახდინოს დაინტერესებული სახელმწიფოების აეროპორტებისა და საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოების ინფორმირება;   ბ) მიიღოს  შესაბამისი ზომები, რათა საჰაერო ხომალდი, რომლის მიმართაც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რომელიც დაფრინდა საქართველოს ტერიტორიაზე, დარჩეს ხმელეთზე,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გაფრენა აუცილებელია ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია,  განხორციელდეს მოლაპარაკებები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოსთან და ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების სახელმწიფოს ინფორმირება;  გ) უზრუნველყოს, საქართველოს  ყველა სამოქალაქო  აეროპორტის ხელმისაწვდომობა საჰაერო ხომალდისათვის, რომელზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება; დ) დახმარება გაუწიოს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საჰაერო ხომალდს, უზრუნველყოს სანავიგაციო საშუალებების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ხელმისაწვდომობა და მისცეს დაფრენის ნებართვა; ე)   მიიღოს ყველა  საჭირო ზომაა მის ტერიტორიაზე ხმელეთზე მყოფი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვიდრე ისინი არ შეძლებენ ფრენის გაგრძელებას. 2. საქართველო თანამშრომლობს ICAO-ს წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 3. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით განსახორციელებელი მოქმედებები რეგულირდება: ა) ამ პროგრამით და სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით, რომელიც შეეხება ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს, რომელზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმით“, ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდისთვის. 4. უწყებები, საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობაში, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები, აეროდრომის ექსპლუატანტი და მოიჯარეები უზრუნველყოფენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმების შემუშავებას, ინსტრუქციების მომზადებას, კავშირის სისტემების დანერგვას და პერსონალის თეორიულ მომზადებას წელიწადში ერთხელ.  5. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით,  აეროპორტში უნდა განხორციელდეს გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების არასრულმასშტაბიანი და სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები. არასრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება უნდა განხორციელდეს სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.  სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება - მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული ყველა სუბიექტის  მონაწილეობით, სულ მცირე,  ორ  წელიწადში ერთხელ.  6. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს  პრაქტიკული სწავლებების დოკუმენტირება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმაში  ცვლილებების შეტანა. 7. აეროპორტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით აეროდრომის ექსპლუატანტს  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უფლება აქვს შემოიღოს უშიშროების დამატებითი ზომები (როგორიცაა,  აეროპორტის ტერმინალებში მოქალაქეთა დაშვების კონტროლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და სადგომების კონტროლი და სხვ.). 8.  აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა განსაზღვრავს აეროპორტის სხვადასხვა სამსახურის, აგრეთვე აეროპორტის მიმდებარედ განლაგებულ იმ ორგანოებს შორის კოორდინირებული მოქმედებების თანამიმდევრობას, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მცდელობის დროს.  9. ოპერატიული გამოყენების მიზნით აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს: ა) გაუთვალისწინებელი ვითარების შექმნამდე მოქმედებების წინასწარ დაგეგმვას; ბ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს მოქმედებებს; გ) დამხმარე ოპერაციებს და გაუთვალისწინებელი ვითარების დამთავრების შემდეგ დოკუმენტაციის მომზადებას. მუხლი 42🔗. ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება 1. სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებას და გაავრცელებას იმ საჰაერო ხომალდის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ მიზნით, რომ მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინტერესი ამ ფრენის მიმართ. ამ მიზნის მისაღწევად: ა) საჰაერო მოძრაობის  მართვის ორგანო წარუდგენს სააგენტოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საჰაერო ხომალდის შესახებ და ცდილობს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ეკიპაჟის წევრებისაგან რადიოკავშირის საშუალებით; ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი აწვდის სააგენტოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მათ შორის იმ ფრენის შესახებ, რომელიც არ არის ფრენის გეგმაში; გ) აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ახორციელებს ინფორმაციის შეკრებას და სააგენტოსთვის მიწოდებას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ანალიზს, ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს, საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას როგორც დაინტერესებულ მხარეებს, ისე, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურს. 2. სააგენტოს მიერ სხვა სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების საკონტაქტო ქსელითა (PoC Network)  და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ქსელით (SECLIST)  განსაზღვრული საკონტაქტო წყაროების გამოყენებით, მათ შორის: ა) ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო და სატელეგრაფო კომუნიკაციის  ან საავიაციო ფიქსირებული მომსახურების (AFS) საშუალებით იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების   შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს უახლოესი 12 საათის განმავლობაში; ბ) ელექტრონული  ფოსტისა და სატელეგრაფო კომუნიკაციის საშუალებით   ან საავიაციო ფიქსირებული მომსახურების (AFS) საშუალებით  იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს  მომდევნო 12 საათის შემდეგ და არაუგვიანეს  12 დღისა; გ) ფოსტით ან სატელეგრაფო კომუნიკაციის საშუალებით, იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს მომდევნო 12 დღის შემდეგ. 3. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ფრენის ცნობილი ან სავარაუდო  მარშრუტი; ბ)  ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების პუნქტი, დაფრენის სავარაუდო დრო; გ) საფრენოსნო გეგმასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის:  ფრენის სავარაუდო ხანგრძლივობა საწვავის რაოდენობის გათვლით, აღნიშნულ მარშრუტზე ეკიპაჟის და მგზავრების რაოდენობა;  დ) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის   შემადგენლობა, ინფორმაცია  ეკიპაჟის მიერ სავარაუდო  მარშრუტზე ფრენის გამოცდილების შესახებ;   ე) ინფორმაცია საჰაერო ხომალდზე საჰაერო დაცვის ოფიცრის არსებობის შესახებ; ვ) საჰაერო ხომალდზე სანავიგაციო რუკებისა  და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ; ზ)  საჰაერო ხომალდის ეკიპაჟისათვის დაწესებული    ფრენის დროის   და მოცემულ მომენტში  ნაფრენი საათების  შესახებ. 4.  სააგენტო აგზავნის დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში): მგზავრებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირების  რაოდენობის, სახელებისა და გვარების, მათი მოქალაქეობის შესახებ; დაშავებულების რაოდენობის, საჰაერო ხომალდზე არსებული იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო მოწყობილობებისა და ნივთიერებების არსებობის, მათი ტიპისა და რაოდენობის  შესახებ, ეკიპაჟის წევრებისა და საჰაერო დაცვის  ოფიცრის მდგომარეობის შესახებ. 5. ინფორმაცია გადაეცემა: ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოსა და საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოს; ბ) იმ სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ; გ) სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც მძევლებად იქნენ აყვანილნი; დ) სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეები არიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ საჰაერო ხომალდზე; ე)  სამოქალაქო ავიაციის   საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციას. მუხლი 43🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობა 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საპასუხო მოქმედებების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს  ოპერატიული შტაბი, რომელსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 2. ოპერატიული შტაბის ფუნქციები,  მონაწილე უწყებები და მათი ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანებით.  3. ოპერატიული შტაბი იკრიბება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა: ა) საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება; ბ) საჰაერო ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც  საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს; გ)  საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას; დ) სანავიგაციო დანადგარის დაზიანება ან განადგურება ან მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს; ე)  საჰაერო ხომალდზე ან სამოქალაქო აეროპორტში ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს; ვ) საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს; ზ) სამოქალაქო აეროპორტში მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ნებისმიერი მოწყობილობის, ნივთიერების ან იარაღის გამოყენებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი; თ) სამოქალაქო აეროპორტის ობიექტების დაზიანება ან განადგურება,  რითაც ფერხდება აეროპორტის ნორმალური ფუნქციონირება; ი) მძევლების აყვანა საჰაერო ხომალდზე ან აეროდრომზე; კ) საჰაერო ხომალდზე, აეროპორტის ან სანავიგაციო ობიექტებში ძალისმიერი შეღწევა; ლ) საჰაერო ხომალდის გამოყენება სიკვდილის, სხეულის მძიმე დაზიანების,  ქონების ან გარემოს დაზიანების მიზნით. 4. მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საპასუხო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობა ევალება: ა) ოპერატიულ შტაბს – საჰაერო ხომალდის დაფრენის შემდეგ მისი გაჩერების მომენტიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასრულებამდე ან ასაფრენად საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებამდე; ბ) სააგენტოს ხელმძღვანელს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი მის მოადგილეს, – საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში და დაფრენის შემდეგ საჰაერო ხომალდის გაჩერებამდე, ან ასაფრენად  საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებიდან  საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დატოვებამდე. 5. აეროპორტის ტერიტორიაზე ან ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტო გასცემს მითითებას აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ამოქმედების შესახებ და ცენტრი იღებს შემდგომ ზომებს აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საავარიო-ოპერატიული ცენტრის ამოქმედებაში ჩაბმული ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კავშირგაბმულობის საშუალებების შემოწმება, მომსახურება და სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება. 6. აეროპორტის საავარიო-ოპერატიულ ცენტრს ხელმძღვანელობს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი. 7.  საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების  ან  სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნისას ან წარმოქმნის საფრთხის არსებობისას, კრიზისული მდგომარეობის რეგულირებისათვის საჭირო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა  და მართლსაწინაღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული  უწყებების საქმიანობის კოორდინაციისათვის, აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული შეტყობინების სქემის მიხედვით მიწოდებული ინფორმაციის  საფუძველზე, ინფორმაციის მიღებისთანავე იკრიბება ოპერატიული შტაბი. 8. ოპერატიული შტაბი აფასებს არსებულ ვითარებას, დამატებით კონსულტაციებს გადის საავიაციო სფეროს შესაბამის სუბიექტებთან და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მიზნით. 9. ტერორიზმის ნიშნების გამოვლენისას ოპერატიული შტაბი დაუყოვნებლივ ატყობინებს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფს  სათანადო რეაგირებისათვის, ხოლო სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს მის მიერ შემუშავებული გეგმის საფუძველზე გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს. 10. ოპერატიული შტაბი მუშაობას ახორციელებს  აეროპორტის   საავარიო-ოპერატიული ცენტრიდან, რომლის მართვა  გადადის ოპერატიული შტაბის დაქვემდებარებაში. 11. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე  მოქმედებები ხორციელდება კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. 12. ოპერატიული  შტაბი  უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების მიზნით; ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების მიზნით გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები; გ) შეადგინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების გეგმა; დ) განიხილოს და გაანალიზოს საავარიო უშიშროების სფეროში არსებული საფრთხეები, შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. 13.  მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას, საფრთხის გათვალისწინებით მგზავრების, მოქალაქეების, აეროპორტის პერსონალისა და ობიექტების დასაცავად აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით შეიძლება გატარებულ იქნეს შემდეგი ზომები: ა) აეროპორტის ტერმინალში  და მის გარშემო, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა; ბ) ფეთქებადი ნივთიერებების  აღმომჩენი სამსახურებრივი ძაღლების გამოყენება; გ) აეროპორტის ტერმინალში   დაშვების პუნქტების რაოდენობის შემცირება/დროებით გაუქმება და ტერმინალში  შემსვლელი პირების შერჩევითი შემოწმება; დ) აეროპორტის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების გადაადგილების კონტროლი; ე) აეროპორტის ტერმინალის  უშუალო სიახლოვეს ტრანსპორტის დგომის აკრძალვა; ვ) აეროპორტის ტერმინალის  ტერიტორიიდან სანაგვე ყუთების გატანა, რომლებშიც შეიძლება მოთავსდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა; ზ) აეროპორტის ტერმინალში  არაკონტროლირებადი ზონების და მიმდებარე ტერიტორიის მეთვალყურეობის გაძლიერება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით და ოპერატიული მორიგეობის განმახორციელებელი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდით. მუხლი  44🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას საჰაერო მოძრაობის   მომსახურება 1. სახელმწიფოს, რომლის სამოქალაქო ავიაციის მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საქართველო უწევს თანადგომას საქართველოს კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო  საშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემის, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისა და აეროპორტში დაფრენის უფლების მიცემის გზით. 2. ნებისმიერ უცხოურ საჰაერო ხომალდს, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება აქვს ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შემოფრინდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაფრინდეს ნებისმიერ  სამოქალაქო აეროდრომზე. ასეთ საჰაერო ხომალდს საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოები და აეროდრომები ემსახურებიან პირველ რიგში. 3. საჰაერო მოძრაობის  მეთვალყურე   მზად უნდა იყოს ამოიცნოს ნებისმიერი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საჰაერო ხომალდის მიმართ ხორციელდება მართლსაწინაღმდეგო ქმედება. 4. საჰაერო ხომალდზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ზუსტი ან სავარაუდო ინფორმაციის ან აფეთქების მუქარის არსებობისას, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის ყველა მოთხოვნა,   მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია სააერნაოსნო საშუალებების, პროცედურებისა და მომსახურების შესახებ როგორც მთელი ფრენის განმავლობაში ასევე  ნებისმიერ აეროდრომზე დაფრენის შემდეგ,  განახორციელოს  საჭირო ქმედებები შეუფერხებელი ფრენის უზრუნველსაყოფად  ფრენის ყველა ეტაპზე. 5. საჰაერო მოძრაობის  მეთვალყურე   ვალდებულია: ა) იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდმა, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით,  უზრუნველყოს მისი ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს, აგრეთვე გადასცეს ინფორმაცია  მეზობელი ქვეყნების საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს და ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების პუნქტის აეროპორტს მარშრუტზე და დაფრენის სავარაუდო აეროპორტში დაცვის ღონისძიებების დროულად განხორციელებისათვის; ბ) არ დაელოდოს საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის პასუხს და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საჰაერო ხომალდზე საჭირო  ინფორმაციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში; გ) ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით თვალყური ადევნოს და ხელი შეუწყოს საჰაერო ხომალდის ფრენის მიმდინარეობას, საჰაერო ხომალდის მხრიდან გადართვის მოთხოვნის გარეშე უზრუნველყოს მოსაზღვრე საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოსათვის კონტროლის გადაცემა  იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელთან კავშირი სათანადოდ არ ხორციელდება; დ) ეცადოს  განსაზღვროს ფრენის სავარაუდო მარშრუტი და დანიშნულების პუნქტი, იმ შემთხვევაში თუ საჰაერო ხომალდმა შეიცვალა ფრენის მიმართულება და მისი დანიშნულების პუნქტი უცნობია.  აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს და ექსპლუატანტს; ე) უზრუნველყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა/გადაცემა საჰაერო ხომალდსა და იმ  სუბიექტებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან საპასუხო მოქმედებების  მართვის პროცესში. მათ შორის: ე.ა) ავიაგადამზიდველს;   ე.ბ) აეროპორტის საავარიო-ოპერატიულ ცენტრს;  ე.გ) სააგენტოს. 6. აეროდრომზე დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდი უნდა გაჩერდეს იზოლირებულ სადგომზე, რის შემდეგაც ყველა მოქმედება აეროპორტში ხორციელდება სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმისა და აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის  მიხედვით. 7. იმ საჰაერო ხომალდის განსაზღვრის/ამოცნობის წესი, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, აგრეთვე ამ ქმედების ჩადენის დროს ინფორმაციის გადაცემის წესი და მოქმედება, რომელიც უნდა განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანომ, განისაზღვრება აღნიშნული ორგანოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით. 8.  საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში მისი ფრენის მომსახურება ხორციელდება გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების  გეგმის შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებისათვის. 9. საჰაერო ხომალდის დანიშნულების პუნქტში დაფრენისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასრულების შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანო აგზავნის შეტყობინებას საჰაერო ხომალდის დაფრენის შესახებ გაფრენის აეროპორტში და ყველგან, სადაც დაიგზავნა  შეტყობინება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში  უზრუნველყოფს  დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას. მუხლი 45🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ოპერატიულ შტაბთან  შეთანხმების შემდეგ, საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, რათა გამოირიცხოს ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი აეროპორტის კონტროლირებადი ზონის ფარგლებს გარეთ და მათი დაშვება შემთხვევის ადგილზე ხორციელდება ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის ნებართვით. მუხლი  46🔗. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხილვა და ანალიზი 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემდეგ ან მისი განხორციელების საფრთხის შემთხვევაში, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებებისა და პროცედურების ეფექტიანობის განსაზღვრისა და შესაბამისი კორექტივების შეტანის მიზნით, სააგენტო ორგანიზებას უწევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების მოკვლევას და განხილვას. აღნიშნულ პროცესში შეიძლება ჩაერთონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ექსპერტები. 2. განხილვაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს თავისი როლის, წამოჭრილი პრობლემებისა და მიღწეული შედეგების, სხვა მონაწილეებთან ურთიერთმოქმედების, თანამშრომლობის ეფექტიანობის შესახებ და გამოთქვას მოსაზრება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის თაობაზე. 3. განხილვისა და ანალიზის შედეგები სააგენტოს რეკომენდაციებთან ერთად უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს უშიშროების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით. 4. ანალიზის შემდეგ სააგენტო  ატარებს საერთო განხილვას აეროდრომის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირების, საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტის წევრების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. მუხლი 47🔗. შეტყობინება მართლსაწინააღმდეგო ქმედების  განხორციელების შესახებ 1.  მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის ღონისძიებების დასრულებისა და სააგენტოს  მიერ განხორციელებული საპასუხო მოქმედებების ანალიზის  შემდეგ,   სააგენტო  ამზადებს და ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მოთხოვნების შესაბამისად  და დაინტერესებულ სახელმწიფოებს უგზავნის ინფორმაციას განხორციელებული  მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ. 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ პირველადი შეტყობინება ICAO-ს ეგზავნება მოქმედების განხორციელებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო საბოლოო/დაზუსტებული შეტყობინება – 60 დღის განმავლობაში. 3. საბოლოო დაზუსტებული შეტყობინება ეგზავნება სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მოკვლევაში, ექსპლუატანტისა და რეგისტრაციის სახელმწიფოს, სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც დაშავდნენ, დაიღუპნენ ან იქნენ დაკავებულნი, სახელმწიფოებს, რომლებმაც გაწიეს დახმარება ინფორმაციის მოწოდებით, საჭირო საშუალებებისა და ექსპერტების გამოყოფით  და სხვა საშუალებით. 4. შეტყობინების ფორმა განსაზღვრულია ICAO-ს  მიერ  და ივსება ICAO-ს ერთ-ერთ სამუშაო  ენაზე. თავი X გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევებში პროგრამებისა და მოქმედებათა კორექტირება მუხლი 48🔗. ზოგადი დებულებები 1. სახელმწიფო პროგრამის დებულებათა განახლებისა და სრულყოფის მიზნით მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის  რისკის შეფასება. 2. სახელმწიფო პროგრამა, აეროპორტების, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს და სამოქალაქო ავიაციის დარგში ფუნქციონირებადი სხვა ორგანიზაციების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამები პერიოდულად საჭიროებს გადასინჯვას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას. 3. საჰაერო ხომალდისა და აეროპორტის ექსპლუატაციის პირობები/პროცედურები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება შეიცვალოს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზის შედეგად. 4. საფრთხის შესახებ ინფორმაციის დროული, სისტემატური განზოგადება,  სააგენტოსთვის  მიწოდება და ამ ინფორმაციის საფუძველზე რისკის შეფასება  საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამ(ებ)ის ეფექტიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. 5. შესაბამისი უწყებები, საქართველოს  ტერიტორიის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ხასიათიდან გამომდინარე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების გათვალისწინებით, რისკის შეფასების საფუძველზე ახორციელებენ  სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი დებულებების კორექტირებას. მუხლი 49🔗. სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედების  შესახებ  მუქარის შემცველი ინფორმაციის შეფასება 1. სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ მუქარის შეფასებას შემდგომი სათანადო ზომების განსაზღვრის  მიზნით ახორციელებს აეროპორტის  საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი მომზადება. 2. მუქარის შეფასების  შედეგები ეცნობა სააგენტოს და დაინტერესებულ ავიასაწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში - მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებებს  ოპერატიული შტაბის შეკრების მიზნით. 3. წერილობით, ტელეფონით  და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღებული ნებისმიერი მუქარა განიხილება როგორც რეალური, ვიდრე არ მოხდება  მისი შეფასება დადგენილი წესით.  4. მუქარის შემცველი ინფორმაციის შეფასება და მუქარის მიღების დროს განსახორციელებელი მოქმედებები განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 5. მუქარის მიღებისას განსახორციელებელი მოქმედებები ასახული უნდა იყოს  ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების პროგრამაში. მუხლი  50🔗. მართლსაწინააღმდეგო  ქმედების საპასუხო მოქმედებების კორექტირება 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ნებისმიერი კორექტივების შეტანა უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის და აეროპორტის კომიტეტების მეშვეობით, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ ყველა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით, აეროპორტის გარემოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების  ან/და  განხორციელებული მარლთსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ გატარებული საპასუხო მოქმედებების ანალიზის საფუძველზე.   2. სამოქალაქო ავიაციაში საფრთხის დონის მატების შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის მთელ დარგში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომები შესაბამისად მკაცრდება სააგენტოს მითითებით. 3. გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნის პირობებში მნიშვნელოვანია: ა) განხორციელდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროული ლოკალიზება და შემდგომი განვითარების აღკვეთა; ბ) თავიდან იქნეს აცილებული მგზავრებსა და პერსონალს შორის პანიკის წარმოქმნა; გ) სიტუაცია აყვანილ იქნეს კონტროლზე. თავი XI საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება. პასუხისმგებლობა მუხლი 51🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება 1. ავიასაწარმოების კომპეტენციას მიკუთვნებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებას უზრუნველყოფენ  ავიასაწარმოები. 2. სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სამინისტროების/უწყებების მიერ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 52🔗. პასუხისმგებლობა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობასთან ან არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.