სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2016
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2016 წლის 6 ივნისი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის, მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
გადაწყვეტილების მიზანი
წინამდებარე წესის მიღების მიზანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული სოფელი, უბანი, მთა, მდინარე, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, გამზირი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ხეივანი, ბაღი, პარკი, სკვერი, ტყე-პარკი, პანთეონი, სასაფლაო, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები;
ბ) სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა(გადარქმევა);
გ) დუბლირება – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება;
დ) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში წარსულში ან უახლოეს ისტორიულ პერიოდში გამორჩეული წვლილის მქონე ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტური მასალებით) გარდაცვლილი საერო და სასულიერო პირი.
მუხლი 4🔗.
სახელდების პრინციპები
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა) ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარება;
ბ) კონკრეტული ფიზიკურ–გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების გათვალისწინება;
გ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების გაადვილება;
დ) თანამედროვე ქართული სალიტერატურე ენის მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება;
ე) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს;
ვ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
2. მართლმადიდებელი კონფესიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან (ხონი–სამტრედიის ეპარქიასთან).
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელის მინიჭება
სახელწოდებები ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული ან გაურკვეველი მნიშვნელობის მქონე სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) მიიღწევა სახელწოდების დუბლირების თავიდან აცილება;
დ) ტარდება სახელების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებით შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას.
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპულ პიროვნებებთან დაკავშირებით.
2. გამოჩენილ პიროვნებებთან დაკავშირებით სახელდებისას მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით.
3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილ პიროვნებათა ინიციალებით გამოყენება.
4. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი ან გასასვლელი. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსა და გასასვლელსაც.
მუხლი 8🔗.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელების შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას (შემდგომში - კომისია).
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ეკვროდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა;
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას 60 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს კომისია. ინიციატივის წინამდებარე წესთან შესაბამისობის შემთხვევაში კომისია დასკვნას და დადგენილების პროექტს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე დადგენილების მიღების შემთხვევაში დადგენილება შესაბამისი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელმაც 1 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, გავრცელება და სხვა).
6. საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება შესაბამის მასალებთან ერთად მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნებათ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით. დადგენილება აგრეთვე ეგზავნებათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის ორგანოებს.