⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.06.2016
ძალის დაკარგვა 11.12.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.170.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,526 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.2016 მიღება
11.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 2
7 8
12 13
17 18
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი
თანამდებობა სახელი
ხელმოწერა თანამდებობა
ოქმის № თანამდებობა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2016 წლის 3 ივნისი ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 135​1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმების წესის დამტკიცების შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 135​1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი (დანართი №1); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4); ე) სააღსრულებო ფურცლის ფორმა  (დანართი №5). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია დანართი №1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 135​1მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 135​1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბურთულიანი კალმით შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების მოხელეები. 2. სამსახურის უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილ მოხელეთა ნუსხას განსაზღვრავს ბრძანებით. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. მოხელე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 135-ე მუხლითა და 135​1 მუხლით. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ მოხელე ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შედგება ერთი ნაწილისაგან. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი რჩება მის შემვსებ თამამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს: ა) გარდა მე-10 პუნქტისა, ავსებს მოხელე; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შეიტანება: ბ.ა) შედგენის თარიღი (თვე, რიცხვი, წელი) ბ.ბ) შედგენის ადგილი; ბ.გ) ოქმის შემდგენლის თამანდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; ბ.დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ბ.ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ბ.ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით და ჯარიმის ოდენობა; ბ.ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); ბ.თ) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თამამდებობა, სახელი, გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა განმარტება. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი. 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე რომელიც თანაბრად ფარავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი კალმით. ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. 11. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება 1. განყოფილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და არღიცხვა - ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. 5. თანამშრომლებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკის გაცემა ხორციელდება მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაცემა აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ფიქსირდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში. 7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. 8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შენახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა. 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩამოიწერება აქტით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა -უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. ჯარიმის გადახდა სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც გაფორმებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმი ან/და დადგენილება გასაჩივრდება ზემდგომ თანამდებობის პირთან. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 288​3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ. მუხლი 9🔗. ვადების ათვლა ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები. დანართი  №2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 1.  ---------------------------------------------20     წ.                                2.-----------------------------------------------    /ოქმის შედგენის თარიღი: რიცხვი, თვე, წელი/                                                       /ოქმის შედგენის ადგილი/         3. --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------                                   /ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი/ -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4.  დავადგინე, რომ -------------------------------------------------------------------------- -------------------------------                                           /ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი/ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------                                               /ნორმატიული აქტი, რომელიც იქნა დარღვეული/  5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  ------------- მუხლით/მუხლის ----------------ნაწილით. 6. მონაცემები დამრღვევის შესახებ:----------------------------------------------------------------------------------------------              /ფიზიკური პირი: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №  და სხვა პირადი მონაცემები; იურიდიული პირი: სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები/ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. დამრღვევის ახსნა განმარტება: ----------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. 8. მოწმე ან/და  დაზარალებული: -----------------------------------------------------------------------------------------                                                                                    /ხელმოწერა/                         / სახელი, გვარი, მისამართი/ 9. ოქმის შემდგენელი პირი:-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                              /ხელმოწერა/         /სახელი, გვარი/ 10. სამართალდამრღვევი პირი: ---------------------------------------------------------------------------------------------- 11. ჩავიბარე ოქმი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------                                                             /სამართალდამრღვევის ხელმოწერა/ 12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობა:--------------------------------------------------------------------------------- -- 13. შენიშნვა:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დანართი №3 ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი ოქმის № ოქმის გამცემი თანამდებობა სახელი გვარი 1 2 3 4 5 6 ოქმის მიმღები ხელმოწერა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა 7 8 9 10 11 შედგენილი ოქმები ოქმის № თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა 12 13 14 15 16 დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის № ოქმის № თანამდებობა სახელი გვარი შენიშვნა 17 18 19 20 21 22 23 დანართი №4 გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების აქტი № 20-----წლის --------  ქ.ზუგდიდი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ № ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რაოდენობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ექსკლუზიური ნომერი 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს სამსახურის უფროსი:                                                                                           /---------------------/ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:                                                        /----------------------/ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:             /----------------------/ დანართი №5 სააღსრულებო  ფურცელი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ​დადგენილების გამოტანის თარიღი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: სამსახურის უფროსი---------------------