სს „საქცივპროდუქტის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქცივპროდუქტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №201952404, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მღვდლის ქ. №27) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მოწვეულია საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე კრება.
კრება ჩატარდება 2016 წლის 05 ივლისს, 16:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მღვდლის ქ. №27;
კრების დღის წესრიგი:
ა) სს „საქცივპროდუქტის“ მიერ საწარმოს გაყიდვა.
ბ) სს „საქცივპროდუქტის“ კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.
კრების სააღრიცხვო დღე: 2016 წლის 5 ივნისი.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება შეუძლია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან „საქართველოს რეგისტრატორთან“ (მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა / ი. მოსაშვილის ქუჩა №11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60).
სს „საქცივპროდუქტის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაციები აქციონერთა კრებისადმი:
რეკომენდაცია მიეცეს აქციონერთა კრებას, მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) სს „საქცივპროდუქტის“ (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: №2/5-48; 20/08/1996 წ., საიდენტიფიკაციო კოდი: №201952404, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მღვდლის ქ. №27) მიერ საწარმოს გაყიდვის შესახებ და ნება დართოს საზოგადოების დირექტორს, დადოს საწარმოს გაყიდვის ხელშეკრულება;
ბ) იპოთეკით დატვირთოს სს „საქცივპროდუქტის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა №27, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №01.13.07.006.005) იმ პირობით, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნება ბანკის მიერ სს „საქცივპროდუქტის“ საწარმოს მყიდველი სუბიექტის საბანკო კრედიტი და საბანკო კრედიტის დანიშნულება იქნება სს „საქცივპროდუქტისათვის“ საწარმოს ნასყიდობის ფასის გადახდა.
სს „საქცივპროდუქტის“ დირექტორი ს. რუხაძე