სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №58/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2016
matsne.gov.ge 2,919 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (29)
ახალგაზრდა მეცნიერი
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა.
მუხლი 2
გენერალური დირექტორი
ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 2
გრანტის მიმღები
საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული   დასაფინანსებლად  დამტკიცებული  პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი (საქართველოს მოქალაქე) და ახალგაზრდა მეცნიერი
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში
ექსპერტი) – საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ მოწვეული შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს
მუხლი 2
დამხმარე პერსონალი
დოქტორანტისა და ახალგაზრდა მეცნიერის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც ეხმა­რება დოქტორანტს/ახალგაზრდა მეცნიერს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში
მუხლი 2
დოქტორანტი
საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლობს დოქტორანტურაში
მუხლი 2
ზედნადები ხარჯები
პროექტის ტექნიკური უზრუნ­ველ­ყო­ფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის მი­ერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 7%-ს.
მუხლი 2
თანადამფინანსებელი
იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომე­ლიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას
მუხლი 2
თანამონაწილე ორგანიზაცია
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
მუხლი 2
კვლევის ხარჯები
წამყვან და/ან თანამონაწილე ორგანიზაციებში პროექტით გათვალისწინებულ კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ირიცხება წამყვანი და/ან თანამონაწილე ორგანიზაციის ანგარიშზე
მუხლი 2
კომისია
საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი  ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს და აფასებს პროექტებს ამ დებულებით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და ადგენს რანჟირებულ სიებს ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით
მუხლი 2
მიზნობრივი ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიშები, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა
მუხლი 2
პროექტი
დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი
მუხლი 2
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის განხორციელებისათვის სა­ჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კა­ტეგორიების მიხედვით
მუხლი 2
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად კომისიისა და ექსპერტებისთვის განსაზღვრული, ამ წესით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით
მუხლი 2
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი (შემდგომში
პროექტის ხელმძღვანელი) – დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, წამყვანი ორგანიზაციის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე; წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად პროექტის განმცხადებელს
მუხლი 2
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი (შემდგომში
პროექტის თანახელმძღვანელი) – დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქა­ლაქე, თანამონაწილე ორგანიზაციიდან აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელს პროექტის შედგენასა და პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევაში და თანამონაწილე ორგანიზაციის მხრიდან  პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს
მუხლი 2
საბოლოო ანგარიში
საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ ანგარიშს
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა
მუხლი 2
სტიპენდია
დოქტორანტის და ახალგაზრდა მეცნიერის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება რომელიც ირიცხება მის პირად მიზნობრივ ანგარიშზე
მუხლი 2
ტრანში
პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრე­ტუ­ლი საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სა­ხსრები
მუხლი 2
ფონდი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მუხლი 2
შუალედური ანგარიში
საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში
მუხლი 2
ძირითადი პერსონალი
გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამო­ცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქ­ტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი
მუხლი 2
წამყვანი ორგანიზაცია
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს; წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს და დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს
მუხლი 2
კონსულტანტი
უცხო ქვეყნის მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კონსულტირებას უწევს პროექტს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებასა და  პროექტის ადმინისტრირებაში
მუხლი 2
უცხოური პარტნიორი ორგანიზაცია (შემდგომში
პარტნიორი ორგანიზაცია) – უცხოეთში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ან სასწავლო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც ჩართული იქნება პროგრამის განხორციელებაში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
0 ცუდი
1 სუსტი
2 საშუალო
3 კარგი
4 ძალიან კარგი
5 საუკეთესო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კრიტერიუმები და განმარტებები ცუდი
1. პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა 0
2. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევითი კომპონენტი 0
3. განმცხადებლის კომპეტენცია 0
4. პროექტის მენეჯმენტი 0
5. დამატებითი კრიტერიუმი 20-დან 50%-მდე 1 ქულა
ქულების ჯამი: მაქსიმუმ 63 ქულა
ქულა შეფასება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 05.10.2015 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.08.2019 დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.09.2014 მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 20.09.2019 საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 23.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №58/ნ 2016 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა დანართი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის საგრანტო კონკურსის გამართვის წესს,  საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმებსა და მონიტორინგის საკითხებს. 2. საგრანტო კონკურსის მიზანია: ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფა; ბ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით; გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობა;  დ) ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისება სადოქტორო სწავლების საფეხურზე; ე) ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერა კარიერის საწყის ეტაპზე; ვ) სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით. 3. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი. 4. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: ა) არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 5. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულე­ბებს: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო მიმართულებებიდან გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც ცხადდება საგრანტო კონკურსიმუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზ­ნებისათვის აქვს შემდეგი მნი­შვ­­ნელობა: ა) ახალგაზრდა მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა.  ბ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) გრანტის მიმღები – საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული   დასაფინანსებლად  დამტკიცებული  პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი (საქართველოს მოქალაქე) და ახალგაზრდა მეცნიერი; დ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში– ექსპერტი) – საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ მოწვეული შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს; ე) დამხმარე პერსონალი – დოქტორანტისა და ახალგაზრდა მეცნიერის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც ეხმა­რება დოქტორანტს/ახალგაზრდა მეცნიერს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; ვ) დოქტორანტი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლობს დოქტორანტურაში; ზ) ზედნადები ხარჯები – პროექტის ტექნიკური უზრუნ­ველ­ყო­ფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის მი­ერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 7%-ს. თ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომე­ლიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას; ი) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; კ) კვლევის ხარჯები – წამყვან და/ან თანამონაწილე ორგანიზაციებში პროექტით გათვალისწინებულ კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ირიცხება წამყვანი და/ან თანამონაწილე ორგანიზაციის ანგარიშზე; ლ) კომისია – საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი  ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს და აფასებს პროექტებს ამ დებულებით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და ადგენს რანჟირებულ სიებს ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით; მ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიშები, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ნ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; ო) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის სა­ჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კა­ტეგორიების მიხედვით; პ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად კომისიისა და ექსპერტებისთვის განსაზღვრული, ამ წესით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით; ჟ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი (შემდგომშიპროექტის ხელმძღვანელი) – დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, წამყვანი ორგანიზაციის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე; წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად პროექტის განმცხადებელს; რ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი (შემდგომშიპროექტის თანახელმძღვანელი) – დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქა­ლაქე, თანამონაწილე ორგანიზაციიდან აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელს პროექტის შედგენასა და პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევაში და თანამონაწილე ორგანიზაციის მხრიდან  პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე; ს) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს; ტ) საბოლოო ანგარიშისაბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ ანგარიშს; უ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ფ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ქ) სტიპენდია – დოქტორანტის და ახალგაზრდა მეცნიერის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება რომელიც ირიცხება მის პირად მიზნობრივ ანგარიშზე; ღ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრე­ტუ­ლი საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სა­ხსრები; ყ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; შ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში; ჩ) ძირითადი პერსონალიგრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამო­ცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქ­ტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი; ც) წამყვანი ორგანიზაციაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს; წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს და დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ძ) კონსულტანტი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კონსულტირებას უწევს პროექტს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებასა და  პროექტის ადმინისტრირებაში; წ) უცხოური პარტნიორი ორგანიზაცია (შემდგომში – პარტნიორი ორგანიზაცია) – უცხოეთში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ან სასწავლო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც ჩართული იქნება პროგრამის განხორციელებაში.  მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება  1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ წესითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; საგრანტო კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; ბ) კომისიის დამტკიცებას;   გ) კომისიის მიერ ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით გამარჯვებული პროექტების რანჟირებული სიების დამტკიცებას და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტებში ცვლილებების შეტანას; დ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას; ე) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.  მუხლი 4🔗. სუბიექტები საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) წამყვან ორგანიზაციას; ბ) თანამონაწილე ორგანიზაციას; გ) პროექტის ხელმძღვანელს; დ) ახალგაზრდა მეცნიერს; ე) დოქტორანტს; ვ) პროექტის თანახელმძღვანელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  მუხლი 5🔗. საგრანტო კონკურსის პირობები  1. პროექტის განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას. 2. პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას და რომელსაც წესდებით განსაზღვრული აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. 3. საგრანტო კონკურსის მონაწილე პროექტის შემუშავების/განხორციელების პროცესში შესაძლებელია ჩართული იყოს უცხოელი კონსულტანტი ან/და პარტნიორი ორგანიზაცია. 4. პროექტში უნდა იყოს ჩართული მინიმუმ 3 დოქტორანტი და 1 ახალგაზრდა მეცნიერი. 5.   პროექტის ხანგრძლივობაა: ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისათვის – 3 წელი; ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისათვის – 4 წელი. 6. საგრანტო კონკურსის შედეგად შეიძლება დაფინანსდეს ამ დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებში წარდგენილი პროექტები. 7. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პირველი ტრანში ირიცხება ავანსის სახით. ყოველი მომდევნო ტრანშის გადარიცხვა ხორციელდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე. სტიპენდიის თანხის ჩარიცხვა ხდება დოქტორანტისა და ახალგაზრდა მეცნიერის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხები  ირიცხება წამყვანი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე. 8. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ იურიდიულ პირებს საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. 9. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თანამონაწილე ორგანიზაციის, ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 10. პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას. 11. ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაფინანსებული 4-წლიანი პროექტის შემთხვევაში, პროექტის წარმდგენი ვალდებულია, საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში, მის მიერ წარდგენილმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამამ გაიაროს აკრედიტაცია.  მუხლი 6🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები და პროექტის ბიუჯეტი  1. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა: ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაფინანსებული  3-წლიანი პროექტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 220 000 ლარს. ამასთან, პირველ წელს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, მეორე და მესამე წელს მოთხოვნილი ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს (მეორე და მესამე წლის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს); ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაფინანსებული 4-წლიანი პროექტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 245 000 ლარს. ამასთან, პირველ წელს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს, მეორე წელიწადს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, მესამე და მეოთხე წელს მოთხოვნილი ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს (მესამე და მეოთხე წლის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს). 2. დასაფინანსებელი პროექტების ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გადანაწილებას განსაზღვრავს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  3. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას; ბ) დოქტორანტის სტიპენდიას; გ) კვლევის ხარჯებს; დ) მივლინების ხარჯებს; ე) ზედნადებ ხარჯებს; ვ) კონსულტანტის საქართველოში ვიზიტის ხარჯებს. 4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ოთხწლიანი პროექტები დაფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტით პირველ წელს გათვალისწინებულია ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება. 5. პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი. მუხლი 7🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები  საგრანტო კონკურსის ეტაპებია: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება; დ) გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული პროექტების დამტკიცება, კომისიის შეფასების საფუძველზე პროექტების ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით შედგენილი რანჟირებული სიებიდან, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით; ე) საგრანტო  ხელშეკრულებების გაფორმება.  მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში  1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ პროექტები ფონდში აღარ მიიღება. 2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად. 3. ფონდი უფლებამოსილია საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე საგრანტო კონკურსიდან მოხსნას პროექტი: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს; ბ) რომელიც არ შეესაბამება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას; გ) რომელსაც არ ერთვის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და რომელიც არ იქნება ფონდში წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში; დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.  მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება  1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 2. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს. 3. კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 4. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. 5. ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით, კომისია ადგენს შეფასებული პროექტების რანჟირებულ სიებს, დასაფინანსებლად შეარჩევს საუკეთესო პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს. 6. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტი. 7. კომისიის შემადგენლობა და ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. 8. საგრანტო კონკურსის დასრულების შემდეგ, პროექტის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი მას გააცნობს მისი პროექტის შესახებ კომისიის წევრთა და დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ გაკეთებულ დასკვნებს.  მუხლი 10🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები  1.      პროექტის შეფასების კრიტერიუმებია:  კრიტერიუმები და განმარტებები ცუდი სუსტი საშუალო კარგი ძალიან კარგი საუკეთესო შეფასება და კომენტარი 1. პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა 0 1 2 3 4 5 მინიმუმ 0 მაქსიმუმ 15 ქულა 1.      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დასაბუთება: სადოქტორო საგანმანათლებლო  პროგრამის მიზნები და ამოცანები; 2.      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა (კურიკულუმი) 3.      პროგრამის სამიზნე ჯგუფი - პროგრამაზე მიღების წინაპირობები და მინიმალური მოთხოვნები 2. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევითი კომპონენტი 0 1 2 3 4 5 მინიმუმ 0 მაქსიმუმ 20 ქულა 1.      კვლევის საკითხი 2.      კვლევის სტრატეგია, მიდგომა, მეთოდოლოგია 3.      კვლევის ორიგინალობა და ინოვაციურობა (ახალი ცოდნის დარგის განვითარებაში წვლილის შექმნის პოტენციალი) 4.      კვლევითი გეგმის განხორციელებადობა წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად 3. განმცხადებლის კომპეტენცია 0 1 2 3 4 5 მინიმუმ 0 მაქსიმუმ 15 ქულა 1.    პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელისა და კონსულტანტის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და შესაბამისობა სადოქტორო საგანმანათლებლო  პროგრამასთან 2.    წამყვანი ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის შესაბამისობა სადოქტორო პროგრამის განხორციელებასთან 3.    პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი ინტერ და ინტრა-ინსტიტუციური თანამშრომლობის ხარისხი 4. პროექტის მენეჯმენტი 0 1 2 3 4 5 მინიმუმ 0 მაქსიმუმ 10 ქულა 1.      პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან 2.      პროექტის შედეგების გავრცელება და მდგრადობა  5. დამატებითი კრიტერიუმი 20-დან 50%-მდე 1 ქულა 50-დან 75%-მდე 2 ქულა 75% და ზემოთ 3 ქულა მინიმუმ 0 მაქსიმუმ 3 ქულა    პროგრამის განვითარებისთვის წამყვანი, ან თანამონაწილე ორგანიზაციის მხრიდან თანადაფინანსების კომპონენტი ქულების ჯამი: მაქსიმუმ 63 ქულა პროექტის შემაჯამებელი შეფასება/კომენტარი: 2. პირველი - მეოთხე კრიტერიუმების ქვე-კრიტერიუმების შეფასების განმარტება: ქულა შეფასება განმარტება 0 ცუდი პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო. 1 სუსტი პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები. 2 საშუალო პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა. 3 კარგი პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია  დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება 4 ძალიან კარგი პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა. 5 საუკეთესო გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო. 3. შეფასების კრიტერიუმების 1-4 კრიტერიუმების თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით, ხოლო მეხუთე - დამატებითი კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 63 ქულა. 4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 45 ან მეტი ქულა. 5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში, შემდეგ კი თანმიმდევრულად, მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს. მუხლი 11🔗. ინტერესთა კონფლიქტი  1. დაუშვებელია კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში: ა) რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის მონაწილე; ბ) რომელიც არის დაინტერესებული მხარე: პროექტში მონაწილე ან მონაწილის ნათესავი. 2. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3. კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია შესაბამის კომისიას და გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ. 4. კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ თვლის, რომ იგი ვერ იქნება ობიექტური, რადგან შესაფასებელი პროექტი უწევს კონკურენციას მის სამეცნიერო მოღვაწეობას ან მან შეიძლება ნახოს პირადი სამეცნიერო სარგებელი ამ პროექტის შეფასებით. 5. ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომისიის წევრის ან/და ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საგრანტო კონკურსის კომისიის წევრის ან/და დამოუკიდებელი ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ფონდისათვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე. მუხლი 12🔗. პროექტების დამტკიცება  ფონდი ამტკიცებს კომისიის შეფასების საფუძველზე ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით შემდგარი რანჟირებული სიებიდან გამარჯვებულ პროექტებს. მუხლი 13🔗. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება  გამარჯვებული პროექტების გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.  მუხლი 14🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი  1. ფონდი საანგარიშო პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2.  ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი: ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების საგრანტო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; ბ) ეყრდნობა წამყვანი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს დედნის, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანირებული) სახით. 3. ფონდის მიერ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება შესაბამის  ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლებელია დაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდში; დ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით. იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით/ებით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს. 4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით. 5.  პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დასახული მიზნების და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.  მუხლი 15🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება  1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) გაუქმდა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, ან მოხდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაცია; ბ) გაუქმდა შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო  პროგრამის აკრედიტაცია; გ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის გრანტის მიმღები იურიდიული პირის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, წამყვანი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ (კვლევით ხარჯებს), „დ“ (მივლინების ხარჯებს) და „ვ“ (კონსულტანტის საქართველოში ვიზიტის ხარჯებს)  ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის სრული ოდენობა. 4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები  და  პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.