საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №57/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| 0 | ცუდი |
| 1 | სუსტი |
| 2 | საშუალო |
| 3 | კარგი |
| 4 | ძალიან კარგი |
| 5 | საუკეთესო |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები | ქულები |
| 0 ცუდი | 1 სუსტი |
| 3.3. თანადაფინანსების თანაფარდობა ფონდიდან მოთხოვნილ თანხასთან | 0-დან-7-მდე% |
| ქულა | შეფასება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№57/ნ
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში - დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. კონკურსის მიზანია:
ა) ხელი შეუწყოს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;
ბ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);
გ) სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;
დ) საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას;
ე) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშგება - ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად გრანტის მიმღების მიერ ფონდში წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური და პროგრამული აქტივობების შესრულებას;
ბ) გენერალური დირექტორი – სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) გრანტის მიმღები - პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია საქართველოდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი (საქართველოს მოქალაქე), ძირითადი პერსონალი (საქართველოს მოქალაქე);
დ) დამხმარე პერსონალი - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;
ე) დამოუკიდებელი დარგობრივი ექსპერტი (შემდგომში - ექსპერტი) - საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ მოწვეული შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;
ვ) ინტერინსტიტუციური პროექტი (ერთობლივი პროექტი) - პროექტი, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობს რამდენიმე იურიდიული პირი (ადგილობრივი ან/და საერთაშორისო);
ზ) ინტრაინსტიტუციური პროექტი - პროექტი, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობს ერთი იურიდიული პირის რამდენიმე სტრუქტურული ერთეული;
თ) ზედნადები ხარჯები - პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 7%-ს;
ი) თანამონაწილე ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების ან/და სხვა სამეცნიერო საქმიანობის განხორცილება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე. თანამონაწილე ორგანიზაცია შეიძლება იყოს ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურდიული პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის გარკვეული ამოცანების შესრულებაში;
კ) თანადამფინანსებელი - საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აფინანსებს პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების ნაწილს;
ლ) კონკურსი - ამ დებულებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა;
მ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტისთვის გახსნილი ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ნ) მონიტორინგი - საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამული და ფინანსური აქტივობების შესრულების მონიტორინგის პროცედურა, რომელსაც ახორცილებს ფონდი.
ო) პროექტი - დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი;
პ) პროექტის ბიუჯეტი - პროექტის განხორცილებისთვის საჭირო დაფინანსების საერთო ოდენობა, ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ჟ) პროექტის პერსონალი - პროექტში ჩართული პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ამოცანებს, ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.
რ) პროექტის ხელმძღვანელი - საქართველოს მოქალაქე, მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც არის ადმინისტრაციული, აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი წამყვანი ორგანიზაციიდან; ხელმძღვანელობს პროექტის მომზადებას, განხორციელებასა და პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებას; პასუხისმგებელია პროექტის განხორცილების ანგარიშგებაზე გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად; პასუხისმგებელია პროექტის შედეგებზე;
ს) პროექტის თანახელმძღვანელი - საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც არის ადმინისტრაციული, აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი თანამონაწილე ორგანიზაციიდან; მონაწილეობს პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში პროექტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; პასუხისმგებელია პროექტის განხორცილების ანგარიშგებაზე გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად პროექტის ხელმძღვანელთან ერთად;
ტ) პროექტის კოორდინატორი - საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში პროექტის ხელმძღვანელთან ერთად და პასუხისმგებელია საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმეებზე;
უ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები - ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
ფ) კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, აკადემიური ან/და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის სამეცნიერო შინაარსზე;
ქ) კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი - საქართველოს მოქალაქე, ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობს პროექტის ორგანიზებაში;
ღ) საკონკურსო კომისია - კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს პროექტებს ამ დებულებით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და ადგენს რანჟირებულ სიას;
ყ) საგრანტო ხელშეკრულება - გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
შ) ტრანში - ფონდიდან გრანტის მიმღების მიზნობრივ ანგარიშზე გადასარიცხი/გადარიცხული თანხები, რომლებიც განსაზღვრულია საგრანტო ხელშეკრულებით;
ჩ) ფონდი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ც) ძირითადი პერსონალი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში, პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის, კოორდინატორის, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრის ან საორგანიზაციო კომიტეტის წევრის სტატუსით;
ძ) წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების ან/და სხვა სამეცნიერო საქმიანობის განხორცილება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით; აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე.
მუხლი 3🔗.
კონკურსის ადმინისტრირება
1. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის გრანტი გაიცემა მხოლოდ კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ადმინისტრირებას ახორცილებს ფონდი ამ დებულებისა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული წესებისა და პირობების მიხედვით.
2. კონკურსის გამოცხადებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას ფონდი აქვეყნებს ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას;
ბ) კონკურსის პროგრამა და პირობების, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) საკონკურსო კომისიის შექმნასა და მისი მუშაობის ორგანიზებას ამ დებულებით განსაზღვრული წესით;
დ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენას, გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებასა და კონკურსის შედეგების გამოცხადებას;
ე) გამარჯვებულებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებასა და დაფინანსებას;
ვ) საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
4. ფონდი უფლებამოსილია, განსაზღვროს და კონკურსის გამოცხადებამდე გაასაჯაროოს კონკრეტული წლისათვის კონკურსის პრიორიტეტები.
5. ფონდი უფლებამოსილია, არ განიხილოს კონკურსის რეგისტრაციის ვადების დარღვევით წარმოდგენილი პროექტები.
6. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი, რომელიც წარმოდგენილია გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების, ფორმისა და პირობების დარღვევით.
მუხლი 4🔗.
კონკურსში მონაწილე სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) წამყვან ორგანიზაციას;
ბ) თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) პროექტის ხელმძღვანელს;
დ) პროექტის თანახელმძღვანელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ძირითად პერსონალს;
ვ) პროექტის კოორდინატორს;
2. გრანტის მიმღები ვერ იქნება უცხოეთში რეგისტრირებული თანამონაწილე ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის თანახელმძღვანელი და უცხო ქვეყნის მოქალაქე პირი ძირითადი პერსონალიდან.
3. პროექტის ხელმძღვანელსა და თანახელმძღვანელს შეუძლია კონკურსზე დაარეგისტრიროს მხოლოდ ერთი პროექტი.
მუხლი 5🔗.
კონკურსის ძირითადი პირობები
1. ინტერინსტიტუციური პროექტების (ერთობლივი პროექტების) შემთხვევაში, ერთ-ერთი მონაწილე იურდიული პირი ითვლება წამყვან ორგანიზაციად, ხოლო დანარჩენი თანამონაწილედ. პროექტის ხელმძღვანელი უნდა მოღვაწეობდეს წამყვან ორგანიზაციაში, ხოლო პროექტის თანახელმძღვანელი - თანამონაწილე ორგანიზაციაში.
2. პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი.
3. პროექტს უნდა ჰყავდეს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია კონფერენციის თემატიკის შესაბამისი მიმართულების მეცნიერებით და მკვლევრებით.
მუხლი 6🔗.
ბიუჯეტი
1. საგრანტო დაფინანსება შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებას;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას;
გ) მივლინებას;
დ) საქონელსა და მომსახურებას;
ე) ძირითად აქტივებს;
ვ) ზედნადებ ხარჯებს.
2. გრანტის სახსრებით დაუშვებელია, უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, სატრანსპორტო საშუალებების და კომპიუტერის შეძენა.
3. პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი.
4. პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს საკონფერენციო გადასახადს.
5. გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული პროექტის ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურების 1/4), ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდში წარდგენისა და ფონდის მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ.
6. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ იურიდიულ პირს, ინტერინსტიტუციური პროექტის (ერთობლივი პროექტის) შემთხვევაში - წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას/ორგანიზაციებს, ურთიერთშეთანხმების შესაბამისად.
7. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა საგრანტო პროექტისათვის არ უნადა აღემატებოდეს 40 000 ლარს.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება და რანჟირებული სიის დადგენა;
დ) გამარჯვებული პროექტების დამტკიცება;
ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8🔗.
საკონკურსო კომისია
1. საკონკურსო კომისიას ქმნის და კომისიის მუშაობის წესს ადგენს გენერალური დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ფონდის თანამშრომელი შესაძლებელია იყოს საკონკურსო კომისიის წევრი ხმის უფლების გარეშე.
3. საკონკურსო კომისია განიხილავს და აფასებს კონკურსში მონაწილე პროექტებს ამ დებულებით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
4. საკონკურსო კომისია ვალდებულია, გაითვალისწინოს ფონდის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები.
5. საკონკურსო კომისია ადგენს შეფასებული პროექტების რანჟირებულ სიას, დასაფინანსებლად შეარჩევს საუკეთესო პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს.
6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოიწვიოს ექსპერტი.
7. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსიდან მოხსნას კონკურსის პირობებთან შეუსაბამო პროექტები.
8. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
მუხლი 9🔗.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები
ქულები
კომენტარი
0
ცუდი
1
სუსტი
2
საშუალო
3
კარგი
4
ძალიან კარგი
5
საუკეთესო
ქულების
ჯამი
1. სამეცნიერო ღირებულება
მინიმუმ 0, მაქსიმუმ 20 ქულა
1.1. კონცეფცია - კონფერენციის სტატუსი, მიზანი და ამოცანები, სამიზნე ჯგუფები
1.2. ფორმატი - სექციები, თემები, პლენარული მომხსენებლები
1.3. სტრატეგია - კონფერენციის ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერების ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმები
1.4. ძირითადი პერსონალის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან
2. მნიშვნელობა
მინიმუმ 0,
მაქსიმუმ 15 ქულა
2.1. მოსალოდნელი შედეგები სამეცნიერო საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსათვის, და ფართო საზოგადოებისათვის
2.2. საკონფერენციო მასალების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები
2.3. ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის ხარისხი
3. მართვა და განხორციელებადობა
მინიმუმ 0, მაქსიმუმ 15 ქულა
3.1. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან
3.2. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან და ბიუჯეტის დასაბუთება
3.3. თანადაფინანსების თანაფარდობა ფონდიდან მოთხოვნილ თანხასთან
0-დან-7-მდე%
7-დან-20-მდე%
20-დან-40-მდე%
40-დან-60-მდე%
60-დან-80-მდე%
80% მეტი
ქულების ჯამი:
50
პროექტის შეფასება:
2. თითოეული ქვეკრიტერიუმის შეფასება ხდება 5 ქულიანი სისტემით, შემდეგნაირად:
ქულა
შეფასება
განმარტება
5
საუკეთესო
ყოვლად გამორჩეული, უმაღლესი სამეცნიერო ღირებულების, უაღრესად მნიშნელოვანი და კარგად მართული პროექტი.
4
ძალიან კარგი
ორიგინალური, მრავალი უპირატესობის მქონე, მნიშვნელოვანი და მართული პროექტი, რომლიც ზუსტად პასუხობს კრიტერიუმის მოთხოვნებს. ვლინდება აქვს მცირეოდენი სისუსტეები.
3
კარგი
მისაღები პროექტი, ორიგინალური ან მნიშვნელოვანი ელემენტებით, რომელიც პასუხობს კრიტერიუმების მოთხოვნებს. ვლინდება გარკვეული სისუსტეები
2
საშუალო
არადამაკმაყოფილებელი ხარისხის, სუსტად დასაბუთებული, მაგრამ ორიგინალური პროექტი, რომელიც ფასდება კრიტერიუმებით.
1
სუსტი
გაუგებარი ღირებულების, დაუსაბუთებელი, უპერსპექტივო პროექტი, რომელიც ვერ ფასდება კრიტერიუმებით.
0
ცუდი
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
3. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 50 ქულა.
4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ქულა.
5. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში - სამეცნიერო ღირებულებაში, შემდეგ კი თანმიმდევრულად მეორე და მესამე კრიტერიუმებში. სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფარგლებში ფონდიდან მოთხოვნილი თანხა უფრო ნაკლებია.
მუხლი 10🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია, საკონკურსო კომისიის წევრი ან/და ექსპერტი იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში:
ა) რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე;
ბ) რომელიც არის დაინტერესებული მხარე: პროექტში მონაწილე ან მონაწილის ნათესავი;
2. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. საკონკურსო კომისიის წევრი ან/და ექსპერტი ვალდებულია, შესაბამის საკონკურსო კომისიას და გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ.
4. საკონკურსო კომისიის წევრი ან/და ექსპერტი უფლებამოსილია, განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ თვლის, რომ იგი ვერ იქნება ობიექტური, რადგანაც შესაფასებელი პროექტი უწევს კონკურენციას მის სამეცნიერო მოღვაწეობას ან მან შეიძლება ნახოს პირადი სამეცნიერო სარგებელი ამ პროექტის შეფასებით.
5. ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს საკონკურსო კომისიის წევრის ან/და ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ფონდისათვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე.
მუხლი 11🔗.
საგრანტო ხელშეკრულება
საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გრანტის მიმღებთან.
მუხლი 12🔗.
პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. ფონდი ახორციელებს მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს პროექტით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას.
4. მონიტორინგი ხორციელდება გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმებისა და წესების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. ფონდი უფლებამოსილია, შეამოწმოს პროექტის მიმდინარეობა მისი განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
6. ფონდის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან დაესწრონ კონფერენციას.
7. ფონდი უფლებამოსილია, მოწვეული ექსპერტების მეშვეობით შინაარსობრივად შეაფასოს დასრულებული პროექტების ეფექტიანობა და შედეგები.
8. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მასალები გამოიყენოს თავის საქმიანობის ანგარიშში, ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში ან/და განათავსოს თავის ვებგვერდზე.
მუხლი 13🔗.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:
ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია;
ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ან/და ანგარიშში წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია.
3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში, წარმოდგენილია ფინანსური და პროგრამული ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.