თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №55/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 0 | ცუდი |
| 1 | სუსტი |
| 2 | საშუალო |
| 3 | კარგი |
| 4 | ძალიან კარგი |
| 5 | საუკეთესო |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| კრიტერიუმები და განმარტებები | ცუდი |
| ქულების ჯამი: | 50 |
| ქულა | შეფასება |
| შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები | ქულები |
| 0 ცუდი | 1 სუსტი |
| 1. სამეცნიერო ღირებულება | მინიმუმ 0, მაქსიმუმ 20 ქულა |
| 2. მნიშვნელობა | მინიმუმ 0, მაქსიმუმ 15 ქულა |
| 3. მართვა და განხორციელებადობა | მინიმუმ 0, მაქსიმუმ 15 ქულა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტისა (SC) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულების და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№55/ნ
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამენიერო საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში - დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.
3. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას:
ა) ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად;
ბ) მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად;
გ) ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების განსახორციელებლად.
4. კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს და ქვემიმართულებებს:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ა.ა) მათემატიკა;
ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;
ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;
ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;
ა.ე) დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;
ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:
ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;
ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;
ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;
ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;
ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;
ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;
ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;
ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;
ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;
ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია;
ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები.
გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:
გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;
გ.ბ) კლინიკური მედიცინა;
გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;
გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;
გ.ე) მედიცინის სხვა დარგები.
დ) აგრარული მეცნიერებები:
დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;
დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;
დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;
დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;
დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები.
ე) სოციალური მეცნიერებები:
ე.ა) ფსიქოლოგია;
ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;
ე.გ) განათლების მეცნიერებანი;
ე.დ) სოციოლოგია;
ე.ე) სამართალი;
ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;
ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;
ე.თ) მედია და კომუნიკაცია;
ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები.
ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;
ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;
ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;
ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);
ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალგაზრდა მკვლევარი – პირი ძირითადი პერსონალიდან რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი, ასევე დოქტორანტი, მაგისტრი და მაგისტრანტი.
ბ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) გრანტის მიმღები - კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი - მეცნიერთა ჯგუფის წევრები, ხოლო ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებისათვის - ფიზიკური პირი.
დ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში ექსპერტი) − პირი, რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;
ე) დამხმარე პერსონალი - ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში;
ვ) თანადამფინანსებელი - იურიდიული, ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც ფონდთან ერთად აფინანსებს ერთობლივ კვლევით პროექტს;
ზ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული გრანტი მიმღების მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
თ) ერთობლივი კვლევითი პროექტი - დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ თურქეთის მეცნიერთა ჯგუფთან თანამშრომლობით ერთობლივი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
ი) ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტი - დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ თურქეთის მეცნიერთა ჯგუფთან თანამშრომლობით ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის განსახორციელებლად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
კ) პროექტი - ერთობლივი კვლევითი პროექტი, ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტი და ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტი;
ლ) პროექტის ბიუჯეტი - პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
მ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისა და კომისიისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
ნ) პროექტის ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები პირი პროექტის ძირითადი პერსონალის შემადგენლობიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე, კოორდინაციას უწევს მეცნიერთა ჯგუფის მუშაობას, ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტს არ ჰყავს პროექტის ხელმძღვანელი;
ო) საანგარიშო პერიოდი - საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს.
პ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს.
ჟ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
რ) საკონკურსო დოკუმენტაცია - ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ს) ტრანში - პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ტ) ფონდი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
უ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
ფ) ძირითადი პერსონალი/მეცნიერთა ჯგუფი საქართველოდან - გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; გრანტის მიმღებები შესაძლებელია იყვნენ მეცნიერთა ჯგუფის ის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები;
ქ) კომისია - ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ განაცხადს.
ღ) საგრანტო ხელშეკრულება − გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ყ) კონკურსი - ფონდისა და TUBITAK-ის მიერ ერთობლივად ადმინისტრირებული კონკურსი;
შ) ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტი - დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად თურქეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ან/და კვლევით უნივერსიტეტებში საქართველოს მეცნიერის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის განსახორციელებლად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
ჩ) TUBITAK - თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭო.
მუხლი 3🔗.
კონკურსის ადმინისტრირება
1. საქართველოს მხრიდან კონკურსის სრულ ადმინისტრირებასა და გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და TUBITAK-სა და ფონდს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმით განსაზღვრული პერიოდულობით;
ბ) კონკურსის პროგრამისა და პირობების (ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების) დადგენასა და დამტკიცებას გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და გამოცხადებას,
გ) კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
დ) საუკეთესო პროექტების გამოვლენას, შეთანხმებას TUBITAK-თან და გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;
ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
3. TUBITAK უზრუნველყოფს:
ა) TUBITAK-ის მიერ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ერთობლივი კვლევითი პროექტების დამტკიცებას;
ბ) ფონდისათვის ინფორმაციის მიწოდებას ერთობლივი პროექტების დამტკიცების შესახებ.
გ) დამტკიცებული ერთობლივი პროექტის მონაწილე თურქეთის მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას.
მუხლი 4🔗.
სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.
2. კონკურსში მონაწილეობისა და ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე:
ა) მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს 35 წლამდე;
ბ) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
3. კონკურსში მონაწილეობისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK -ში. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.
მუხლი 5🔗.
გრანტის პირობები და ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.
2. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს.
3. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს.
4. საგრანტო დაფინანსება შეიძლება მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:
ა) საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30000 ლარს, ხოლო წლიური თანხა-15000 ლარს.
ბ) საკონკურსოდ წარდგენილი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს.
გ) საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
5. პროექტი შესაძლებელია წარმოადგენდეს სხვა საერთაშორისო პროექტით გათვალისწინებული კვლევის იმ დაუფინანსებელ ნაწილს, რომელიც საჭიროებს თანადაფინანსებას, ან აღნიშნული კვლევის გაგრძელებას.
6. ერთობლივი კვლევითი პროექტისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდებით. ყოველი პერიოდის ბოლოს პროექტის ხელმძღვანელის, ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის შემთხვევაში - გრანტის მიმღების მიერ ფონდს წარედგინება ფონდის მიერ დადგენილი ფორმებს მიხედვით პროექტის შესრულების ანგარიში, რომელიც შედგება პროგრამული და ფინანსური ნაწილებისაგან. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება წინა საანგარიშო პერიოდის შედეგების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე.
7. პროექტის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.
8. ერთობლივ კვლევითი პროექტისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება მეცნიერთა ჯგუფს, მათ შორის წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
9. ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კონკურსებზე წარდგენილ პროექტებს შესაძლოა ჰყავდეთ თანადამფინანსებელი.
მუხლი 6🔗.
პროექტის ბიუჯეტი
1. ერთობლივი კვლევითი პროექტის ბიუჯეტი და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება;
ე) ძირითადი აქტივები.
2. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს საერთაშორისო მგზავრობის, საცხოვრებლისა და ვიზის, საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველდღიური ხარჯების და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურებას გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ჯამური ოდენობის ფარგლებში.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის/ავტოსატრანსპორტო სხვა საშუალების შეძენა.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების წარდგენა ფონდში;
გ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან;
დ) პროექტების შეფასება კომისიისა და პარალელურ რეჟიმში TUBITAK-ის ექსპერტების მიერ;
ე) კომისიის შეფასებისა და TUBITAK - თან შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;
ვ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8🔗.
საკონკურსო დოკუმეტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9🔗.
პროექტის განხილვის პროცესი და შეფასება
1. კონკურსში ცალცალკე ფასდება ერთობლივი კვლევითი პროექტები, ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტები და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტები.
2. ერთობლივი კვლევითი პროექტების კონკურსის ფარგლებში შეფასდება მხოლოდ ერთობლივად წარდგენილი პროექტები.
3. დაფინასდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც შერჩეული და დამტკიცებულია ფონდისა და TUBITAK-ის მიერ ერთობლივად.
4. პროექტების განსახილველად კომისიის შემადგენლობასა და მისი მუშაობის წესს ამტკიცებს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ფონდი უზრუნველყოფს კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
6. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს დარგობრივი ექსპერტი.
7. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.
8. კომისია ადგენს იმ პროექტების სიას, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ.
9. კომისია აფასებს კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფ რეგისტრირებულ პროექტებს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
10. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტისათვის, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტებისთვის დგება ცალცალკე რანჟირებული სია.
11. კომისიის მიერ შეფასებული ერთობლივი კვლევითი პროექტების, ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტების და სამეცნიერო კვლევითი ვიზიტების პროექტების რანჟირებული სიებიდან კომისიის მიერ დადგენილი უმაღლესი შეფასებების მქონე პროექტების ჩამონათვალს ფონდი უგზავნის TUBITAK-ს.
12. ფონდი TUBITAK-სგან იღებს მის მიერ ჩატარებული შეფასების პროცედურით გამოვლენილ საუკეთესო ერთობლივი კვლევითი პროექტების, ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტების და სამეცნიერო კვლევითი ვიზიტების პროექტების სიებს. ფონდისა და TUBITAK -ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო პროექტებიდან ერთობლივად შეირჩევა დასაფინანსებელი პროექტები რენჟირებული სიების მიხედვით.
13. კომისიისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება.
14. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
15. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პროექტის ძირითადი პერსონალის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.
მუხლი 10🔗.
პროექტთა შეფასების კრიტერიუმები
1. ერთობლივი კვლევითი პროექტების შეფასებას კომისია და ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი წესით:
ა) შეფასების კრიტერიუმები:
კრიტერიუმები და
განმარტებები
ცუდი
სუსტი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
საუკეთესო
შეფასება
და კომენტარი
0
1
2
3
4
5
მინიმუმ 0
მაქსიმუმ 5
ქულა
1 - სამეცნიერო დასაბუთება (წარმოდგენილი კვლევის სიახლე, სამეცნიერო ღირებულება, პროექტის სიცხადე, მითითებული წყაროების ადეკვატურობა)
2 - მეთოდოლოგია (მეთოდოლოგიის დასაბუთება: ორიგინალობა და მიზანშეწონილობა)
3 - მოსალოდნელი სამეცნიერო შედეგები (დასახული მიზნების მიღწევადობა, მიღებული შედეგების გამოყენებადობა)
4 - პროექტში ჩართული ადამიანური რესურსების (პროექტის ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრ(ებ)ის) კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტთან
5 - განხორციელებადობა და გამოყენება (არსებული ინსტიტუციური ტექნიკური შესაძლებლობებისა და რესურსების, აგრეთვე მოთხოვნილი მატერიალური და ფინანსური რესურსების, პროექტის განხორციელების გრაფიკის შესაბამისობა მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან)
6 - პროექტის მდგრადობა და პერსპექტივა სამეცნიერო განვითარების, კომერციალიზაციისა და სამეცნიერო თანამშრომლობის თვალსაზრისით
7 - პროექტის უცხოელი პარტნიორის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისობა კვლევით პროექტთან
ქულების ჯამი:
მაქსიმუმ 35
ქულა
შემაჯამებელი კომენტარები:
1 - სამეცნიერო ღირებულების შესახებ:
2 - რამდენად შესაძლებელია შემოთავაზებული განრიგით და ადამიანური რესურსებით დასახული მიზნების მიღწევა:
ბ) თითოეული კრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით შემდეგნაირად:
ქულა
შეფასება
განმარტება
0
ცუდი
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.
2
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.
3
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.
გ) ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 35 ქულა.
დ) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 25 ან მეტი ქულა.
ე) თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში, შემდეგ კი მეოთხე და მეხუთე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
2. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტისათვის პროექტების შეფასებას კომისია და ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი წესით:
ა) შეფასების კრიტერიუმები:
კრიტერიუმები და
განმარტებები
ცუდი
სუსტი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
საუკე-თესო
შეფასება
და კომენტარი
0
1
2
3
4
5
მინიმუმ 0
მაქსიმუმ 5
ქულა
1 - მეცნიერის კვალიფიკაცია, კომპეტენცია.
2 - ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროგრამის მნიშვნელობა მეცნიერის მიმდინარე კვლევითი საქმიანობისათვის.
3 – მასპინძელი ორგანიზაციისა და ერთეულის (ლაბორატორიის, დეპარტამენტის და სხვ.), პროფილისა და რესურსების, აგრეთვე საერთაშორისო კოლაბორატორების კომპეტენციის და გამოცდილების შესაბამისობა მეცნიერის მიმდინარე კვლევითი საქმიანობისათვის.
4 - ვიზიტის მოსალოდნელი შედეგები
ქულების ჯამი:
მაქსიმუმ 20
ქულა
შემაჯამებელი კომენტარი:
ბ) თითოეული კრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით შემდეგნაირად:
ქულა
შეფასება
განმარტება
0
ცუდი
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.
2
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.
3
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.
გ) ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 20 ქულა.
დ) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 15 ან მეტი ქულა.
ე) თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში, შემდეგ კი თანმიმდევრულად, მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმებში. აღნიშნულ ოთხივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
3. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტების შეფასებას კომისია და ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი წესით:
ა) შეფასების კრიტერიუმები:
შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები
ქულები
კომენტარი
0
ცუდი
1
სუსტი
2
საშუალო
3
კარგი
4
ძალიან კარგი
5
საუკეთესო
ქულების
ჯამი
1. სამეცნიერო ღირებულება
მინიმუმ 0, მაქსიმუმ 20 ქულა
1.1. კონცეფცია - ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების სტატუსი, მიზანი და ამოცანები, სამიზნე ჯგუფები
1.2. ფორმატი - სექციები, თემები, პლენარული მომხსენებლები
1.3. სტრატეგია - ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერების და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმები
1.4. ძირითადი პერსონალის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან
2. მნიშვნელობა
მინიმუმ 0,
მაქსიმუმ 15 ქულა
2.1. მოსალოდნელი შედეგები სამეცნიერო დარგისთვის, სამეცნიერო საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსათვის და ფართო საზოგადოებისათვის
2.2. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების მასალების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები
2.3. ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის ხარისხი
3. მართვა და განხორციელებადობა
მინიმუმ 0, მაქსიმუმ 15 ქულა
3.1. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან
3.2. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან და ბიუჯეტის დასაბუთება
3.3. თანადაფინანსების თანაფარდობა ფონდიდან მოთხოვნილ თანხასთან ასეთის არსებობის შემთხვევაში
0-დან-7-მდე%
7-დან-20-მდე%
20-დან-40-მდე%
40-დან-60-მდე%
60-დან-80-მდე%
80% მეტი
ქულების ჯამი:
50
პროექტის შემაჯამებელი კომენტარი:
ბ) თითოეული ქვეკრიტერიუმის შეფასება ხდება 5-ქულიანი სისტემით, შემდეგნაირად:
ქულა
შეფასება
განმარტება
5
საუკეთესო
ყოვლად გამორჩეული, უმაღლესი სამეცნიერო ღირებულების, უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგად მართული პროექტი.
4
ძალიან კარგი
ორიგინალური, მრავალი უპირატესობის მქონე, მნიშვნელოვანი და მართული პროექტი, რომლიც ზუსტად პასუხობს კრიტერიუმის მოთხოვნებს. ვლინდება აქვს მცირეოდენი სისუსტეები.
3
კარგი
მისაღები პროექტი, ორიგინალური ან მნიშვნელოვანი ელემენტებით, რომელიც პასუხობს კრიტერიუმების მოთხოვნებს. ვლინდება გარკვეული სისუსტეები
2
საშუალო
არადამაკმაყოფილებელი ხარისხის, სუსტად დასაბუთებული, მაგრამ ორიგინალური პროექტი, რომელიც ფასდება კრიტერიუმებით.
1
სუსტი
გაუგებარი ღირებულების, დაუსაბუთებელი, უპერსპექტივო პროექტი, რომელიც ვერ ფასდება კრიტერიუმებით.
0
ცუდი
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
გ) ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 50 ქულა;
დ) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ქულა.
ე) ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში - სამეცნიერო ღირებულებაში, შემდეგ კი თანმიმდევრულად მეორე და მესამე კრიტერიუმში. სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა უფრო ნაკლებია.
მუხლი 11🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია კომისიის წევრი და ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს კომისიის წევრი და ექსპერტი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. კომისიის წევრი და ექსპერტი ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომისიის წევრის და ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 12🔗.
საგრანტო ხელშეკრულება
1.ფონდისა და TUBITAK-ის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან.
2. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 70%– გრანტის მიმღებს (70% მეცნიერთა ჯგუფს - ფიზიკურ პირებს) და 30 % – ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
3. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).
4. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე პერიოდის საერთო ბიუჯეტის 20%-ის ფარგლებში.
მუხლი 13🔗.
პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის სამეცნიერო მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.
4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს;
დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში.
5. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებისათვის.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.
მუხლი 14🔗.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ან/და ანგარიშში წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია.
3. გრანტის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდეს საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში, წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.