მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №249
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019314
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2016
matsne.gov.ge 537 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 07.02.2025 „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 04.06.2015 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 31.03.2023 სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 26.04.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 23.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №249 2016 წლის 6 ივნისი    ქ. თბილისი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის  წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან (შემდგომში - ფონდი), მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირების მიზნით, შესაბამისი თანხების გამოყოფის წესსა და პროცედურას. 2. ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხები გამოიყოფა მაღალმთიან დასახლებებში საჯარო ან კერძო პროექტების განხორციელების მიზნით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული საჯარო ან კერძო პროექტი მოიცავს: ა) მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელ პროექტებს (მიწისქვეშა კომუნიკაციები, გარე განათება, ტროტუარების მოწყობა, წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემების, ხიდების, საავტომობილო გზების, საზოგადოებრივი დაწესებულებების (საჯარო სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და სხვა) მშენებლობა/რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქცია, აგრეთვე სხვა ღონისძიებები: სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ტურიზმის, საკურორტო, ისტორიულ-არქიტექტურული, ბუნებრივი ძეგლების დაცვის, სამთო-სათხილამურო, სპორტის, კულტურული, ტრადიციული შინა-რეწვის და სხვა დარგების განვითარების ღონისძიებები); ბ) ინდუსტრიული, მიკრო და მცირე მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებს. 4. ამ წესის შესაბამისად, საჯარო ან კერძო პროექტები ხორციელდება იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც შეტანილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი  2🔗.  ფონდიდან დასაფინანსებელი საჯარო ან კერძო პროექტების შერჩევის პროცედურა 1. ფონდის ასიგნებებში გათვალისწინებული თანხები განიკარგება: ა) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად; ბ) „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული: ბ.ა) ინდუსტრიული ნაწილით განსაზღვრული წესით; ბ.ბ) მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული წესით; ბ.გ) სოფლის მეურნეობის ნაწილით განსაზღვრული წესით; გ) საქართველოს სამინისტროების მიერ, მათი კომპეტენციის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი საჯარო პროექტის განსახორციელებლად; დ) „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების შესაბამისად. 2. ფონდის ასიგნებებში გათვალისწინებული თანხებიდან იმ თანხების მოცულობა, რომლებიც უნდა განიკარგოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, განისაზღვრება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს (შემდგომში - საბჭო) მიერ. საბჭო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესებიდან განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე წესი, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება ფონდის ასიგნებებში გათვალისწინებული თანხების განკარგვა. 3. საბჭო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხების მოცულობას იწონებს საოქმო გადაწყვეტილებით. 4. საბჭო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, თანხების მოცულობის განსაზღვრისას, აგრეთვე განსაზღვროს ის სფეროებიც, რომლებშიც განსახორციელებელ საჯარო ან კერძო პროექტებსაც უნდა მიენიჭოს უპირატესობა. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოწონებული თანხების მოცულობის შესაბამისად, საბჭოს წინადადების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,  ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის მიზნით, შესაბამის განკარგულების პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით, საქართველოს სამინისტროსთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხის მოცულობის ფარგლებში, საქართველოს სამინისტრო შესაბამისი საჯარო პროექტების მითითებით ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მუხლი 3🔗. ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული საჯარო პროექტების განხორციელების/მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის საბჭოსათვის წარდგენას უზრუნველყოფს წელიწადში 2-ჯერ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივლისისა და მომდევნო წლის 20 იანვრისა.