შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2011
ძალაში შესვლა 07.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №33/35
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016400
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2016
matsne.gov.ge 4,070 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.06.2011 მიღება
07.12.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის   სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით დავით ხუციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 98% 21.01.2016 "საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 98% 04.12.2023 „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 98% 20.07.2022 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს   მთავრობის სახელით 98% 01.04.2012 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 04.02.2021

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი“); გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ ორ ხალხს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის განავითარონ ორმხრივი თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სფეროში; ითვლებიან რა 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელისმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მონაწილეებად; შეთანხმდნენ შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ საჰაერო მომსახურების დაწესებასა და ამოქმედებაზე: მუხლი 1🔗 განმარტებები წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და განმარტების მიზნით, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ტექსტიდან: 1.ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს, საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან ნებისმიერ პირს ან უწყებას, უფლებამოსილს, განახორციელოს ხსენებული სამინისტროს ან სააგენტოს ამჟამად შესრულებული ფუნქციები; ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებაში- ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას ან ნებისმიერ პირს ან სააგენტოს, უფლებამოსილს, განახორციელოს ამ ადმინისტრაციის მიერ ამჟამად შესრულებული ფუნქციები. 2. ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას და მის დანართს, აგრეთვე, ამ შეთანხმების მე-19 მუხლის (შესწორებები და ცვლილებები) შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების და/ან მისი დანართის ნებისმიერ შესწორებას. 3. ტერმინი „ავიასაწარმო“ ნიშნავს საჰაერო ტრანსპორტის ნებისმიერ საწარმოს, რომელიც სთავაზობს ან ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლებს. 4. ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნული და უფლებამოსილია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის (ავიასაწარმოს დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) თანახმად. 5. ტერმინი „საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს. 6. ტერმინი „საჰაერო მომსახურება“ ნიშნავს ნებისმიერ რეგულარულ საჰაერო მომსახურებას, რომელსაც ახორციელებს საჰაერო ხომალდები მგზავრების გადაყვანის, ფოსტის ან ტვირთის გადაზიდვის მიზნით. 7. „საერთაშორისო საჰაერო მომსახურება“ ნიშნავს საჰაერო მომსახურებას, რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცეში ერთ სახელმწიფოზე მეტ ტერიტორიაზე. 8. ტერმინი „არაკომერციული მიზნით შეჩერება“ ნიშნავს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან ფოსტის ჩასხდომა-ჩატვირთვის გადმოყვანა-გადმოტვირთვის გარდა, ნებისმიერი მიზნით საჰაერო ხომალდების დაჯდომას. 9. ტერმინი „ტევადობა“ ნიშნავს: a) საჰაერო ხომალდთან მიმართებაში, საჰაერო ხომალდის კომერციულ ჩატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე; b) საჰაერო მომსახურებასთან დაკავშირებით, აღნიშნული მომსახურებისთვის გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს დროის გარკვეულ პერიოდში ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე. 10. ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადასატან ღირებულებას და ამ ღირებულების ამოღების პირობებს, გადასახადის თანხის, სააგენტო და სხვა სახის მომსახურების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვების ღირებულებისა და პირობების გამოკლებით. 11. ტერმინი „დადგენილი მარშრუტი“ ნიშნავს მარშრუტის განაწესში დადგენილ მარშრუტს. 12. ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას და მოიცავს, ამ კონვენციის 90-ე მუხლის მიხედვით მიღებულ მის ნებისმიერ დანართს, და კონვენციის ან მისი დანართების 90-ე და 94-ე მუხლის მიხედვით მიღებულ ნებისმიერ შესწორებას, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახის დანართები და შესწორებები ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის შევა ძალაში. 13. ტერმინი „ტერიტორია“ - საქართველოსთან მიმართებაში მას ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ჩინეთთან მიმართებაში ნიშნავს სახმელეთო ტერიტორიას, მის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებს და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტს ექვემდებარება. 14. ტერმინი „მარშრუტების განაწესი“ ნიშნავს მარშრუტების განაწესს, თანდართულს შეთანხმებაზე ან შესწორებულს ამ შეთანხმების მე-19 მუხლის პირობების შესაბამისად (შესწორებები და ცვლილებები). მარშრუტის განაწესი შეადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 2🔗 უფლებათა მინიჭება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ამ შეთანხმების დანართში (შემდგომში „შეთანხმებულ მომსახურებად“ წოდებული) აღნიშნული რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლის მარშრუტების განხორციელების მიზნით, ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს. 2. წინამდებარე შეთანხმების დებულებებს დაქვემდებარებული თითოეული ავიასაწარმო, დადგენილ მარშრუტებზე სახელშეკრულებო საჰაერო ხაზის ექსპლუატაციისას, სარგებლობს შემდეგი უფლებებით: a) ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მიერ ნებადართულ მარშრუტ(ებ)ზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე გადაფრენის უფლებით; b) არაკომერციული მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პუნქტ(ებ)ში დაჯდომის უფლებით, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში; c) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განსაზღვრული მარშრუტების პუნქტ(ებ)ში დაჯდომის უფლებით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიდან ან მისკენ მიმართულ საერთაშორისო მგზავრთა ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის, ტვირთის, ფოსტის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მიზნით. 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მესამე ქვეყნიდან/ში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის პუნქტ(ებ)ში მიმავალი საერთაშორისო მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის უფლება უნდა შეთანხმდეს ორი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მუხლი 3🔗 ავიასაწარმოს დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, წერილობით აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმოს დანიშვნა განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების შესასრულებლად და აღნიშნული დანიშვნების გაუქმება ან შეცვლა. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ძირითადი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი რჩება ამ ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების ხელში. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შესაძლოა მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს იმის მტკიცებულება, რომ ეს ავიასაწარმო საკმარისადაა კვალიფიცირებული შეასრულოს იმ კანონებისა და წესების თანახმად განსაზღვრული პირობები და ვალდებულებები, რომელიც ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფალთა მიერ საერთაშორისო საჰაერო მომსახურების შესასრულებლად. 4. აღნიშნული სახის დანიშვნის მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების პირობების გათვალისწინებით, ანიჭებს ამგვარად დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას არამიზანშეწონილი დაგვიანების გარეშე. 5. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლია საექსპლუატაციო უფლებამოსილების მიღებისთანავე, ამ შეთანხმების დებულების შესაბამისი პირობების თანახმად, დაიწყოს/დაიწყონ შეთანხმებული მომსახურების შესრულება აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების დღიდან. მუხლი 4🔗 უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება ან პირობების წაყენება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს აქვს უფლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასწარამო(ებ)ს გაუუქმოს ან შეუჩეროს საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან წაუყენოს ისეთი პირობები, რასაც აღნიშნული ავიასაწარმოს მიერ ამ შეთანხმების მე-2 მუხლით ( უფლებების მინიჭება) განსაზღვრული უფლებების განსახორციელებლად იგი ჩათვლის საჭიროდ, შემდეგ შემთხვევებში: a) თუ ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ დანიშნული ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეალური კონტროლი ამ ავიასწარამოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების ხელშია; ან b) როცა ეს ავიასაწარმო არ ასრულებს ამ შეთანხმების მე-5 მუხლში განსაზღვრულ პირველი ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს; ან c) როცა ეს დანიშნული ავიასაწარმო ვერ ახორციელებს ექსპლუატაციას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2. თუ ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება, შეჩერება ან პირობების დაწესება დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ. მუხლი 5🔗 კანონებისა და წესების გამოყენება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო ფრენების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდების დაშვებას ან აფრენას, ექსპლუატაციას და ამ ხომალდების ნავიგაციას თავის ტრიტორიის საზღვრებში მათი ყოფნის პერიოდში, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს(ების) საჰაერო ხომალდზე. 2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა ან ფოსტის მიღებას, გაჩერებასა და გაგზავნას, კერძოდ: შესვლის, სავიზო, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და სანიტარიული კანონები და წესები გამოიყენება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის და გამგზავრების დროს. 3. საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული სხვა სახის წესები და კანონები და ერთი ხელშემკვრელი მხარის სამოქალაქო ავიაციის დებულებები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ს მიერ, პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეთანხმებული მომსახურების შესრულებისას. 4. პირდაპირი ტრანზიტის მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა, რომლებიც არ ტოვებენ, ამ მიზნისათვის განკუთვნილ, აეროპორტის ტერიტორიას გაივლიან მხოლოდ გამარტივებულ კონტროლს. მუხლი 6🔗 ტევადობის პირობები 1. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მიეცემათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების შესასრულებლად სამართლიანი და თანაბარი პირობები. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებული მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს გონივრული ჩატვირთვის კოეფიციენტს, რომელიც შეესაბამება ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებს შორის მგზავრთა გადაყვანის, ისევე როგორც ბარგის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვის მოთხოვნებს. 3. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტევადობას, სიხშირეს და საჰაერო ხომალდის ტიპს. არც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ცალმხრივად არ ზღუდავს ტევადობას, სიხშირეს და საჰაერო ხომალდის ტიპს, რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოს დაცვის მიზეზით ჩიკაგოს კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად. 4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად წარუდგენენ ფრენის განრიგებს მათი ძალაში შესვლამდე სამოცი (60) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდი შეიძლება შემცირდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 7🔗 ზიარი კოდის გამოყენება შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს შეუძლია გააფორმოს შეთანხმებები კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ: a) ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; c) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მესამე ქვეყანა ნებას რთავს ან უშვებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებსა და სხვა ავიასაწარმოებს შორის მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში ან მისი გავლით მომსახურების შესრულებას; იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ხელშეკრულებით დაკავშირებული ყველა ავიასაწარმო: a) ფლობს შესაბამის უფლებამოსილებას და მიმოსვლის უფლებებს შესაბამის მარშრუტებსა და მათ სეგმენტებზე; b) მის ან მათ მიერ გაყიდულ ბილეთებთან დაკავშირებით, გაყიდვის პუნქტებში ნათლად განუმარტოს მომხმარებელს თუ რომელი ავიასაწარმო შეასრულებს რეისს მომსახურების თითოეულ სექტორზე და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შედის მომხმარებელი კომერციულ გარიგებაში ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის ნათელია, რომ ზიარი კოდის გამოყენება არ იმოქმედებს ზიარი კოდის მიმნიჭებელი გადამზიდველის ტევადობაზე. შეთანხმება ზიარი კოდის გამოყენების შესახებ უნდა წარედგინოს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს დასამტკიცებლად. მუხლი  8🔗 ტარიფები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარამოს მიერ გამოყენებული, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები წესდება გონივრულად, ყველა ფაქტორის, მათ შორის მომხმარებელთა ინტერესების, საექსპლუატაციო დანახარჯების, მომსახურების მახასიათებლების, გონივრული შემოსავლის, სხვა ავიასაწარმოს ტარიფებისა და ბაზარზე არსებული სხვა კომერციული მოსაზრებების გათვალისწინებით. 2. ხელშემკვრელი მხარეები უთმობენ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ტარიფებს, რომლებიც შესაძლებელია იყოს მიუღებელი, დისკრიმინაციული, არაგონივრულად მაღალი ან შეზღუდული, რომლებიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით, ხელოვნურადაა დაწეული პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირების ან დახმარების საფუძველზე. 3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ტარიფის შეტყობინება ან წარდგენა. მსგავსი შეტყობინება ან წარდგენა შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, ტარიფების შეყვანისათვის შეთავაზებულ თარიღამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა შესაძლებელია შემცირდეს. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაამტკიცოს ან უარყოს ტარიფები ერთი ან ორივე მიმართულებით ორივე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებს შორის, რომელიც იწყება მის საკუთარ ტერიტორიაზე. ტარიფები, რომელსაც აწესებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო მეორე ხელშემკვრელ მხარესა და მესამე სახელმწიფოს შორის გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურებაზე, რომელსაც ფარავს წინამდებარე ხელშეკრულება ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებას. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხირვად არ იმოქმედებს, რათა თავიდან აიცილოს შემოთავაზებული ტარიფის ძალაში შესვლა ან ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის ერთი ან ორივე მიმართულებით გადაზიდვაზე ეფექტური ტარიფების გაგრძელება, რომელიც იწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 5. თუ არც ერთი შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება ტარიფის წარდგენიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არ გამოხატავს უთანხმოებას, ტარიფები ითვლება დამტკიცებულად. თუ მცირდება მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წარდგენის პერიოდი, საავიაციო ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ შეტყობინების ვადა გახდება ოცდაათ დღეზე ნაკლები. 6. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე თვლის, რომ მის ტერიტორიაზე გადაზიდვის ტარიფი მიეკუთვნება მე-2 პუნქტში აღწერილ კატეგორიას, ეს ხელშემკვრელი მხარე რაც შეიძლება სწრაფად და სულ მცირე შეტყობინების მიღების თარიღიდან ან ტარიფის წარდგენიდან ოცდაათი(30) დღის განმავლობაში ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს უთანხმოების შესახებ და მოითხოვს კონსულტაციების გამართვას, მე-7 პუნქტის შესაბამისად. 7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების ნებისმიერ ტარიფთან დაკავშირებით, იმის ჩათვლით, რომ აღნიშნული ტარიფი წარმოადგენდა უთანხმოების საგანს. აღნიშნული კონსულტაციები უნდა გაიმართოს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღისა. ხელშემკვრელმა მხარემ უნდა ითანამშრომლოს საკითხის გონივრული გადაჭრისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუკი ხელშემკვრელი მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა იზრუნოს ამ შეთანხმების განხორციელებაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა უპირატესობა ენიჭება იმ ხელშემკვრელი მხარის გადაწყვეტილებას, რომლის ტერიტორიიდანაც დაიწყო გადაზიდვის შესრულება. 8. ამ მუხლის დებულებების თანახმად დამტკიცებული ტარიფები რჩება ძალაში, თუ იგი უარყოფილი არ იქნება აღნიშნული ავიასაწარმოების მიერ ან სანამ ახალი ტარიფი დამტკიცდება. ტარიფი ძალაში რჩება მისი მოქმედების ვადის გასვლის თარიღიდან არაუმეტეს ექვსი (6) თვისა, თუ ეს დამტკიცებული არ არის ხელშემკვრელი მხარეების მიერ. თუ ტარიფი დამტკიცებულია მოქმედების ვადის გარეშე და თუ წარმოდგენილი და დამტკიცებული არ არის ახალი ტარიფი, ტარიფი რჩება ძალაში სანამ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე შეტყობინების საშუალებით აუქმებს მის მოქმედებას საკუთარი ინიციატივით ან აღნიშნული ავიასაწარმოს(ების) მოთხოვნის საფუძველზე. მსგავსი გაუქმება არ უნდა მოხდეს არანაკლებ ოცდაათ (30) დღიანი წინასწარი შეტყობინების გარეშე. მუხლი 9🔗 ტექნიკური მომსახურება და გადასახადის ტარიფი 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს რეგულარულ აეროპორტ(ებ)ს, სათადარიგო აეროპორტ(ებ)ს და სანავიგაციო საშუალებებს თავის ტერიტორიაზე, აგრეთვე შესაბამის მომსახურებას საკომუნიკაციო, სანავიგაციო, მეტეოროლოგიური და სხვა დამხმარე საშუალებებისა და ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ შესრულებულ მომსახურებებს. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს დაეკისრება მეორე ხელშემკვრელი მხარის აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების გამოყენებისთვის სამართლიანი და გონივრული გადასახადები, დაწესებული მეორე მხარის ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ხელისუფლების მიერ. აღნიშნული სახის ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს სხვა სახელმწიფოს ავიასაწარმოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე მსგავსი აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების გამოყენებისა და მომსახურებისათვის გადასახდელ თანხას. მუხლი 10🔗 სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლება, მოთხოვნისამებრ, აწვდის მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებას იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც შესაძლოა გონივრულად მოითხოვოს ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ(ებმა) განსაზღვრულ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების ტევადობის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული სახის მონაცემები შეიცავს შეთანხმებული მომსახურების დროს აღნიშნული ავიასაწარმოს მიერ გადაყვანილი მგზავრების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას. მუხლი 11🔗 წარმომადგენლობა და პერსონალი 1. განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების შესასრულებლად დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლიათ, ურთიერთთანხობის საფუძველზე, გახსნან წარმომადგენლობა განსაზღვრული მარშრუტების პუნქტ(ებ)ში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს წარმომადგენლებსა და პერსონალზე ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები. 3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აღმოუჩინოს დახმარება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს წარმომადგენლობებსა და მომსახურე პერსონალს. მუხლი 12🔗 საბაჟო გადასახადები და ბეგარა 1. მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული მომსახურების განმხორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენისას, აღნიშნული საჰაერო ხომალდი და მისი სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები (ძრავის ჩათვლით), საწვავი, ნავთი ( ჰიდრავლიკური სითხის, საპოხი მასალის ჩათვლით) და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (საკვები, სასმელისა და თამბაქოს ჩათვლით) თავისუფლდება უკუგების საფუძველზე ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა მსგავსი სახის გადასახადისგან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მოწყობილობები და მარაგი რჩება ხომალდზე მათი უკან გატანამდე. 2. შემდეგი მოწყობილობები და მარაგი თავისუფლება უკუგების საფუძველზე ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა მსგავსი სახის გადასახადისგან, გარდა ისეთი გადასახადისა, რომელიც შემდეგი სახის მომსახურებაზეა დაკისრებული: a. სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები (ძრავის ჩათვლით), საწვავი, ნავთი (ჰიდრავლიკური სითხის, საპოხი მასალის ჩათვლით) და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (საკვები, სასმელისა და თამბაქოს ჩათვლით) გადაზიდული მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნული გამოსაყენებლად დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული მომსახურების შესრულებისას, იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული სახის მოწყობილობა და მარაგი გამოიყენება მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელიც სრულდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. b. სათადარიგო ნაწილები (ძრავის ჩათვლით), რომელიც შემოტანილია ერთი მხარის ტერიტორიაზე დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს შეთანხმებული მომსახურების შემსრულებელი საჰაერო ხომალდის რემონტისა ან ტექნიკური მომსახურებისთვის. 3. ამ  მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული მოწყობილობა და მარაგი შესაძლოა გადმოიტვირთოს მეორე მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ შეთანხმების მონაწილე ქვეყნის საბაჟო სამსახურის ნებართვით. აღნიშნული სახის მოწყობილობა და მარაგი უნდა იყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების მიერ კონტროლისა ან საბაჟო მეთვალყურეობის ქვეშ მათი უკან გატანამდე, ან მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო წესების შესაბამისად, სხვა დანიშნულების მიღებამდე. 4. წინამდებარე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული გადასახადებისგან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს კონტრაქტი ექნება დადებული იმ ავიასაწარმოს(ებ)თან, რომელიც სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლების მსგავსი უფლებებით ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული მოწყობილობისა და მარაგის სესხების ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ტრანსფერის დროს. 5. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შემოტანილი ავიაბილეთები, ავიაზედნადები, სარეკლამო მასალები, უკუგების საფუძველზე, თავისუფლდება ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა სახის მსგავსი გადასახადებისაგან. 6. საოფისე მარაგი, საოფისე მომსახურების მანქანა, აეროპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური მანქანა, მგზავრთა და ბარგის გადასაზიდი ავტობუსის ტიპის მანქანა, კომპიუტერული რეზერვაციის სისტემა და საკომუნიკაციო მოწყობილობა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს წარმომადგენლობის სათადარიგო ნაწილების ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანისას უკუგების საფუძველზე, თავისუფლდება საბაჟო და სხვა სახის საიმპორტო გადასახადებისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მარაგი გამიზნულია ავიასაწარმოს მიერ მისი გამოყენებისთვის და არ აღემატება მიზანშეწონილ შეზღუდვას. 7. პირდაპირი ტრანზიტის დროს ბარგი, ტვირთი და ფოსტა თავისუფლდება, უკუგების საფუძველზე, ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა სახის მსგავსი გადასახადებისაგან, რომელიც შეესაბამება უზრუნველყოფილ მომსახურებას. 8. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეთანხმებული მომსახურების შესრულების შედეგად რეალიზებული შემოსავალი და მოგება თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისაგან. 9. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს ქონება უკუგების საფუძველზე, თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 10. რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს წარმომადგენლობის მუშაკების (რომლებიც წარმოადგენენ პირველი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს) მიერ მიღებული ხელფასები, შემოსავლები და მსგავსი სახის ანაზღაურება მეორე მხარის ხელშემკვრელის მიერ თავისუფლდება, უკუგების საფუძველზე, ყველა სახის გადასახადისაგან. მუხლი 13🔗 შემოსავლების კონვერტირება და გადაგზავნა 1. თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს, ნაცვალგების საფუძველზე, უფლება აქვს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადააგზავნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი. 2. აღნიშნული სახის შემოსავლის კონვერტირება და გადაგზავნა ხორციელდება გადაგზავნის დღისთვის მოქმედი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის კურსით. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უმარტივებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლის კონვერტირებასა და გადაგზავნას და დაუყოვნებლივ ეხმარება აღნიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს  შესაბამისი ფორმალობების დაცვისას. მუხლი 14🔗 საავიაციო უშიშროება 1. ხელშემკვრელი მხარეების მიერ ერთმანეთის მიმართ ვალდებულების ხელმეორედ დადასტურება, უკანონო ჩარევის აქტებისაგან საავიაციო უშიშროების დასაცავად, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი კონვენციის „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“. 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“ და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის დებულებათა შესაბამისად, ისევე როგორც ამავე სფეროში არსებული იმ ყველა სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენიც შეიძლება გახდნენ ხელშემკვრელი მხარეები. 2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. 3. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული და ჩიკაგოს კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება. ხელშემკვრელი მხარეები მოსთხოვენ საკუთარი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ასევე ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე ეფექტური ღონისძიების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და ხელბარგი, ჩაატაროს ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, საბარგულში მოთავსებული ბარგის) და საჰაერო ხომალდის მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას და მუქარის გაზრდის შემთხვევებში უშიშროების ამ ღონისძიებების მისადაგებას შექმნილ ვითარებასთან. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს 3 პუნქტში აღნიშნული საავიაციო უშიშროების დებულებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესასვლელად, სახელმწიფო ტერიტორიის დასატოვებლად ან ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით. 5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთოხების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ. მუხლი 15🔗 ფრენის უსაფრთხოება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. 2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმუმი სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო და მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი შესწორების ღონისძიება. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ მიიღებს შესაბამის ღონისძიებებს 15 დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის (უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება ან პირობების წაყენება) გამოყენების საფუძველი. 3. მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რაც დადგენილია ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლში, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან იმაზე რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე  ყოფნის დროს, შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“) რეალური მდგომარეობა, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას. 4. თუ ნებისმიერი ამგვარი შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს: a. სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან b. სერიოზულ ეჭვს, როცა არსებობს ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური წარმარმართვისა და შენარჩუნების ნაკლოვანება, ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას რომ, მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც მოწმობები და ლიცენზიები არის გაცემული ან ვარგისიანობა მინიჭებული საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე და ასევე მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 5. იმ შემთხვევაში, როცა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების განსახორციელებელი უფლება ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე იქნება უარყოფილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დაასკვნას, რომ გამოწვეული იქნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სერიოზული ეჭვები. 6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სარგებლობს უფლებით შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების ან ამგვარი შემოწმების უარყოფის ან კონსულტაციის და სხვაგვარი საქმიანობის უფლების უარყოფის შედეგად ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. 7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოქმედება ამ მუხლის 2 და 6 პუნქტების მიხედვით ვერ გაგრძელდება, როგორც კი ამ მოქმედების განხორციელების საფუძველი შეწყვეტს არსებობას. მუხლი 16🔗 ლიცენზიებისა და მოწმობების აღიარება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარე აღიარებს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატებს, კვალიფიკაციის სერტიფიკატებს და ლიცენზიებს, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციის მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატებისა და ლიცენზიების სტანდარტები შეესაბამება ან აღემატება ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულ მინიმალურ სტანდარტებს. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ სცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით, მის მოქალაქეებზე გაცემული დაშვების მოწმობები და ლიცენზიები. მუხლი 17🔗 კონსულტაციები 1. მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერისთვის თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების დებულებების სწორი განხორციელება და შესაბამისობა. ამ მიზნით ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები ერთმანეთთან დროდადრო ჩაატარებენ კონსულტაციებს. 2. რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ შეთანმხებასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან. ამგვარი კონსულტაციები შეიძლება დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთოხვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. მუხლი 18🔗 დავების გადაწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან განხორციელების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში, ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები პირველ რიგში შეეცდებიან დავები გადაჭრან მოლაპარაკებების გზით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ აღნიშნული დავის გადაჭრას, ამგვარი დავის გადაჭრა მოხდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 19🔗 დამატებები და ცვლილებები 1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე გამოთქვამს სურვილს ამ შეთანხმების ან მისი დანართის ნებისმიერი დებულების შესწორებაზე, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, და ამგვარი კონსულტაცია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დისკუსიებით ან მიმოწერით, უნდა დაიწყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები არ შეთანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე. 2. კონსულტაციები, რომელიც აღნიშნულია ამ მუხლის 1-ლ პუნქტში, შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის. 3. ამ შეთანხმების ან მისი დანართის ნებისმიერი შესწორება შევა ძალაში დიპლომატიური არხების მეშვეობით მათი დამტკიცების თაობაზე ნოტების გაცვლის შემდეგ. 4. თუ შესწორება ეხება მხოლოდ შეთანხმების დანართს ( მარშრუტების განაწესი), იგი შეიძლება შეთანხმდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შედის საავიაციო ხელისუფლებების შეთანხმების დღიდან. მუხლი 20🔗 შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა  თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით ნებისმიერ დროს შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვა ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამ შემთხვევაში შეთანხმება თავის მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ აღნიშნული შეტყობინება არ იქნა გამოწვეული ხელშემკვრელი მხარეების მიერ შეთანხმების საფუძველზე ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე. მუხლი 21🔗 რეგისტრაცია ეს შეთანხმება ან მისი ნებისმიერი შესწორება რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. მუხლი 22🔗 ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულებას; რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. შესრულებულია ქ. თბილისში, 2011 წლის 10 ივნისს, დედნად ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.  საქართველოს მთავრობის   სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) დანართი მარშრუტების განაწესი 1. მარშრუტები, რომელზედაც საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას ორივე მიმართულებით უნდა იყოს შემდეგი: საწყისი პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი საქართველოში შუალედური პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი დანიშნულების პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პუნქტები საზღვრებს გარეთ: ნებისმიერი პუნქტი 2. მარშრუტები, რომელზედაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას ორივე მიმართულებით უნდა იყოს შემდეგი:      საწყისი პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში      შუალედური პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი      დანიშნულების პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი საქართველოში      პუნქტები საზღვრებს გარეთ: ნებისმიერი პუნქტი შენიშვნა:           1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს) შეუძლია გამოტოვოს ნებისმიერი ან ყველა რეისი, დაწესებულ მარშრუტებზე ნებისმიერი პუნქტი და შეიძლება მოემსახუროს მათ ნებისმიერ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება და მთავრდება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე 2. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) უფლებამოსილია დაწესებულ მარშრუტებზე შეუზღუდავად განახორციელოს ჰაერის მესამე და მეოთხე თავისუფლების უფლებები და შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ტევადობა და ფრენის სიხშირეები შეთანხმებული მომსახურების დაწესებულ მარშრუტებზე. 3. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ ჰაერის მეხუთე თავისუფლების გამოყენების უფლება ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია შეთანხმებული მიმოსვლების ექსპლუატაცია თავიანთი საკუთარი საჰაერო ხომალდის გამოყენებით, ლიზინგით აყვანილი საჰაერო ხომალდების გამოყენებით ან სხვა კომპანიების საჰაერო ხომალდისა და ეკიპაჟის გამოყენებით იმ პირობით, რომ: a. ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი და ეკიპაჟი შეესაბამება ორივე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნებს; b. როდესაც საჰაერო ხომალდი აყვანილია ლიზინგით მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსგან, მხოლოდ დამქირავებელი ავიასაწარმო იქნება უფლებამოსილი შეასრულოს მიმოსვლის უფლებები შეთავაზებულ მარშრუტებზე; და c. მესამე ქვეყნიდან ლიზინგით აყვანილი საჰაერო ხომალდი დაშვებულ იქნება არაუმეტეს ორი წლის ხანგრძლივობით, დროებით საფუძველზე, და შესაბამისმა დანიშნულმა ავიასაწარმომ(ებმა) განაცხადის წარდგენამდე უნდა წარუდგინოს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ხელისუფლებებს, მოთხოვნისამებრ, პასუხისმგებლობები, დაზღვევა და სხვა შესაბამისი დოკუმენტები.