სს „საქწყალმშენი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3722-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - სს ,,საქწყალმშენი ’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 206129134)
დირექტორი, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - იაგო ქეშელაშვილი
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
2016 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქწყალმშენის’’ დირექტორმა, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა სს ,,საქწყალმშენის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან სს ,,საქწყალმშენს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2016 წლის 1 აპრილს, 16:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, კერძოდ, მოსმენილ იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. სს "საქწყალმშენის" და მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გადაიდო კანონით დადგენილ ვადაში.
2016 წლის 31 მაისს მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილ იქნა მოხსენება სს "საქწყალმშენის" ქონების ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებების და უზრუნველყოფილი კრედიტორების, აგრეთვე მოძიებული ქონების შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დაადგინა
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 23 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1;
2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი