მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №3 |
|
2016 წლის 7 ივნისი ქ. ბათუმი |
|
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი
კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობას განკარგულებით ადგენს უსკო, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი ნორმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე.
მხარდამჭერთა სიები უსკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება როგორც უსკოს შესაბამისი სამსახურის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.
მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს უსკოს შესაბამისი სამსახური/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც უსკოს შესაბამისი სამსახური/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:
1.1. კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.
1.2. ბლანკის მე-2 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი) ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის; ა) მხოლოდ სახელი; ბ) მხოლოდ გვარი; გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; ე) მხოლოდ ინიციალები.
1.3. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი, თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით). (მაგ: 29.02.2001).
1.4. ბლანკის მე-4 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და 7-ნიშნა ნომერი/მოქალაქის პირადობის მოწმობის (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) 9-ნიშნა ნომერი/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი 11-ნიშნა ნომერი.
1.5. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მისამართი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელთა შემთხვევაში - მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც მითითებულია შესაბამისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელთა შემთხვევაში (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი)- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) მონაცემთა ბაზის შესაბამისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
1.6. ბლანკის მე-6 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.21.03.2016.), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოს შესაბამის სამსახურში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.
1.7. ბლანკის მე-7 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.
1.8. საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში.
1.9. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაცემი არ არის, არასრულად ან არასწორად არის მითითებული, აღნიშნული სტრიქონი გადაიხაზება და ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება, ხოლო ბლანკზე მიეთითება დარჩენილ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა.
1.10. ბლანკზე „ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.
1.11. ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში აღნიშნულ ბლანკზე შესრულებული ხელმოწერები მთლიანად ბათილდება, გადაეხაზება ჯვარედინი ხაზი და ზედ დაეწერება „0“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 07.06.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“, №3, 07.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3300934/