სს „2651 ფენიქსი 2“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „2651 – ფენიქსი – 2“ ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მ.წ. 16 მაისის სხდომის ოქმის თანახმად დანიშნულია საზოგადოების მორიგი საერთო კრება 2016 წლის 29 ივნისს, 16 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლაღიძის (ყოფილი წულუკიძის) ქ.№ 7, სს „2651 – ფენიქსი – 2“-ის. კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 27 მაისი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
1. სააქციო საზოგადოების 2015 წლის შედეგების განხილვა;
2. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები;
3. საზოგადოების მოგება/ზარალის განაწილება;
4. დივიდენდების გადახდა 2015 წლის შედეგების მიხედვით;
5. 2016 წლისათვის საზოგადოების აუდიტორის არჩევა და მისი მომსახურების საზღაურის განსაზღვრა.
6. მიმდინარე საკითხები.
სააქციო საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების მასალების გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ 2016 წლის 18 ივნისიდან 28 ივნისამდე მისამართზე – ქ. თბილისი, ლაღიძის(წულუკიძის) ქ. №7-ში, სს „2651 – ფენიქსი – 2“-ში.
სს გენ.დირექტორი გ. მალვენიშვილი