სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№964
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №964

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  განხორციელების თაობაზე

1. 2015-2016 წლებში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 4 521 900 (ოთხი მილიონ ხუთას ოცდაერთი ათას ცხრაასი) ლარი, მათ შორის:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტს 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ)ცაგერის მუნიციპალიტეტს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;

ე)მესტიის მუნიციპალიტეტს 343 400 (სამას ორმოცდასამი ათას ოთხასი) ლარი;

ვ)სენაკის მუნიციპალიტეტს 254 000 (ორას ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;

ზ)თერჯოლის მუნიციპალიტეტს 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

თ) ადიგენის მუნიციპალიტეტს 174 500 (ას სამოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ი)გურჯაანის მუნიციპალიტეტს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;

კ)თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ლ)ლენტეხის მუნიციპალიტეტს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიეცეთ უფლება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2015 წლის პირველ იანვრამდე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში დარჩენილი თავისუფალი რესურსი მიმართონ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად.

3. ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რესურსიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                   გიორგი კვირიკაშვილი