1. წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი, მიუხედავად იმისა, ხდებოდა, ხდება თუ მოხდება წიაღით სარგებლობა.

2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013