1. ბიბლიოთეკების რეესტრს აწარმოებს ეროვნული ბიბლიოთეკა.
2. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და მასში შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).
3. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაციის წესსა და პირობებს ადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1627 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020