მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ საწყლოსნო მონაკვეთზე ტურისტული მომსახურების შპს „ოფუცხოისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე
მიღების თარიღი 06.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021508
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე შპს „ყვარელი დურუჯი 2015-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ საწყლოსნო მონაკვეთზე ტურისტული მომსახურების შპს „ოფუცხოისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
span.a-size-large {}
span.apple-converted-space {}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1015
2016 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ საწყლოსნო მონაკვეთზე ტურისტული მომსახურების შპს „ოფუცხოისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-7 და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტების საფუძველზე:
1. შპს „ოფუცხოის“ (ს/კ: 435432391), 5 წლის ვადით, მართვის უფლებით გადაეცეს მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №41.13.31.082) არსებული საწყლოსნო მონაკვეთის (280 მ) ტურისტული მომსახურება და მასთან დაკავშირებული ქონება: ნავმისადგომი პირსი, ტურისტების მოსაცდელი და ნავების შესანახი ანგარი.
2. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემისათვის შპს „ოფუცხოი“ ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიხადოს წლიური ბრუნვის 30%. აღნიშნული გადასახადის ოდენობა და სახელშეკრულებო პირობები გადაიხედება ყოველწლიურად 31 მარტამდე.
3. შპს „ოფუცხოი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გადასახადთან ერთად, ყოველწლიურად გადაიხადოს ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ქონების 1.5%, რაც შეადგენს 2 184,75 ლარს.
4. შპს „ოფუცხოი“ ვალდებულია, 2016 წლის პირველ ივლისამდე განახორციელოს არანაკლებ 90 000 ლარის ინვესტიცია და აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში შეიძინოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული ინვენტარი.
5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადასახადის ფარგლებში, განახორციელოს მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის საწყლოსნო მონაკვეთზე ტურისტული მომსახურების ბილეთების რეალიზაცია.
6. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუფორმოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს შესაბამისი ხელშეკრულება.
7. ამ განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების რეგისტრაცია განახორციელოს შპს „ოფუცხოიმ“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი