სს „ახმეტის სოფლტექსერვისის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ახმეტის სოფლტექსერვისის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ახმეტის სოფლტექსერვისის“ დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 6 ივლისს, 12 საათზე, ქ. ახმეტაში, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.
დღის წესრიგი:
1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმება.
2. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ბოლო რედაქციის შესაბამისად.
3. საწარმოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
4. სხვადასხვა.
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 10 მაისი. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მიღება დირექტორისაგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.
სს „ახმეტის სოფლტექსერვისის“ დირექტორი თემურ მარგოშვილი