„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №33/2016 |
|
2016 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება.“. 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით: 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ცესკოს მისიის და საქმიანობის შესახებ; 2. არეგულირებს ცესკოს ურთიერთობას მედიასთან, საზოგადოებასთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 3. უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე; 4. გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; 5. უზრუნველყოფს ცესკოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და საზოგადოებისათვის მიწოდებას; 6. აკეთებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ყოველდღიურ მიმოხილვას და წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს; 7. აწარმოებს პრესის არქივს; 8. ამზადებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მათ გავრცელებას; 9. ამზადებს პრესრელიზებს, ბიულეტენებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; 10. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას; 11. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას; 12. გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით; 13. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას; 14. ადმინისტრირებას უწევს ცესკოს ვებ-გვერდს; 15. უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების მიერ ამავე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად გადაცემული, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში; 16. უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 62 პუნქტით განსაზღვრული, ცესკოსათვის მაუწყებლის მიერ (რომელშიც სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო) გადაცემული რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში; 17. უზრუნველყოფს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, კოდექსით დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას; 18. კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან; 19. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს წარმომადგენლების ვიზიტებს საზღვარგარეთ; 20. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას; 21. გეგმავს და ორგანიზებას უწევს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს ცესკოში; 22. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს; 23. გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და დელეგაციებთან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს; 24. ცესკოს თავმჯდომარის დავალებით და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით გეგმავს და ორგანიზებას უწევს კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებს. 25. უზრუნველყოფს საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 26. წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას; 27. უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ორგანიზაციებისთვის. 28. ახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას; 29. ხელს უწყობს ცესკოს პროაქტიულ კომუნიკაციაში დაინტერესებულ მხარეებთან (მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები); 30. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 ივნისიდან.
|
|