„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5419-IIს
სარეგისტრაციო კოდი
190020060.05.001.018144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

„თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 9. გარდამავალი დებულება

გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტებზე გაცემული სახსრებისა ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.

 

მუხლი 10. უკუძალა

ამ კანონის მე-9 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

მუხლი 11. კანონის ამოქმედება 

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 ივნისი 2016 წ.

N5419-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2016.
როდის იქნა მიღებული „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5419-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 190020060.05.001.018144.
რამდენი მუხლისგან შედგება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5419-IIს, 10.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020060.05.001.018144 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3307173/