შპს „საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3998-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შ პს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანია ’’
(საიდენტიფიკაციო კოდი 404911048)
დირექტორი - აკაკი წერეთელი
წარმომადგენელი - თამთა ივანიშვილი
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ირაკლი წიკლაური
მომრიგებელი საბჭოს წევრები - 1 - ანზორ ხაინდრავა
2 - მანანა ჯღარკავა
3 - ნანა ნადირაშვილი
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შ პს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანია ს’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები ანზორ ხაინდრავა, მანანა ჯღარკავა და ნანა ნადირაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 6 ივნისს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება; 2) საზოგადოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საკითხების განხილვა .
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 23 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება;
1.2. საზოგადოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საკითხების განხილვა .
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე -www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი