საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/317
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/317
2016 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის
№70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი;
ბ) ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება;
გ) ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მდგომარეობის, მათი ანალიზის ფორმების შერჩევა და პერიოდულად გადახედვა, დახვეწა;
ე) წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზის ანგარიშების მომზადება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ტენდენციაზე დეტალური ანალიზის მომზადება;
ზ) მაკროეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის გაცნობა;
თ) დაკავშირებულ მხარეებთან (ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვის ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების ან ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება;
ი) მნიშვნელოვან გადახრებზე ან სავარაუდო პროგნოზებზე სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება, არგუმენტირება;
კ) მაკროეკონომიკური ანალიზის, პროგნოზირებისა და რეკომენდაციების ხარისხის გასაზრდელად უცხოური პრაქტიკის კვლევა და დანერგვის ორგანიზება.
2. სამსახური მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან:
3. სამსახური, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) სამსახურის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდენციას;
ვ) სამსახურის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას;
ზ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.