⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.10.2025)
გაუქმებულია:

სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2016
ძალაში შესვლა 01.08.2017
ძალის დაკარგვა 15.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 362 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2016 მიღება
01.08.2017 ძალაში შესვლა
15.10.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №262 2016 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სურსათში ტრანსცხიმის ნორმა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები არ გავრცელდეს 2017 წლის პირველ აგვისტომდე წარმოებულ სურსათზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი სურსათში ტრანსცხიმის  ნორმა მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „სურსათში ტრანსცხიმის  ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება (შემდგომში - დადგენილება) მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ტრანსცხიმთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში. 2. დადგენილება ადგენს სურსათში ტრანსცხიმის მაქსიმალურად დასაშვებ ზღვრულ ნორმას საქართველოში  წარმოებული და იმპორტირებული სურსათისათვის,  რომელიც გამიზნულია ბაზარზე განთავსებისათვის. 3. დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა: ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია; ბ) მცენარეული ცხიმის  მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C); გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოიყენება ამ მუხლით განსაზღვრული ტერმინები,  რომლებსაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)  ცხიმი - საერთო ლიპიდები, მათ შორის, ფოსფოლიპიდები; ბ) ტრანსცხიმი (ცხიმოვანი მჟავის ტრანსიზომერი) - ცხიმოვანი მჟავა, ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ან მეტი ორმაგი ბმით ტრანსიზომერულ კონფიგურაციაში; გ) მცენარეული ცხიმი - ზეთოვანი ნედლეულიდან მიღებული ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდებისა და მათი თანმხლები ნივთიერებების ნარევი, რომელიც არანაკლებ 99% ცხიმს შეიცავს. იგი შეიძლება შეიცავდეს უმნიშვნელო რაოდენობით სხვა ლიპიდებს (მაგ.: ფოსფატიდებს, გაუსაპნავ მინარევებს) და თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს და შეიძლება იყოს როგორც მყარ, ასევე თხევად მდგომარეობაში ზეთის სახით; დ) ზეთოვანი ნედლეული - თესლი, ზეთოვანი მცენარეების ნაყოფი, მცენარეული კულტურების ზეთშემცველი ნაწილი; ე) ჰიდროგენიზაცია - მცენარეული ცხიმების შემადგენლობაში არსებული გლიცერიდების უჯერი  ცხიმოვანი მჟავების უჯერი ბმების წყალბადით სრული ან ნაწილობრივი გაჯერება; ვ) ჩვილი ბავშვი - ბავშვი დაბადებიდან ერთ წლამდე (12 თვის ჩათვლით); ზ) სკოლამდელი ასაკის ბავშვი -   7 წლამდე ასაკის ბავშვი. მუხლი 3🔗. სურსათში ტრანსცხიმის ნორმა 1. სურსათში, ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით   განსაზღვრული  მოთხოვნების  შესაბამისად, ტრანსცხიმის    შემცველობა  100 გ  მცენარეულ ცხიმში  არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. 2. ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს.  მუხლი 4🔗.  შესაბამისობის შეფასება ამ დადგენილებით განსაზღვრულ სურსათში ტრანსცხიმთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა ამ დადგენილებით განსაზღვრულ სურსათში ტრანსცხიმის შემცველობის ნორმირების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით.