საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ლიცენზირება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1778, 1779, 17710 მუხლები:

    1. „მუხლი 1778. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანოს კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოებისას ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების, ტოპოგრაფიული, კარტოგრაფიული, აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და გრავიმეტრიული მონაცემების აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, _

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა _ ასიდან ორას ლარამდე.

    მუხლი 1779. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის წესების დარღვევა

სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა გარე ნიშნების, მიწისქვეშა ცენტრების დაზიანება ან დანგრევა, _

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა _ ხუთასიდან ათას ლარამდე.

    მუხლი 17710. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა ულიცენზიოდ ან ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევით

ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა ულიცენზიოდ,_

გამოიწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევით, –

გამოიწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“

2. 208-ე მუხლში ციფრების 1777 შემდეგ დაემატოს ციფრები 1778, 1779 და 17710.

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე ნაწილი:

„1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“

4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრები 1777 შეიცვალოს ციფრებით 17710.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 28 აპრილი.

№1347_IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33088/