პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 04.07.2016
ძალაში შესვლა 01.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016679
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ხულორდავა | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №85
2016 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
პატიმრობის კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – დაწესებულება), ან დაწესებულების გარეთ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს, პირობებს, პროცედურებს (მათ შორის სამუშაოზე ჩარიცხვა/ამორიცხვა), ანაზღაურების წესს, ასევე, იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, მათ შორის დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოებს და ამ სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების წესს, რომლებზეც შესაძლებელია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება.
მუხლი 2🔗
1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სამუშაოზე ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში ან მის გარეთ შეიძლება დასაქმდეს შემდეგ სამუშაოებზე (შემდგომში - სარემონტო სამუშაოები):
ა) მცირე სარემონტო სამუშაოები (იატაკისა და ჭერის მოწყობა, ღებვა, კედლების შეფითხვა, სველი წერტილების შეკეთება);
ბ) ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გაზონების მოწყობა/მოვლა;
გ) ავეჯის, მათ შორის, საწოლის, მაგიდის, სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება;
დ) სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.
2. აკრძალულია ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.
3. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და შეკეთებასთან. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზედაც აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუშაობა, განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.
4. ადმინისტრაციული პატიმრობისა და დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება სარემონტო სამუშაოებზე.
მუხლი 3🔗
1. სარემონტო სამუშაოზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, დასაქმება შესაძლებელია მისი წერილობითი განცხადებით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი სამუშაო, მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, სამუშაო დრო და დასვენების დრო, სამუშაო ადგილი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სამუშაო პირობები.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, განისაზღვრება დღიურად, დღეში 20 ლარის ოდენობით ნამუშევარი საათების შესაბამისად.
4. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის ანაზღაურება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე.
5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებული/მსჯავრდებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.
6. ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე, მუშაობა უქმე დღეებში შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.
7. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, სარემონტო სამუშაოების განხორციელებამდე გავლილი უნდა ჰქონდეთ მომზადების კურსი შესაბამის პროფესიასა და ტექნიკური უსაფრთხოების ზომების დაცვაში, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფს სამინისტრო მოწვეული სპეციალისტების ან სამინისტროს მოსამსახურეების მეშვეობით.
მუხლი 4🔗
1. მსჯავრდებულს, რომელსაც, ამ წესის შესაბამისად, დაუდეს შრომითი ხელშეკრულება და შემდეგ შეეცვალა საშიშროების რისკი ან გადაყვანილ იქნა იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უწყდება შრომითი ხელშეკრულება და მიეცემა ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
2. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულება წყდება აგრეთვე:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი განცხადებით;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც სამუშაოსთან შეუთავსებელია;
დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებისას;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულებიდან გათავისუფლებისას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ადმინისტრაციული პატიმრობის ან დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უჩერდება სარემონტო სამუშაოზე დასაქმების უფლება.
მუხლი 5🔗
1. დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზედამხედველობასა და მეთვალყურეობას უზრუნველყოფს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისა და ადმინისტრაციული განყოფილების მოსამსახურეები.
2. სარემონტო სამუშაოზე დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, სამუშაოს ასრულებს სპეციალური ტანსაცმლით, რომლითაც მას უზრუნველყოფს სამინისტრო.
3. სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილებისას სავალდებულოა სპეციალური ჟილეტის (დანართი №1) ტარება, რომლის გახდა ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური ჟილეტი ჩააბაროს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის უფლებამოსილ პირს.
4. სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სპეციალური ჟილეტის გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილება. უსაფრთხოების განყოფილების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსთხოვოს სარემონტო სამუშაოებში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური ჟილეტის ჩაბარება.
5. სარემონტო სამუშაოებში ჩარიცხული ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს სამუშაო ჯგუფის უფროსი.
6. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სარემონტო სამუშაოს შესრულების დროს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნორმალური მუშაობა და არ დაუშვან მათი თვითნებური ქმედებები;
ბ) არ დაუშვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირთა შორის კავშირის დამყარების მცდელობა;
გ) მოახდინონ შესაბამისი რეაგირება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საეჭვო მოქმედებებსა და მათ მიერ დაწესებულების დებულების ან დღის განრიგის დარღვევებზე და აღნიშნულის შესახებ მოახსენონ უშუალო უფროსს;
დ) სამუშაოს დაწყებამდე და დასრულების შემდგომ ჩაატარონ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა არასრული შემოწმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული ტოვებს დაწესებულების ტერიტორიას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება სრული შემოწმება დაწესებულების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზედამხედველობას, მათ მიერ სარემონტო სამუშაოების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 6🔗
1. ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, შეიძლება გაყვანილნი იქნენ:
ა) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ) სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე;
გ) სხვა დაწესებულებაში.
2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულების გარეთ სამუშაოდ გაყვანას, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორის ბრძანებით, ახორციელებს დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო (შემდგომში – საბადრაგო სამმართველო) სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სარემონტო სამუშაოს შესრულებას ზედამხედველობს საბადრაგო სამმართველო, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 7🔗
1. სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე დროებით სარგებლობაში გადასაცემი ხელსაწყოები ინახება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსოში, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ.
2. ბასრ, მჭრელ და მჩხვლეტავ ინსტრუმენტებს უკეთდება მარკირება და აღირიცხება ნუსხით, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
3. სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ხელსაწყოები ნუსხასთან შედარების შემდეგ ჩაიკეტება სპეციალურ ოთახში არსებულ კარადაში. ასეთივე წესებით ხორციელდება საწარმოო ხელსაწყოების მიღება-ჩაბარება, აღრიცხვა და შენახვა.
4. სარემონტო სამუშაოს დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა ხელსაწყოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ბრალდებული/მსჯავრდებული ხელსაწყოებს აბარებს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილ პირს, ხელსაწყოების სპეციალურად გამოყოფილ და გასაღებით ჩაკეტილ ოთახში შესანახად.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად დაწესებულების გარეთ გაყვანის შემთხვევაში ხელსაწყოები და სამშენებლო ინსტრუმენტები გადაეცემა უშუალოდ სამუშაო ადგილზე, სარემონტო სამუშაოების დაწყების წინ.
6. დაუშვებელია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას ხელსაწყოების იმავე სატრანსპორტო საშუალებით გადატანა, რომლითაც ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება.
7. აკრძალულია დაწესებულების ტერიტორიაზე კიბის, ნაჯახის, თოკის, ფიცრის ყუთის, ასევე სხვა ხელსაწყოს და სამშენებლო მასალის დატოვება. აღნიშნული საგნები სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა ინახებოდეს გასაღებით ჩაკეტილ სადგომში ან საწყობში.
მუხლი 9🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების შესახებ, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, პერიოდულად შეისწავლის დაწესებულებების, სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებს და უზრუნველყოფს სამინისტროსთვის შესაბამისი მოთხოვნის წარდგენას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღების შემდეგ, სამინისტროს ლოჯისტიკისა და ეკონომიკური დეპარტამენტები უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
3. სამინისტროს მიერ შესყიდული სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალები გადაეცემა დაწესებულების დირექტორს, ხოლო დაწესებულების გარეთ ჩასატარებელი სამუშაოების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით საამისოდ უფლებამოსილ პირს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო მასალები გადაეცემა უშუალოდ სარემონტო სამუშაოების დაწყების წინ.
მუხლი 10🔗
1. დაწესებულებაში, ასევე სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესრულებულ სამუშაოს იბარებს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი.
2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები, აწარმოებენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტაბელს, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაეცემა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს (დანართი N2).
3. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება შესაბამისი ანაზღაურება.
მუხლი 11🔗
1. დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გასაფორმებელ შრომით ხელშეკრულების პროექტს ამზადებს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება და მას ხელს აწერს დაწესებულების დირექტორი და ბრალდებული/მსჯავრდებული.
2. სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დასადებ შრომით ხელშეკრულებას ხელს აწერს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. ხელშეკრულების პროექტს შეიმუშავებს და მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს ხელმოსაწერად წარუდგენს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი.
დანართი №1
სარემონტო სამუშაოებში დასაქმებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალური ჟილეტის ნიმუში
ყვითელი ფერის ჟილეტი ორმაგი ამრეკლავი ზოლით, რომელზეც წინა მარცხენა მხარეს ამოქარგულია სამ ციფრიანი ინდივიდუალური ნომერი, წინა მარჯვენა მხარეს სამინისტროს ლოგო, ხოლო უკანა მხარეს დატანილია სამინისტროს დასახელება „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“.