კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

  ბრძანება №2/160

2016 წლის 9 ივნისი

 ქ. თბილისი

 კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის

მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).

გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე

დანართი

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1

 

IMG_6868

 

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული

  ეკლესია

 

თელავის მუნიციპალიტეტი,

სოფ. რუისპირი

 

არქიტექტურის

 

XVIII – XIX სს.

2

Description: D:\Seagate 500 GB Agdgenili\Channo\K A L A  K E B I\bolnisi\BOLNISI\nestan\Qvemo Qartli\Calka\Trialeti\Trialeti Xramhesi 19\2mc.jpg

 

საცხოვრებელი სახლი

 

წალკის მუნიციპალიტეტი, დაბა თრიალეთი, ხრამჰესის ქ. №19

 

არქიტექტურის

 

XIXს-ის დასასრული

3

IMG_1750

 

წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია

 

ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხეთა

 

 არქიტექტურის

 

1820 წელი