მუხლი 8. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება
თავი II — ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
1. სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხეტყის დამზადებას, ვალდებული არიან ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბონუსის, ქირისა და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომელთა ოდენობაც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის ამ თითოეული სახეობისთვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.
2. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ გადახდებად ითვლება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ნებისმიერი თანხა, ადმინისტრაციული ორგანოს და იმ საწარმოს მიმართ განხორციელებული გადახდები, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50 პროცენტს აღემატება, აგრეთვე სხვა ქვეყნის სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მიმართ განხორციელებული გადახდები.
3. წიაღისა და მისით სარგებლობის სახეები, აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №672 – ვებგვერდი, 16.06.2025
მთავარი მონაცემები
თანხა100 000 ლარს
განაკვეთი50 პროცენტს
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება 1. სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობის, გაზისა და გბუნებრივი წყაზლბადის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ვალდებული არიან, ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო დმოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბონუსის, ქირისა და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომელთა ოდენობიაც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის ამ თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება. 2. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ გადახდებად ითვლება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ნებისმიერი თანხა, ადმინისტრაციული ორგანოს და იმ საწარმოს მიმართ განხორციელებული გადახდები, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50 პროცენტს აღემატება, აგრეთვე სხვა ქვეყნის სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მიმართ განხორციელებული გადახდები. 3. წიაღისა და მისით სარგებლობის სახეები, აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.