კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/165
2016 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4)
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი № 1
| N | ფოტო | სახელწოდება | ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
|
|
|
ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესია | დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბულაჩაური (ყოფილი სოფ. აბანოსხევი)
|
არქიტექტურის |
VIII-IX სს. |
|
|
|
სამების სახელობის ეკლესია |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძეგვი
|
არქიტექტურის |
XVII ს. 70-90-იანი წლები |
|
|
|
კიკოლაანთ საყდარი |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ნიჩბისი |
არქიტექტურის |
X ს. |
|
4
|
| გუდაბერტყას ნამოსახლარი – გუდაბერტყა (გუდაბერტყია-ციხიაგორა) | გორის მუნიციპალიტეტი, ბერბუკის თემის საკრებულო, სოფ. სვენეთი; თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი, 77-ე კმ. დანართი N2-ით დადგენილ საზღვრებში
| არქეოლოგიური | ადრეული ბრინჯაოს ხანა, ძვ.წ. XXXI - XXVI, გვიანბრინჯო ადრერკინის ხანა - ძვ.წ XII - VII სს. |
დანართი № 2
გუდაბერტყას ნამოსახლარი – გუდაბერტყა (გუდაბერტყია-ციხიაგორა) – ძეგლის საზღვარი