შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5795-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/5795-13

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

201 6 წლის 14 ივნისი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებ ელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ნათია სახოკია

მოთხოვნა - კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა აღსრულების ეროვნული ბიუროს როგორც მეურვის მომსახურების საფასურის აღიარების საკითხის გადასაწყვეტად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2016 წლის 10 ივნისს, 12:00 საათზე - შემდეგი დღის წესრიგით: 1.1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების განხილვა.; 1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, რის გამოც კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეულ იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

დაადგინა:

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 28 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების განხილვა.

1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი