⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2017)
გაუქმებულია:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 17.06.2016
ძალის დაკარგვა 01.06.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 454 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2016 მიღება
01.06.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №22 2016 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                               ვახტანგ ყოლბაია   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო  თემატიკა მუხლი 1🔗.  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. 2. კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, დეტალებზე კონცენტრირების უნარი, ორგანიზებულობა, დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი, დროის მართვისა და განაწილების უნარი, ვითარების შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა. მუხლი  2🔗. 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 1.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, internet) ცოდნა; ე) სასურველია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა აგროტექნიკისა და გადამუშავების სფეროში საქმიანობის გამოცდილება. 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები); გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ’’; თ) საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ“; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ლ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულება.