სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№074
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „გამოფენების ცენტრის ” აქციონერთა საყურადღებოდ

 

სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 12 ივლისს 13:00 საათზე საზოგადოების იურიდულ მისამართზე: ქ . თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №118, დირექციის შენობაში.

 

დღის წესრიგი:

1. წლიური ფინანსური შედეგების განხილვა, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.

სს „გამოფენების ცენტრის ” დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს წარმოდგენილი წლიური ანგარიში.

 

აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560,10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.

კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2016 წლის 17 ივნისი.

 

გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

 

 

რესან ქიქავა

სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორი