პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2016
ძალის დაკარგვა 16.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010110000.22.027.016643
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,268 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2016 მიღება
16.06.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დაინტერესებული პირი (მისი წარმომადგენელი)​1, მისი (მათი) პირადი ნომერი და განცხადების შეტანის თარიღი​2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №139 2016 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის თანდართული ტიპური დებულება. 2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი-მე-3 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან. 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი-მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს დებულება განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი  კომისიის (შემდგომში - კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის საფუძვლები 1. კომისია ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ასევე წინამდებარე დებულება. 3. კომისია თავის საქმიანობაში ითვალისწინებს სამინისტროსგან სახელმძღვანელოდ გაცემულ სარეკომენდაციო ინსტრუქციებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ბრძანებით. 2. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი უნდა იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირი ან სხვა მოხელე (მათ შორის, პირი, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს გამგეობის/მერიის საქმიანობის სამართლებრივი  დახმარება), ხოლო 2 - შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კომისიის შემადგენლობაში შეყვანა ხდება მისი წინასწარი თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მომართვის საფუძველზე. 3. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე - მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირი. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობას ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიას ჰყავს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი - მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის მოხელე, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას. კომისიის მდივნად შესაძლებელია დაინიშნოს პირი, რომელიც არ არის კომისიის წევრი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის მოხელე. 6. კომისიის წევრები და მდივანი კომისიის ფარგლებში უფლება-მოვალეობებს ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე. მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისიის საქმიანობას ორგანიზებას უწევს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს. 2. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეული. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე ან/და მისი მოადგილე. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს. 5. გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის განკარგულების სახით, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. კომისიის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 5🔗. კომისიის უფლებამოსილება კომისია ადგენს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტს და გასცემს შესაბამის ცნობას, რითაც შესაძლებელია დადგინდეს ერთ-ერთი ან შემდეგი რამდენიმე გარემოება: ა) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; ბ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის/ცხოვრების ფაქტი; გ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტი. მუხლი 6🔗. კომისიის მიერ საკითხის განხილვა 1. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის საკითხის განხილვას კომისია იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას/მიმართვას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები, ასეთის ფლობის/არსებობის შემთხვევაში: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) პირის შესაბამისი მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტს. 3. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ფაქტ(ებ)ის დადგენის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადებაში/მიმართვაში უნდა აღინიშნოს მუნიციპალიტეტი ან/და მუნიციპალიტეტის დასახლება, რომელშიც დაინტერესებული პირი ცხოვრობდა (იმყოფებოდა). აღნიშნულ ინფორმაციაში ცხოვრების (ყოფნის) თარიღ(ებ)ი უნდა მიეთითოს, რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტად. 4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს ერთი ან რამდენიმე განცხადება/მიმართვა. 5. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი მოხელე ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წევრების, დაინტერესებული პირის (მისი წარმომადგენლის), აგრეთვე იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც მდებარეობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დასახლება, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გონივრულ ვადაში (მაგრამ არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე) ინფორმირება (კომუნიკაციის წერილობითი ან ზეპირი ფორმით განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად) კომისიის სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, რომელზედაც განიხილება შესაბამისი განცხადება/მიმართვა. კომისიის სხდომაზე პირის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას. 6. გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი მტკიცებულება: ა) ადმინისტრაციული ორგანოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია; ბ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტს; გ) არანაკლებ 2 მოწმის ახსნა-განმარტება; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, ასეთი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში; ე) სხვა მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია დასტურდებოდეს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. 7. კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები. 8. საკითხის განხილვის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივ შეფასების საფუძველზე. 9. კომისია გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების/მიმართვის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. მუხლი 7🔗. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობა 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ფაქტ(ებ)ის დადგენის შემთხვევაში კომისია გასცემს აღნიშნული ფაქტ(ებ)ის დამადასტურებელ ცნობას, გადაწყვეტილების მიღების ან მომდევნო სამუშაო დღეს, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. 2. ცნობა გადაეცემა უშუალოდ დაინტერესებულ პირს ან მის წარმომადგენელს,  რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან დაინტერესებული პირის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე სააგენტოს   უფლებამოსილ პირს, როდესაც ფაქტის დადგენის ინიციატორია სააგენტო. 3. ცნობა, კომისიის განკარგულებისა და კომისიის სხდომის ოქმის ასლთან ერთად, ელექტრონული ფორმით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მისი გამოცემიდან 2 სამუშაო დღისა, ეგზავნება სააგენტოს. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანად წარმოების მასალების ასლების მისთვის მიწოდება. მუხლი 8🔗. კომისიის ანგარიშგება 1. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ორჯერ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, გაუგზავნოს კომისიის საქმიანობის ანგარიში სამინისტროს, აგრეთვე - შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებელს/მერს. 2. კომისიის საქმიანობის ანგარიში უნდა იყოს შედგენილი დანართი №1-ით გათვალისწინებული წესით და ამომწურავად უნდა შეიცავდეს ცხრილის ფორმაში მითითებულ მონაცემებს. 3. სამინისტრო უფლებამოსილია კომისიას მოთხოვოს დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. 4. კომისია ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. დანართი №1 პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ა ნ გ ა რ ი შ ი № დაინტერესებული პირი (მისი წარმომადგენელი)​1, მისი (მათი) პირადი ნომერი და განცხადების შეტანის თარიღი​2 მოთხოვნა​3 მოთხოვნის დაკმაყოფილების მდგომარეობა​4 და ჩატარებული კომისიის სხდომის თარიღი​5 შენიშვნა​6 შენიშვნები: ​ 1 მიეთითება დაინტერესებული პირის, მინდობით აღჭურვილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის  არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი; ​ 2 მიეთითება შემდეგი ფორმით - 01.01.2016 (რიცხვი, თვე, წელი); ​ 3 მიეთითება შემდეგი ფორმით:  ა) საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დადგენის მიზნით, პირის შესაბამის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტის დადასტურების მოთხოვნა - მიეთითება „ა“;  ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დადასტურების მიზნით, პირის შესაბამის მუნიციპალიტეტში ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადასტურების მოთხოვნა - მიეთითება „ბ“;  გ) 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დადგენის მიზნით, - შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვების ფაქტის დადასტურების მოთხოვნა - მიეთითება „გ“; ​ 4 ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიეთითება „დადასტურდა“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ დადასტურდა შესაბამისი ფაქტი - „არ დასტურდება“. ​ 5 მიეთითება შემდეგი ფორმით - 01.01.2016 (რიცხვი, თვე, წელი); ​ 6 ამ გრაფაში შენიშვნის მითითება ხდება განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, რაც განისაზღვრება სარეკომენდაციო ინსტრუქციით.