სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1035/ო
2016 წლის 20 ივნისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი№1) შესაბამისად ,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკაზე“ (მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, ნაკვეთი 01/066) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაშია ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორის გ. ინგოროყვას განცხადებები №51293, 11.05.2016წ.
№52706, 16.05.2016წ.
№58677, 01.06.2016წ.
№61245, 07.06.2016წ.
№62327, 09.06.2016წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №61, 17.06.2016წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №10, 20.06.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე