⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.08.2018)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა (მათ შორის ხელმძღვანელთა) დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2016
ძალის დაკარგვა 30.08.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,634 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2016 მიღება
30.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა (მათ შორის ხელმძღვანელთა) დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №19 2016 წლის 29 ივნისი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა (მათ შორის ხელმძღვანელთა) დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის  მე-2  და  მე-3  პუნქტების  საფუძველზე,   ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა (მათ შორის, ხელმძღვანელთა) დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ უზრუნველყოს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა (მათ შორის, ხელმძღვანელთა) დასაკავებლად  კონკურსის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა (მათ შორის ხელმძღვანელთა)  დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში /შემდგომში – დაწესებულება/ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო–საატესტაციო კომისიების (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. ამ წესის მიზნებისთვის საკონკურსო არის დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობა, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობებისა. 3.  კონკურსს არ ექვემდებარება: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლები, რომლებიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირში ეწევიან პედაგოგიურ, სახელოვნებო, სპორტულ, მეთოდურ და სამეცნიერო საქმიანობას; ბ) დასაქმებული, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით; გ) ტექნიკური და დამხმარე პერსონალი. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. მუხლი 3🔗. კონკურსის პრინციპები კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა. მუხლი 4🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევისა და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსი ცხადდება მხოლოდ, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის hr.gov.ge მეშვეობით.  მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს, მხოლოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 3. ხონის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 7🔗. დაწესებულების უფლება-მოვალეობანი 1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან დაწესებულება უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა). 4. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის. მუხლი 8🔗. კანდიდატის უფლება-მოვალეობანი 1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ, უნდა მოხდეს მხოლოდ, ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. 2. კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 3 (სამი) ვაკანსიაზე. მუხლი 9🔗. კომისიის შექმნის წესი 1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისია. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სხვა თანამშრომელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სხვა თანამშრომელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება დაინიშნოს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ წარდგენილი პირი. 5. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული პრინციპის მიხედვით, შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 10🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი ან/და შესაბამისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები. 2. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 3. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობისა და კონკურსის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში პროფესიული კავშირების წევრისა და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დარღვევის აღმოჩენისას, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე. 5. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა. 6. პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. კონკურსის ჩატარების ფორმები და პირობები 1. კონკურსს ატარებს შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) ტესტირება; გ) გასაუბრება. 3. განცხადების გადარჩევა (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება), კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, უზრუნველყოს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა ან სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით. 4. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ან დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 5. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. 6. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი ან/და შესაბამისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი, ამასთან, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად შექმნას კომისიის სამდივნო. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპების ჩატარებისათვის, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი. მუხლი 12🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე, წინასწარ, განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შეფასებასა და კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო, აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 13🔗. კომისიის საქმიანობა 1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 2. კომისია, ასევე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. 3. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით. 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 6. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. 7. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან, არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 8. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ. 9. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით. მუხლი 14🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ან კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნეს საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ, წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში. მუხლი 16🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 /ორი/ კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებასა და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.