საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.06.2016
ძალის დაკარგვა 23.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-121
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-121
2016 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის №9 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 13 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და სტრატეგიული კომუნიკაცია.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატიური ანალიზი, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;
ბ) ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი; ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ანალიზი; არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით არსებული რისკების შეფასება და შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად რეაგირება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების სისტემატიური ანალიზი და შემდგომი საგარეო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკისა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფის გზების დასახვა; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, არაღიარების პოლიტიკის, ჩართულობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებებით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხებისა და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების მონიტორინგი;
ე) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, შესაბამისი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება და მათი სისტემატური განახლება;
ვ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმების შემუშავება;
ზ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის ინსტრუქციების შემუშავება შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად;
თ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ცენტრალურ აპარატთან ანგარიშგების სისტემის, პერიოდულობისა და ფორმის განსაზღვრა;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
კ) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობა; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებში კონფლიქტის თემებზე მომუშავე სპეციალისტებთან კონსულტაციების დაგეგმვა და მათში მონაწილეობა;
ლ) ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით პროაქტიური საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
მ) საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ქვეყნის დადებითი იმიჯის ფორმირების მიზნით პროაქტიური საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ნ) ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების გათვალისწინებით, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და შესაბამისი პოლიტიკური გზავნილების ასახვა ოფიციალურ სასაუბროებში, გამოსვლებში, ინტერვიუებსა და პუბლიკაციებში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო წრეებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან ურთიერთობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
რ) შემუშავებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადება;
ს) პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა.
2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამის დონეზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, კომპეტენციაში შემავალი მიმართულებებით;
ე) ორგანიზება გაუწიოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში კონფლიქტის თემებზე მომუშავე სხვა სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო წრეებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზისა და პოლიტიკის დაგეგმვის, ასევე საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;
ზ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
თ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიაწოდოს შესაბამისი ინსტრუქციები და რეკომენდაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) უფლებამოსილია აწარმოოს კავშირები სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორებსა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან, წარმოადგინოს სამინისტრო პოლიტიკური დირექტორების (შესაბამისი დონის) შეხვედრებზე;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აწარმოებს ურთიერთობებს საქართველოს უცხოელ ლობისტებთან;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების პროექტებს;
თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ო) ახორციელებს ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დირექტორის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის არსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ- ერთ მოადგილეს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ანალიტიკური სამმართველო;
ბ) პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო;
გ) სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;
ბ) ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი; არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით არსებული რისკების შეფასება, შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად რეაგირება და შედეგების მონიტორინგი; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების სისტემატური ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
გ) ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების საზღვარგარეთ უკეთ წარმოჩენის კუთხით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათების, სასაუბროებისა და სხვა მასალების მომზადება;
ე) დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხებისა და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა.
2. პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების სისტემატური განახლება და საჭიროებისამებრ ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ბ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ცენტრალურ აპარატთან ანგარიშგების სისტემის, პერიოდულობისა და ფორმის განსაზღვრა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკისა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფის გზების დასახვა; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, არაღიარების პოლიტიკის, ჩართულობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებებით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებით მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავება, სასაუბროებისა და სხვა მასალების მომზადება;
ზ) სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა.
3. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით სამინისტროს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და მისი პერიოდული განახლება;
ბ) სამინისტროს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის საფუძველზე, სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმების შემუშავება, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის მეშვეობით მათი განხორციელება და გეგმების შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელების დროული ინფორმირება;
გ) პოლიტიკის კომუნიკაციის მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით მათი საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და შესაბამისი პოლიტიკური გზავნილების ასახვა ოფიციალურ სასაუბროებში, გამოსვლებში, ინტერვიუებსა და პუბლიკაციებში;
ე) სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კვლევებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ანალიზი;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება და ანალიზი;
ზ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული მიმართულებებით საქმიანობის შესახებ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა, მისი დამუშავება და სისტემატიზაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო წრეებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან ურთიერთობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
ლ) შემუშავებული დოკუმენტების სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს;
გ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;
დ) სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს;
ე) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით;
თ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.