„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-24/ნ |
|
2016 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/06/2015, 010320040.22.035.016330) დამტკიცებულ დანართში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის: |
1.
პირველი პუნქტის (სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი)) 1.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.9. აპარატის (დეპარტამენტი) სპეციალისტი: (კოდი 110) ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო, საერთაშორისო ურთიერთობების, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი მმართველობის განხრით ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში; ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; გ) ინგლისური ენის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
2.
მე-3 პუნქტის (შიდა აუდიტის დეპარტამენტი) 3.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: (კოდი 302) ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული, სამედიცინო, ეკონომიკური, საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) შიდა აუდიტის ან შიდა კონტროლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის და შრომის, ჯანმრთელობის ან სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების არანაკლებ 3 აუდიტსა და შემოწმებაში მონაწილეობის გამოცდილება; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.”. |
3.
მე-7 პუნქტის (სოციალური დაცვის დეპარტამენტი) 7.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.7. პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი: (კოდი 713) ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება, აქედან 2 წელი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ასევე, მინიმუმ 6 თვე მონიტორინგის სფეროში; გ) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მეურვეობის, მზრუნველობის და შვილად აყვანის საკითხები), „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N66 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
4.
მე-8 პუნქტის (ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი) 8.11, 8.12, 8.13 და 8.14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.11. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი: (კოდი 820) ა) უმაღლესი განათლება სამედიცინო ან საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში; გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 8.12. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 821-822-823-824) ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვაში, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში; გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 8.13. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 825-826) ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვაში, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში; გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 8.14. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 827-828-829-830) ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით მიღებულ განათლებას; ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|