საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2016
ძალის დაკარგვა 02.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,161 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2016 მიღება
02.09.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №42 2016 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №224 დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანდართული წესდება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების ფარგლებში. 2. სკოლის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, ხოლო ინგლისურ ენაზე  ,, Legal Entity of Public Law  - Defence  Institutional Building School”.    3.  სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 4. სკოლა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით. 5. სკოლა ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. 6. სკოლა საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში. 7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი,  ოფიციალური ვებგვერდი და ლოგო. 8. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი,   დ. ჭონქაძის  ქ. №20. მუხლი 2🔗. სკოლის მისია და  მიზანი 1. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება,  ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთო მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება ფართო უსაფრთხოების სექტორის (ნატო და პარტნიორი ქვეყნები) წარმომადგენლებთან. 2.  სკოლის მისიის ფარგლებში სკოლის მიზნებია: ა) ეროვნულ დონეზე – თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისა და  უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება; ბ) რეგიონალურ დონეზე ვ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების საშუალებით,  ნატოსთან თავსებადი სასწავლო ინსტიტუტის ფუნქციის შესრულება; გ) საერთაშორისო დონეზე – საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება,   ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა და  გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანია: ა) ადგილობრივი სასწავლო შესაძლებლობების განვითარება; ბ) ნატოს საგანმანათლებლო პროცესთან თავსებადი სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება; გ) ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადება /გადამზადება; დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბება და ორგანიზება (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.); ე) სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე მეთოდების და სასწავლო მასალების გამოყენება; ვ) დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა და სამინისტროს საერთო საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება; ზ) გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა (ქვეყნის, რეგიონალური და ნატოს მასშტაბით); თ) ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან, ნატოს სკოლებთან,  აკადემიურ წრეებთან და ექსპერტებთან  მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება; ი) სკოლის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. სკოლის ხელმძღვანელობა 1. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). 2. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას.  მუხლი 5🔗. სკოლის დირექტორი 1. სკოლის დირექტორი: ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში  ხელმძღვანელობს, მართავს სკოლას და პასუხისმგებელია სკოლის საქმიანობაზე; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში,  სკოლის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამტკიცებს  სკოლის შინაგანაწესს; დ) ამტკიცებს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს; ე) ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სკოლის სტრუქტურული ერთეულის და მისი შემადგენელი ერთულების უფლებამოსილებას, ამტკიცებს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას და აკონტროლებს მათ შესრულებას; ვ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ზ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყოფის შესახებ; თ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ი) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები/სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი; კ) დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია განახორციელოს სკოლის პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, სკოლისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში; ლ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, სამინისტროსთან შეთანხმებით მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების დელეგირება დირექტორის მოადგილისათვის. მუხლი 6🔗. სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სკოლის ადმინისტრაცია; ბ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი. 2. სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობს დირექტორს უფლებამოსილების განხორციელებაში და ახორციელებს სკოლის: ა)   საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და ბიუჯეტის პროექტის შედგენას; ბ)   სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების წარმართვას; გ) საკადრო, სამართლებრივ, ლოგისტიკურ და საქმისწარმოების უზრუნველყოფას; დ)  დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3.   პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს: ა) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების (მათ შორის,  კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების მიმართულებით) სასწავლო, საკონსულტაციო და  სადისკუსიო ღონისძიებების (მათ შორის, დისტანციური სწავლების ფორმატში) დაგეგმვას, არსებულ საჭიროებებზე მორგებას და განხორციელებას; ბ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების სასწავლო მოდულებისა და კურიკულუმების მომზადება/შემუშავებას; გ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებში მაღალკვალიფიციური ტრენერების ჩართვას და მათი განვითარების ხელშეწყობს; დ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების ხარისხის და ეფექტიანობის შეფასების სისტემის შექმნას და განხორციელებას; ე) ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ვ) დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 7🔗.  თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 1. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) პრემიას; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ  დანამატებს. 2. სკოლის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.  მუხლი 8🔗. სკოლის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. სკოლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 3. მინისტრის ინდივინდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 9🔗.  სკოლის დაფინანსების წყაროები 1. სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები / დონორისგან მოზიდული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.  3. მინისტრის ინდივინდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 10🔗. სკოლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სკოლამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების  გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სკოლას უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სკოლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 11🔗. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება 1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სკოლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 12🔗.  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.