„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის „ჰ13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს;“.
2. 431 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს.
22. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივ (ფიქსირებულ) დანახარჯებს აფასებს და ადგენს კომისია ამ კანონის შესაბამისად. ამასთანავე, თუ ამ მუხლის 21 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ნაწილობრივ ასახვის თაობაზე, კომისიის მიერ შეფასებული და დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები გარანტირებული სიმძლავრის საფასურში აისახება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროპორციით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აგრეთვე ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურში არ აისახა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 22 ივნისი 2016 წ. N5499-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5499-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.05.001.018175.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5499-IIს, 22.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.018175 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3320152/