ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.06.2016
გამომცემი ორგანო სანებართვო
მოწმობა №
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| სანებართვო მოწმობა № | ნებართვის გაცემის /ცვლილების, გაუქმების/ საფუძველი და თარიღი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და მისი განთავსების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ ცაგერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2016 წლის 24 ივნისი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „რეკლამის შესახებ“ მე-6 მუხლის და საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 24-ე მუხლის 53-ე პუნქტისა და 261 მუხლის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემის წესი, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების სანებართვო რეესტრი, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დანართი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „რეკლამის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ შესაბამისად და განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (შემდგომში –
ქარელის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
მუხლი 2🔗.
ზოგადი დებულებანი
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს, უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი და უსაფრთხო. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე ან საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია საქართველოს კანონით „რეკლამის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
მუხლი 3🔗.
სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) გავრცელების გეგმა
1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) გავრცელების გეგმით.
2. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოებთან –
რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში;
გ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე;
დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში –
რეკლამის გავრცელების ტერიტორიის ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.
3. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების გეგმას, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადების საფუძველზე, ამტკიცებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 4🔗.
სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო, ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ან სხვა ქონებაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებით „ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემისათვის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ განსაზღვრული წესები.
4. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით საქართველოს კანონის „რეკლამის შესახებ“, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
5. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი დანართი 2-ის შესაბამისად.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გადაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების გეგმით.
3. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.
4. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე განისაზღვროს 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
5. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6🔗.
აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის № 669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად.
2. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (უფლება, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განსათავსებელი ტექნიკური საშუალება) აუქციონის წესით გამოცხადების დროს გარე რეკლამის სანებართვო საწყის ფასს ემატება გამოყოფილი მიწის ფართობით სარგებლობის ღირებულება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილების „ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებით გადაცემისათვის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის ვადა
სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 3 წლის ვადით. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗.
სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვები
1. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინსფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
2. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ ზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
მუხლი 9🔗.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
2. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს, დაიბრუნოს სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
8. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) მოვლა-პატრონობაზე და სათანადო იერსახით შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსარგებლეს, მისი შეუსრულებლობა არის ნებართვის ვადამდე გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი.
მუხლი 10🔗.
გარდამავალი დებულებები
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა), რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსება ჩაითვლება სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) სანებართვო პირობების დარღვევად ან/და სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსებად შესაბამისი ნებართვის გარეშე.
დანართი 2
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა ___________________________________________________________________________________________
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
საფუძველი__________________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა
_________________________________ _დან
_________________________________ _მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სანებართვო პირობები:
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
ნებართვა გაცემულია 20__ წლის _______________________________
------------------------------------------------ -------------------------------------------------
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი
ბეჭდის ადგილი
დანართი 3
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების სანებართვო რეესტრი
სანებართვო
მოწმობა №
ნებართვის გაცემის
/ცვლილების, გაუქმების/ საფუძველი და თარიღი
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი
(სახელი, გვარი)
ნებართვის გამცემი
იურიდიული პირი
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ:
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიულ
პირთა
რეესტრიდან-
ინდივიდუალური
მეწარმისათვის
ან იურიდიული
პირისათვის
(სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება
(სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის,
გვარის,
საცხოვრებელი
და სამუშაო ადგილების
თაობაზე-
ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია
ნებართვის
მიმღების
მისამართის
შეცვლის ან
რეორგანიზაციის შესახებ
1
2
3
4
5
6
7
8