საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №37/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2016
matsne.gov.ge 188 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 19.08.2016 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 27.07.2016 საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 26.02.2018 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 28.03.2018 მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 29.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №37/2016 2016 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე, განცხადებით უნდა მიემართოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული განცხადება, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს წარედგინება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი შინაარსითა და ვადებში. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, წარდგენილი განცხადება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ განიხილება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი შესაბამისი წესით. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი