„საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2016 წლის 28 ივნისი დაბა ჩოხატაური
|
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ პროექტზე, რომელიც უკავშირდება ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემას, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს.“.
4. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო. განიხილავს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.“.
5. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე და საკრებულოს რეგლამენტის მე-18, 95–ე და 96–ე მუხლებით დადგენილი წესით.“.
6. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ადგენს და ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;“.
7. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ. კომისიაში სამუშაოდ იწვევს სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად.“.
8. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ასევე კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარემ შესაძლებელია საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით მოიწვიოს სხვა პირებიც.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.06.2016. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.114.016314.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №19, 28.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016314 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3321603/